N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

HYPER-SKIN-ის ეპოქა იწყება

მარტი 12, 2026
A A
HYPER-SKIN-ის ეპოქა იწყება
330
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

„ქლინ გერლის“ (Clean Girl) ესთეტიკა და „დიუის“ (Dewy) ბზინვარე ეფექტი უკვე კარგად ნაცადია… ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სულ სხვა განცდაა – ბევრად უფრო პირადული. წარმოიდგინეთ, რომ სახე მხოლოდ ტილო კი არა, სრულფასოვანი ნახატია, სადაც მთავარია ნამდვილი „მეს“ წარმოჩენა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჭორფლიანი თუ გასეირნების შემდეგ შეფაკლული.


Hyper-skin-ის ფილოსოფია სიწრფელეა – აჩვენე სიმართლე, როგორიც ხარ ბუნებრივად, სინამდვილეში. არა, მაკიაჟზე მთლიანად უარს არ ვამბობთ, უბრალოდ, მისი ტექსტურა უფრო მსუბუქი, ფაქიზი ხდება და კანზე დატანის შემდეგ შედარებით შეუმჩნეველია. ის ეპიდერმისში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს ხელს კი არ უშლის, პირიქით – ეხმარება. გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე კანს სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ. ბალზამოვანი ტექსტურები, წყლის ბაზაზე შექმნილი პიგმენტები და ინგრედიენტები, რომლებიც აღადგენენ, აძლიერებენ და ეხმარებიან კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს – აი, მთავარი აქცენტები.


და რა იცვლება? ჩვენი მენტალიტეტი – ნაკლები რუტინა, მეტი რიტუალი. სილამაზის სამყარო ნელდება… სიმართლე რომ ვთქვათ, დიდი ხანია, დროც იყო. კანის მოვლა აღარ არის მხოლოდ ნაბიჯები ყოველდღიურ რუტინაში, ის საკუთარ თავზე სიღრმისეულად ზრუნვის მომენტად, „მესთან“ დამაკავშირებელ გზად იქცა… დიახ, ნამდვილად არის რაღაც მშვენიერი იმაში, რომ სიმსუბუქეს ვირჩევთ – კანის მოვლას და არა შენიღბვას. ვირჩევთ ბუნებრივ კანს, როგორც შეგრძნებას, და არა როგორც ტრენდს.


აქამდეც ბევრჯერ გვისაუბრია ბუნებრიობაზე, მაგრამ Hyper-skin-ი შეიძლება იყოს პირველი ტრენდი, რომელიც ამას რეალურად გულისხმობს: არანაირი კორექტირება, არანაირი ყურადღების გადამტანი ფაქტორი!.. უბრალოდ კანი, რომელიც არსებობს, ანათებს და თქვენს ისტორიას ინახავს… კანი, რომელიც წითლდება, როდესაც ნერვიულობთ, ბრწყინავს, როდესაც აღტაცებული ხართ და რბილდება, როცა სიმშვიდე გუფლებათ.

Tags: HYPER-SKINთავის მოვლასილამზე
წინა პოსტი

კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ინტერპრეტაციები – პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

შემდეგი პოსტი

გამორჩეული ჩვენებები და კულისებში დარჩენილი კადრები- მილანის მოდის კვირეული ელენე ძიძიშვილის ობიექტივში

შემდეგი პოსტი
გამორჩეული ჩვენებები და კულისებში დარჩენილი კადრები- მილანის მოდის კვირეული ელენე ძიძიშვილის ობიექტივში

გამორჩეული ჩვენებები და კულისებში დარჩენილი კადრები- მილანის მოდის კვირეული ელენე ძიძიშვილის ობიექტივში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN