N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

JOYROAD BY LUCY HALE – უდარდელი ვესტერნული  განწყობა

ოქტომბერი 23, 2024
A A
JOYROAD BY LUCY HALE – უდარდელი ვესტერნული  განწყობა
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

Weekend Max Mara -ს 2024-2025 წლების Signature კოლექცია ამერიკელ მსახიობთან, ლუსი ჰეილთან თანამშრომლობით შეიქმნა და დაკავშირებულია თავისუფლების სიყვარულით სავსე მოგზაურობასთან ველურ პირობებში.

ტენესის შტატში, მემფისში დაბადებული ჰეილი ცნობილია თავისი როლებით ფილმებიდან “The Hating Game,” “Puppy Love,” და “Which Brings Me To You,” 

ის კოლექციას სახელად Joyroad ასე აღწერს – „მხიარული, ავთენტური და ვესტერნული“.

მსახიობისთვის შთამაგონებელი იყო წარმოსახვითი მოგზაურობა თავისი წინაპრების ნაკვალევზე, რამაც მას უბიძგა, ესწავლა ბუნების სიყვარული, გამოევლინა სწრაფვა ინდივიდუალიზმისკენ, საკუთარი თავის მიმღებლობისკენ და ჰქონოდა სწრაფვა თავისუფალი სულისკენ. 

ის ხელმძღვანელობს შინაგანი კომპასით და საბოლოო დანიშნულების ადგილი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ – მიზანი, ადგილი, მიღწევა. 

საერთო ჯამში, კოლექციის სიმსუბუქე იდეალურად ერწყმის Weekend Max Mara-ს ძირითად ხაზებს.

„Weekend Max Mara წარმოადგენს ავთენტურობასა და თავისუფლებას, ეს ის ორი პრინციპია, რომლითაც ვცდილობ ვიცხოვრო. ეს ღირებულებები გახდა მყარი საფუძველი ამ კოლექციის შესაქმნელად. თავიდანვე, ჩვენ ვიზიარებდით ხედვას, რომელიც მოიცავს ამერიკულ ვესტერნულ ესთეტიკას და ხელს უწყობს თვითგამოხატვას“, – ამბობს ჰეილი.

კოლექციის მთავარი განწყობაა ვესტერნული სულის, ურბანული გარემოს ერთგვარი ბალანსი. „ქაუბოს“ სტილი, რბილი ტყავის ქურთუკი, ზამშის შარვალი, საკულტო Pasticcino-ს ჩანთა, მოწნული ელემენტებით და ლითონის სამაგრები, ან კიაროსკუროს ეფექტები. სამოსი მოიცავს ასევე ე.წ. ბომბერებს, ქურთუკებს, მონტგომერის ქურთუკებს, ასევე მოსაცმელებს ნაქსოვი სახელოებით. ნაქსოვი სამოსი გაფორმებულია ფერადი ყვავილების პალიტრით.

ზამთრის სამოსში უფრო მეტად ვხვდებით მიწისფერ, ყავისფერ ტონებს, ზეთისხილის მწვანესა და ღია ცისფერს, ვინტაჟური სტილის ქაუბოის ჩექმას, ბეისბოლის ქუდი ასევე სტილის განსაკუთრებული ნაწილია. თვალისმომჭრელი სამკაული, მათ შორის ყელსაბამები, ბეჭდები, სამაჯურები დამზადებულია შეფერილი ლითონისგან და აქცენტირებულია ყვავილების ელემენტებით. 

1983 წელს დაარსებული Weekend Max Mara, რომლის კონცეფციაც ყოველდღიური სამოსის შექმნა იყო, იტალიური ცხოვრების სტილის ავთენტურ ბრენდად გადაიქცა თავისი უნიკალური იდენტობითა და მახასიათებლებით. დღეს Weekend Max Mara-ს მრავალფეროვანი კოლექციები აერთიანებს ფორმალური და არაფორმალური სამოსის მრავალფეროვნებას ელეგანტური და თავისუფლალი სულის მქონე ქალებისთვისთვის, რომელთა ინდივიდუალობა სცდილდება მოდას. ბრენდი მინდინარე სიახლეებთან ერთად წარადგენს Signature Capsule კოლექციებს, რომელიც შექმნილია, ან შთაგონებლია ცნობილი ადამიანების მიერ და ყოველ სეზონზე ინტერპრეტირებას უკეთებს ბრენდის უნიკალურ შტრიხებს. Weekend Max Mara ხელმისაწვდომია 250-მდე მონობრენდულ მაღაზიაში და მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ცენტრებში.

Weekend Max Mara
ილია ჭავჭავაძის გამზირი #50

წინა პოსტი

ჟურნალ “ნარგისის” ბრანჩი პარტნიორი კომპანიებისთვის: 10-წლიანი გამოცდილება და ახალი ციფრული შესაძლებლობები

შემდეგი პოსტი

Furla-ს შემოდგომა-ზამთარი 2024: კლასიკა და თანამედროვეობა ერთ კოლექციაში

შემდეგი პოსტი
Furla-ს შემოდგომა-ზამთარი 2024: კლასიკა და თანამედროვეობა ერთ კოლექციაში

Furla-ს შემოდგომა-ზამთარი 2024: კლასიკა და თანამედროვეობა ერთ კოლექციაში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN