პარიზის მოდის კვირეული, რომ გამორჩეული მოვლენაა მოდის ინდუსტრიისთვის ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ეს არის პერიოდი, როდესაც ვეცნობით ჩვენთვის გამორჩეულადსაყვარელი მოდის სახლების უახლეს კოლექციებს და ამასთან ერთად დიდი ინტერესეთი ვაკვირდებით საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებს, რომელიც ცალსახად ემსგავსება პოდიუმს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ სეზონზე, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება 29 წლის ამერიკელმა სუპერმოდელმა- კენდალ ჯენერმა მიიქცია და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენებებზე იშვიათად ჩანდა, აღსანიშნავია, რომ სუპერმოდელმა ქალაქის ქუჩები საკუთარ პოდიუმად აქცია.
ჯენერის სტილმა ცალსახად გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება იყოს ქუჩის სტილი ისეთივე შთამაგონებელი, როგორც პოდიუმის ლუქები. მოდის კვირეულის ფარგლებში კენდლალიარაერთხელ ვიხილეთ პაპარაცების ობიექტივში და დავრწმუნდით, რომ მისი ნებისმიერი არჩევანი- იქნება ეს კლასიკური შავი პიჯაკი, მინიმალისტური კაბა თუ ვინტაჟური დეტალები, იდეალურად ერგება პარიზულ ელეგანტურობას.
საფრანგეთში ყოფნისა სუპერმდელმა უპირატესობა ელეგანტურ, დახვეწილ ფორმებს მიანიჭა. მაგალითად- ერთ-ერთ დღეს მან არჩევანი ჯონ გალიანოს 1995 წლის ვინტაჟურ კაბაზეგააკეთა. მოდელი ასევე ვიხილეთ 90-იანი წლების Mugler-ის სამოსში.
კენდალი ალბათ ერთ-ერთია იმ სუპერმოდელებიდან, ვისი სტილიც ნამდვილად ინსპირაციის წყაროა უამრავი ადამიანისთვის და რომელმაც უკვე არაერთი ტრენდი შექმნა თუგააცოცხლა. მაგალითად კენდალის პარიზული დღეებიდან საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Almina Concept-ის თავზე მოხვეულმა შარფმა, რომელმაც ჰოლივუდისოქროს ეპოქის მსახიობები: ოდრი ჰეპბერნი, ბრიჯიტ ბარდო, სოფი ლორენი და გრეის კელი გაგვახსენა. ჯენერმა შოკოლადისფერი შარფი ღია ნაცრისფერ თრენჩს და იგივე ტონალობისკაბას შეუხამა, ფეხზე კი შავი ლოფერები და თეთრი წინდა მოირგო.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, კენდალ ჯენერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მინიმალიზმი განსაკუთრებულ დახვეწილობას მალავს, ვინტაჟი კი გამორჩეულად უხდებაპარიზიულ ელეგანტურობას. სტილი არ არის მხოლოდ სამოსი- ეს საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო გზაა. ჯენერის ქუჩის სტილი კი ზუსტად ისეთივე შთამაგონებელია, როგორცმისი გამოჩენა პოდიუმზე.