N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

მზის სათვალის 5 ტრენდი – აღმოაჩინეთ თქვენი სტილი Afflelou Paris-ში

ივნისი 13, 2025
A A
მზის სათვალის 5 ტრენდი – აღმოაჩინეთ თქვენი სტილი Afflelou Paris-ში
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ზაფხული და მზიანი ამინდები? ალბათ, ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ეს მზის სათვალეა, რომელიც ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ სეზონის მთავარ აქსესუარად. გარდა იმისა, რომ სათვალეს ფუნქციური დანიშნულება აქვს და ჩვენს თვალებს მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს, ის სტილის გამორჩეული ელემენტიცაა, რომელიც ზაფხულის ლუქებს დასრულებულ ეფექტს აძლევს. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ მზის სათვალეების მთავარ ტენდენციებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულის განუყოფელი ნაწილი იქნება.


თეთრი ჩარჩო

თუ თვალს გადავავლებთ სეზონის მთავარ ტრენდებს, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ თეთრი ჩარჩო 2025 წლის ზაფხულის ბესტსელერია. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერი ნეიტრალურ პალიტრას ეკუთვნის, უნდა აღინიშნოს რომ სათვალეები თეთრი აცეტატით არავის რჩება ყურადღების მიღმა, ის ზაფხულის სტილს გამორჩეულ ეფექტურობას ანიჭებს, რომელიც შეგიძლიათ მოუხდინოთ, როგორც მონოქრომული ფერებს, ასევე ფერად სამოსს. საბედნიეროდ, ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: GUCCI, PRADA, LOEWE, BOTTEGA VENETA და CAROLINA LEMEKE თეთრი აცეტატის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, ამიტომ თუ ზაფხულისთვის სათვალე ჯერ არ შეგირჩევიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ჩარჩო ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება.


ყვითელი ლინზა

2025 წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სათვალეები ყვითელი მინით. ფერადი ლინზები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად გვხვდება ცნობილი მოდის სახლების კოლექციებში, თუმცა ამ სეზონზე, ყვითელმა ყველა დანარჩენი ფერი დაჩრდილა და ერთპიროვნულად გახდა 2025 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი. მზის სათვალეებს ყვითელი მინებით შეხვდებით ისეთი ბრენდების კოლექციებში, როგორებიცაა: TOM FORD, MARNI, MOSCOT, OLIVER PEOPLES, PRADA, EMPORIO ARMANI და ა.შ.


MEGA WAYFARER

როდესაც სათვალის ტრენდებზე ვსაუბრობთ უსამართლობა იქნება ჩვენს ჩამონათვალში საპატიო ადგილს თუ არ დავუთმობთ RAY BAN WAYFARER-ს. კლასიკური Wayfarer-ი მე-20 საუკუნიდან ითვლება საკულტო სათვალედ, რომელიც პოპულარობას არასდროს კარგავს, თუმცა აღსანიშნავია რომ 2025 წლის ზაფხულში ეს მოდელი MEGA WAYFARER-მა ჩაანაცვლა, რომლის პოპულარობა დიდწილად უკავშირდება ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის- ეისაპ როკის სახელს.


დიდი ზომის ჩარჩო

2025 წლის ზაფხულში კვლავ აქტუალურია დიდი ზომის ჩარჩოები, რომელიც იდეალურად ერგება, როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ სტილს და თქვენს ლუქს ნამდვილად გამორჩეულს ხდის, რომელიც აუცილებლად იქცევს გარშემომყოფების ყურადღებას. ამიტომ, თუ ზაფხულისთვის იდეალურ სათვალეს ეძებთ, თვალი გადაავლე დიდი ზომის ჩარჩოებს, რომლის ფართო არჩევანსაც გვთავაზობს: GUCCI, CHLOE, BVLGARI, DIOR, TOM FORD, VIVIENNE WESTWOOD და ა.შ.


ავიატორის ფორმა

2025 წლის ზაფხულს ერთ-ერთ მთავარ ტრენდად დაბრუნდა ავიატორის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ შექმნის დღიდან Ray Ban Aviator-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათვალის სტატუსს არ კარგავს, ამ სეზონზე უამრავმა ბრენდმა შემოგვთავაზა ეს ფორმა, რომელიც გამორჩეულად მოუხდა ზაფხულის სტილს. ავიატორის ფორმები შეგხვდებათ ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: RAY BAN, MONTBLANC, TOM FORD, GUCCI და სხვა.


თუ ჯერ კიდევ არ იცი სად შეგიძლია ზაფხულის ტენდენციების შესაბამისი სათვალის შერჩევა, მაშინ აუცილებლად უნდა გითხრა, რომ AFFLELOU PARIS-ის ოპტიკური სალონების ქსელი სათვალეების ყველაზე ფართო არჩევანს გთავაზობთ, სადაც საერთაშორისო ბრენდების მრავალფეროვან კოლექციებთან ერთად დაგხვდებათ უნიკალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, ერთი სათვალის შერჩევის შემთხვევაში, მეორეს, აფლელუს კოლექციიდან, საჩუქრად მიიღებთ.


ამიტომ, არ გადადოთ და ესტუმრეთ აფლელუ პარიზს შემდეგ მისამართებზე: საბურთალო- სითი მოლი, გალერია თბილისი, ა.პუშკინის 11 და ბათუმი- გრანდ მოლი.

FACEBOOK: Afflelou Paris
INSTAGRAM: afflelouparis

Tags: afflelou Parisაფლელუ პარიზიზაფხულის ტრენდებიმზის სათვალე
წინა პოსტი

ზაფხული მარიამ დავითაძის ობიექტივში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN