N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

იდეალური რუკა ზამთრის შვებულებისთვის – სად ისვენებენ ცნობილი მოდის ბლოგერები და ინფლუენსერები

იანვარი 7, 2026
A A
იდეალური რუკა ზამთრის შვებულებისთვის – სად ისვენებენ ცნობილი მოდის ბლოგერები და ინფლუენსერები
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზამთრის შვებულება ყოველი ადამიანისთვის გამორჩეულად საყვარელი პერიოდია – ეს არის დრო, როცა შეგიძლია თვალი გადაავლო გასულ წელს, შეაფასო შენი შრომის შედეგები, უკვე განხორციელებული მიზნები და ასრულებული ოცნებები. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი უმეტესწილად თოვლიან კურორტებთან ასოცირდება, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ადამიანისთვის ეს საუკეთესო არჩევანი სულაც არ არის. ამიტომ, შვებულების სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ლოკაციები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს,ზუსტად ჩვენს გემოვნებაზე მორგებული მოგზაურობა დავგეგმოთ. დღევანდელ სტატიაში კი გაგაცნობთ, ცნობილი ბლოგერების არჩევანს, რადგან ვფიქრობთ რომ ეს ლოკაციები ნამდვილად შთაგონებით აავსებს თქვენი შვებულების დღეებს.


თუ თოვლი და თხილამურებით სრიალი თქვენი მთავარი გატაცეება, საინტერესოა რომელ ქვეყანაზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი თუ არა შვეიცარიაზე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ შვეიცარიის მთები ნამდვილად გამორჩეულად მიმზიდველია სრიალის მოყვარული ადამიანებისთვის და სწორედ ერთ-ერთი მათგანია ანოკ აივი. ბოლოდროინდელ ინტაგრამ პოსტში ანოკი აღნიშნავს რომ სრიალი მისი ყველაზე ძლიერი მხარე არ არის, თუმცა 90-იანი წლებით შთაგონებული სათხილამურო ლუქები ნამდვილადაა მისი მთავარი ინსპირაცია. თოვლი, თხილამურები და უამრავი ადამიანისთვის გამორჩეულად საყვარელი სტილი- დაგვერწმუნეთ, რომ ზამთრის შვებულება შევიცარიაში თქვენთვის დაუვიწყარი მოგონება ინება.


ასევე შვეიცარიაში, ოჯახთან ერთად ატარებს შვებულების დღეებს უკრაინელი ბლოგერი და კონტენტ კრეატორი ვიკი რეიდერი, რომლისთვისაც ზამთრის დღეები დასვენებასთან ერთად ოჯახურ სიმყუდროვესა და მშვიდ ატმოსფეროს უკავშირდება. ალპების თოვლიანი პეიზაჟები, მყუდრო გარემო და პრაქტიკული ლუქები ვიკის ზამთრის კონტენტის მთავარი ხაზია, შვეიცარია კი ის ლოკაციაა, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად ერწმის ერთმანეთს.


ლონდონში მოღვაწე მოდის ინფლუენსერი კლერი როუზი ზამთრის შვებულებას მონაკოში ატარებს. კლერიმ მოდის ინდუსტრიისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან გამოავლინა და მონაკო, თავისი ელეგანტური ატმოსფეროთი და თანამედროვე რიტმით, სწორედ ის ადგილია, სადაც მიმდინარე ტენდენციები განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა.


მალდივები შეარჩია შვედმა ინფლუენსერმა ჰანა შონბერგმა, რომელიც დასვენების დღეებს საყვარელ ადამიანთან ერთად ატარებს. თბილი კლიმატი, სუფთა ზღვა და მშვიდი გარემო იდეალურ კონტექსტს ქმნის მისი ესთეტიკისთვის – მსუბუქი სილუეტები, ნეიტრალური ფერები და ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული სტილი ჰანას ინსტაგრამ ფიდის განუყოფელი ნაწილია.


მშობლიურ საფრანგეთზე შეაჩერა არჩევანი მოდელმა ქლოე ლეკარომ და გამომწერებს პარიზში გატარებული დღეებიდან ულამაზესი კადრები გაუზიარა, სადაც ზამთარი ქალაქის კლასიკურ არქიტექტურასა და მის დახვეწილ სტილს ბუნებრივად ერწყმის.


დუბაიში ატარებს შვებულების დღეებს სერბი მოდის ინფლუენსერი თამარა კალინიჩი. თანამედროვე არქიტექტურა, მზიანი ამინდი და მდიდრული გარემო ზუსტად ერგება მის ესთეტიკას. ქალაქის დინამიკური რიტმი და თბილი კლიმატი თამარას საშუალებას აძლევს, ზამთრის სეზონშიც კი მსუბუქი, დახვეწილი და ტრენდზე ორიენტირებული ლუქები მოირგოს.


ასევე დუბაიში ატარებს ზამთრის შვებულებას გერმანელი მოდელი და ინფლუენსერი ლეონი ჰანე, რომლისთვისაც დუბაი არის ადგილი, სადაც კომფორტი, მოდის ტენდენციები და ყოველდღიური ელეგანტურობა ერთ სივრცეში ერთიანდება.


დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ რომელ ლოკაციაზეც არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი, ყველაზე მნიშვნელოვანია საუკეთესო მოგონებების დაგროვება და საკუთარი თავისთვის ნამდვილად იდეალური დასვენების ჩუქება. რადგან ყველა ჩვენგანი ვიმსახურებთ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა სწორედ ზამთრის შვებულებით ავინაზღაუროთ.

Tags: დასვენება შვეიცარიაშიზამთრის შვებულებასად დავისვენო
წინა პოსტი

რამა დუვაჯი – ნიუ-იორკის პირველი ლედის სტილი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN