ჰოლივუდში და არა მხოლოდ ჰოლივუდში- ნეპოტიზმით მიღწეულ წარმატებაზე საუბარი უკვე დიდი ხანია აქტუალურია. სწორედ სიტყვა ნეპოტიზმიდან მომდინარეობს ტერმინი- ნეპო ბავშვები, ანუ ცნობილი ადამიანების შვილები, რომელთა კარიერული გზაც ისეთ დიდ ინდუსტრიებს უკავშირდება, როგორებიცაა: კინო, მოდა, მუსიკა და ა.შ. ერთი შეხედვით, ნეპო ბავშვად ყოფნა ყველასთვის სასურველია: გავლენიანი ოჯახი, გახსნილი კარიერის კარი და ცნობილი გვარი – თითქოს ყველაფერი შენს სასარგებლოდ მუშაობს. მაგრამ რეალობა სულ სხვაა. იყო ნეპო ბავშვი ნიშნავს ყოველდღიურად დაამტკიცო, რომ შენი წარმატება მხოლოდ მშობლის სახელზე არ დგას და ის შენი ნიჭის და შრომის შედეგია. დღევანდელ სტატიაში კი გიამბობთ იმ მაგალითზე, რომელმაც მკაფიოდ გვაჩვენა რომ იყო მხოლოდ ცნობილი მომღერლის, მსახიობის ან თუნდაც მოდელის შვილი, არ ნიშნავს რომ შენ აუცილებლად იქნები წარმატებული და საზოგადოების მხრიდან დაფასებული- რელური წარმატების საიდუმლო იმ ტალანტშია, რომელიც გეკუთვნის შენ და არა შენს მშობლებს.

ენდი მაკდაუელი
იშვიათია ადამიანი დაინტერესებული იყოს კინოსა თუ მოდის ინდუსტრიებით და არ იცოდეს ენდი მაკდაუელის სახელი, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში გახდა ორივე სფეროს გამორჩეული სახე. Calvin Klein-ის კამპანიები, L’Oréal ის ამბასადორის სტატუსი, და ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: “Greystoke: The Legend of Tarzan, Lord of the Apes”, “Sex, Lies, and Videotape”, ” Short Cuts”, “Unstrung Heroes”- ეს იმ წარმატებული პროექტების მცირე ნაწილია, რომლითაც ენდიმ თავი შეაყვარა უამრავ ადამიანს. მაკდაუელი დღემდე ასოცირდება ნიჭთან, ელეგანტურობასთან და, რა თქმა უნდა, წარმატებულ კარიერულ გზასთან.

ენდი მაკდაუელს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს: ჯასტინი , რეინი და მარგარეტ ქუელები. უფროსი შვილი ჯასტინი ოჯახთან ერთად მონტანაში ცხოვრობს და იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, რეინი და მარგარეტი კი დედის გზას აგრძელებენ.


სარა მარგარეტ ქუელი
სარა მარგარეტ ქუელი 1994 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა მონტანაში. მარგარეტი ბავშობიდანვე დაინტერესებული იყო ხელოვნებით. ენდის უმცროს ქალიშვილს კარიერის საწყის ეტაპზე განსაკუთრებულად იტაცებდა ცეკვა, მოგვიანებით კი სამოდელო ინდუსტრიაში შეაბიჯა და ეს არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, რადგან დედის მსგავსად, მარგარეტის მამა- პოლ ქუელიც მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობდა. სამოდელო საქმის პარალელურად კი მარგარეტ ქუელი კინო ინდუსტრიით დაინტერესდა და დღეს, ის ერთ-ერთ გამორჩეულად ნიჭერ მსახიობადაა მიჩნეული. ეკრანზე მარგარეტის დებიუტი 2013 წელს, ფილმში- “Palo Alto” -ში შედგა. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2019 წლის ფილმმა -“Once Upon a Time… in Hollywood”, რომელშიც მარგარეტი ისეთ ვარსკვლავებთან თამაშობდა, როგორებიც არიან- ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო. დაბოლოს, 2024 წლის ფილმი- “The Substance” და როლი, რომლითაც მარგარეტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ენდი მაკდაუელის შვილი კი არა- დამოუკიდებელი, ნიჭიერი და ძლიერი მსახიობია.


რეალური დედა-შვილობიდან ეკრანულ დედა-შვილობამდე
ენდის და მარგარეტის პროფესიული გზები 2021 წელს გადაიკვეთა Netflix-ის სერიალში- “Maid”. ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სერიალში მსახიობები დედა- შვილის ამპლუაში ვიხილეთ, მათმა ბუნებრივმა ქიმიამ და ნეიტრალურმა კავშირმა კი, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედა, როგორც სერიალის რეიტინგზე, ისე შემოსავალზე.

ენდი მაკდაუელი და მარგარეტ ქუალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნეპო ბავშვობა მხოლოდ იმ გზის საწყისი წერტილია- რომლის გაკვალვაც საბოლოოდ მაინც საკუთარი ტალანტითა და შრომით ხდება. მარგარეტმა საზოგადოებას მკაფიოდ აჩვენა, რომ დედის სახელის მიღმა ის გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობია, რომელსაც შეუძლია ემოციური კავშირი დაამყაროს მაყურებელთან.

ამიტომ, გვახსოვდეს რომ წარმატებული კარიერის გზა არ ისაზღვრება გარემო ფაქტორებით და მას ჩვენ ვქმნით.
