N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

ლიკა ევგენიძე- “აკადემ გრუპის” ოფიციალური ამბასადორი La Mer-ის ღონისძიებაზე

თებერვალი 6, 2026
A A
ლიკა ევგენიძე- “აკადემ გრუპის” ოფიციალური ამბასადორი La Mer-ის ღონისძიებაზე
338
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

La Mer-მა პრემიუმ კლასის თავის მოვლის ინდუსტრია გარდაქმნა – ეს რევოლუცია დოქტორ მაქს ჰუბერის 12-წლიან კვლევას უკავშირდება. ზღვის მცენარეების თვითრეგენერაციის უნარით შთაგონებულმა ჰუბერმა 6000 ექსპერიმენტის შემდეგ სასწაულმოქმედი ინგრედიენტი- Miracle Broth™ შექმნა, რომელიც La Mer-ის ყველა პროდუქტის აღმდგენი, დამაშვიდებელი და დამცავი თვისებების მთავარი კომპონენტია. ბრენდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ფიზიკის კანონებს ეფუძნება, იყენებს რა დაპატენტებულ ბიოფერმენტაციის ტექნოლოგიას, ხმისა და სინათლის ენერგიის ზემოქმედებით – ამგვარად, ის კანის სიღრმისეულ ტრანსფორმაციასა და ხანგრძლივ ეფექტს აღწევს.


La Mer-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Academy Group-ია, სწორედ მათ მიიწვიეს ტელეწამყვანი და ბგერითი თერაპევტი ლიკა ევგენიძე ბრენდის ღონისძიებაზე, რათა ახლოსდან გასცნობოდა ახალ პროდუქტს და მისი ეფექტი პირადი გამოეცადა. „ნარგისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლიკა ევგენიძე საკუთარ განსაკუთრებულ გამოცდილებას გვიზიარებს.


როგორი იყო ღონისძიების საერთო ატმოსფერო?

ატმოსფერო მართლაც ჯადოსნური იყო. Six Senses Ibiza, სადაც ღონისძიება ჩატარდა, კლდეზეა შეფენილი და იქიდან ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. მთელი სივრცე გაჯერებული იყო ზღვის ენერგეტიკით, რომელიც ერთდროულად ნაზიცაა და ძლიერიც. La Mer-ი ყოველთვის ახერხებს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც სილამაზესა და ბუნებას აერთიანებს, ეს კი დაუვიწყარ, ჰარმონიულ გამოცდილებას ქმნის.


რომელი აქტივობა დაგამახსოვრდათ გამორჩეულად?

მთელი კვირა თავგადასავალით იყო სავსე – ერთგვარ თამაშს ჰგავდა: ყოველ დღე, ოთახის დალაგების შემდეგ, სხვადასხვა კუთხეში ახალ პროდუქტს გვიტოვებდნენ. ეს პატარა „სიურპრიზები“ ღონისძიებას კიდევ უფრო ჯადოსნურ ელფერს სძენდა. გამოვარჩევდი ლაბორატორიის ვორქშოფსაც – დეტალურად გვიჩვენეს, როგორ იქმნება La Mer-ის ლეგენდარული Miracle Broth™. ისეთ შიდა პროცესებში ჩაგვახედეს, რომლებიც, ჩვეულებრივ, გარეშე პირებისთვის ხელმიუწვდომელი არ დაფარულია. აღმოჩნდა, რომ ბგერებს, ვიბრაციებსა და სინათლეს უდიდესი როლი აქვს კოსმეტიკის შექმნის პროცესში. ბოლო საღამომ კი მოლოდინის სულმთლად გადააჭარბა – ეს იყო მთელი კვირის ყველაზე გულწრფელი და სითბოთი აღსავსე დასასრული.


რომელი ახალი პროდუქტი წარმოადგინა La Mer-მა ღონისძიების ფარგლებში?

უახლესი პროდუქტი იყო THE NEW Lip Treatment, რომელიც ტუჩებს არბილებს, ამშვიდებს და ბუნებრივ ბზინვარებას აძლევს. საოცარი ტექსტურა აქვს. მოგზაურობის დროს მოსახერხებელია და ყოველდღიურ რუტინაშიც ორგანულად ჩაჯდება. ძალიან მომეწონა The Lip Balm-ის განახლებული ვერსიაც – კიდევ უფრო ნაზი, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი. სწორედ ეს პროდუქტი დამახვედრეს სპეციალური შეფუთვით, რომელზეც ჩემი ინიციალები ეწერა. The New Lip Treatment და The Lip Balm ხელმისაწვდომია Academy Group-ის პარტნიორი კომპანიების მაღაზიებში მთელი ამიერკავკასიაში.


როგორ ერწყმის ერთმანეთს სილამაზის სფერო და ბგერითი თერაპია?

დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რომ სილამაზე მხოლოდ სხეულის გარეგანი მოვლა აღარ არის. ეს არის, უპირველესად, ჰარმონია სულსა და გონებას შორის – ენერგიის დაბალანსება და ნერვული სისტემის დამშვიდება, რათა სილამაზე შიგნიდან მოდიოდეს. როდესაც სილამაზე შიგნიდან მოდის მას ვერაფერი ჩააქრობს და კანიც უფრო ჯანმრთელია. La Mer-ის ფილოსოფია სწორედ ამას ეყრდნობა: თვითზრუნვის სიღრმისეულ, ფაქტობრივად, მედიტაციურ გამოცდილებას. ბგერითი თერაპიის ინტეგრაცია მათ სივრცეში სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯი იყო.


რატომ არის La Mer-ი თქვენთვის საინტერესო ბრენდი და რა ადგილი უკავია მას თქვენი თავის მოვლის რუტინაში?

La Mer-ს ძალიან მაღალი ესთეტიკური კულტურა აქვს – შეფუთვიდან ტექსტურებამდე. ჩემთვის, როგორც ვიზუალურ და ჰოლისტიკურ პრაქტიკებთან ახლოს მყოფი ადამიანისთვის, ეს დიდი ღირებულებაა. La Mer-ი ჩემთვის არის არა უბრალოდ skincare, არამედ ზღვის ენერგია და საკუთარი თავის მოვლის რბილი, ჰარმონიული რიტუალი. La Mer-ის Miracle Broth ყოველთვის მაბრუნებს იმ განცდასთან, რომ კანს თვითონაც შეუძლია აღდგენა, უბრალოდ, ცოტა მხარდაჭერა სჭირდება.

Tags: La Merაკადემ გრუპითავის მოვლალიკე ევგენიძე
წინა პოსტი

როგორ შევარჩიოთ სამოსი ვალენტინობისთვის?- გზამკვლევი თქვენი რომანტიკული საღამოსთვის

შემდეგი პოსტი

„ქერი“: წინსაფარი, როგორც ისტორია და გზა იდეიდან ბრენდამდე

შემდეგი პოსტი
„ქერი“: წინსაფარი, როგორც ისტორია და გზა იდეიდან ბრენდამდე

„ქერი“: წინსაფარი, როგორც ისტორია და გზა იდეიდან ბრენდამდე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN