N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ელეგანტურობის ჩუმი მამოძრავებელი: კელი კლეინი და 90-იანების მინიმალიზმი

მარტი 17, 2026
A A
ელეგანტურობის ჩუმი მამოძრავებელი: კელი კლეინი და 90-იანების მინიმალიზმი
330
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის ისტორიაში ზოგჯერ ყველაზე დიდი ცვლილებები ჩუმად ხდება. 90-იანების მინიმალიზმიც სწორედ ასეთ ისტორიას ეკუთვნის – ისტორიას, რომლის ცენტრში ხშირად არა ის ქალი დგას, ვისაც ყველანი ვიხსენებთ, არამედ ის, ვინც ამ სტილს რეალურ ცხოვრებაში პირველად ატარებდა. ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო კელი კლეინი – ქალი, რომელმაც მინიმალიზმს არა მხოლოდ ფორმა, არამედ ყოველდღიური სიცოცხლე მისცა.


დღეს, როდესაც ეკრანებზე 90-იანების ნოსტალგია კვლავ ცოცხლდება და American Love Story მაყურებელს იმ პერიოდის ნიუ-იორკში აბრუნებს, ბუნებრივად იზრდება ინტერესი იმ სტილის მიმართაც, რომელმაც მთელი დეკადა განსაზღვრა. ამ ეპოქის ვიზუალური სიმბოლო ხშირად Carolyn Bessette Kennedy-ი – ქალი, რომლის მშვიდმა, თავშეკავებულმა ელეგანტურობამ მინიმალიზმი თითქმის ვიზუალურ ფილოსოფიად აქცია. თუმცა სანამ ეს სტილი კულტურულ სიმბოლოდ გადაიქცეოდა, ის უკვე არსებობდა და მას ყოველდღიურად ატარებდა ქალი, რომელიც ხშირად ამ ისტორიის ჩრდილში რჩება.


ეს ქალი იყო კელი რექტორი, მოგვიანებით კელი კლეინი, დიზაინერი, მუზა და ერთგვარი უხილავი ფუძემდებელი იმ ესთეტიკისა, რომელმაც Calvin Klein-ის სამყარო განსაზღვრა. მან დიზაინი ისწავლა Fashion Institute of Technology-ში, კარიერა კი დაიწყო Ralph Lauren-ში ასისტენტად. მისი პირველი შეხვედრა Calvin Klein-თან უარით დასრულდა, მაგრამ ნიუ-იორკში ისტორიები ხშირად ღამით იწყება. ერთ საღამოს, ლეგენდარულ Studio 54-ში მათი გზები კვლავ გადაიკვეთა. მეორე დილას კი კელის უთხრეს, რომ სამსახურში აიყვანეს, 1981 წელს, 21 წლის ასაკში, ის უკვე Calvin Klein-ის გუნდში მუშაობდა. რამდენიმე წელში კი არა მხოლოდ თანამშრომელი, არამედ მისი ცხოვრების და შემოქმედების ცენტრი გახდა.


იმ წლებში ბრენდის შოურუმი მანჰეტენზე, თითქმის ასკეტური სივრცე იყო – მკვეთრი ფლუორესცენტური განათება, ცარიელი ინტერიერი და მხოლოდ ერთი დეტალი, რომელიც გარემოს ამშვიდებდა: თეთრი ორქიდეები. ეს სივრცე თითქოს იმ ესთეტიკის ვიზუალური მეტაფორა იყო, რომელსაც Calvin Klein ქმნიდა: სუფთა ხაზები, თავშეკავებული სილუეტები და ფერთა პალიტრა, რომელიც შავსა და თეთრს შორის მოძრაობდა. თუმცა ამ იდეას რეალური სიცოცხლე სჭირდებოდა – ადამიანი, რომელიც ამ ტანსაცმელს ცხოვრებაში სტილის ენად გადააქცევდა. კელი სწორედ ასეთი ქალი აღმოჩნდა. ის არ ქმნიდა ხმაურიან იმიჯებს: ერთი იდეალური პალტო, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებ. დენიმი, რომელიც დროთა განმავლობაში მუხლთან რბილდება. შავი კლასიკური ქუსლი, რომელსაც ხელახლა იცვამ, რადგან ის ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია. მისთვის მინიმალიზმი მხოლოდ ესთეტიკა არ იყო, ეს იყო ყოველდღიური კომფორტის ფილოსოფია.


ამ ხედვამ Calvin Klein-ის სამყაროზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კელი არა მხოლოდ მუზა იყო, არამედ იდეების თანაავტორიც. სწორედ მას ეკუთვნის ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული იდეა ბრენდის ისტორიაში: ქალებისთვის შექმნილი მამაკაცის საცვლები. ამბავი თითქოს უბრალო კომენტარით დაიწყო- “ბოიფრენდის საცვლების ტარებაში რაღაც განსაკუთრებული სექსუალურობაა.” 1984 წლისთვის ეს იდეა უკვე 70 მილიონ დოლარიან ბიზნესად იქცა და Calvin Klein-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინად დარჩა.


1986 წელს კელი და Calvin Klein რომში დაქორწინდნენ. მისი საქორწილო ლუქი – აბრეშუმის ფანქრის ქვედაკაბა, შესაბამისი ბლეიზერი და მაქმანის ბოდი, კიდევ ერთი გამოხატულება იყო იმ მინიმალისტური ესთეტიკისა, რომელსაც ისინი ერთად ქმნიდნენ. მათი ურთიერთობა საბოლოოდ 2006 წელს დასრულდა, თუმცა მოდის ისტორიაში მათი თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრეატიულ პარტნიორობად დარჩა.


დღეს კელი საკუთარ თავს ბევრად ფართოდ განსაზღვრავს, როგორც ფოტოგრაფს, დიზაინერს, ავტორსა და ინტერიერის დიზაინერს. მისი ფოტოკრებული Pools, რომელიც 1992 წელს გამოვიდა, იმ პერიოდის ნიუ-იორკის კულტურულ ელიტას ერთ სივრცეში მოუყარა თავი, ხოლო მისი ფოტოები მოგვიანებით გამოჩნდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Vogue და Interview.


დღეს, როდესაც მოდის სამყაროში კვლავ ძლიერდება„quiet luxury “-ის ტენდენცია – ხარისხზე ორიენტირებული გარდერობი, სუფთა სილუეტები და ნეიტრალური ფერები, 90-იანების მინიმალიზმი მოულოდნელად ისევ აქტუალური ხდება. სწორედ ამიტომ, როდესაც 2025 წელს კელი თითქმის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ Calvin Klein- ის ნიუ-იორკის ჩვენებაზე გამოჩნდა და მის გვერდით კვლავ Calvin Klein იდგა, ეს სცენა მოდის ისტორიაში თითქოს წარსულსა და აწმყოს შეხვედრას ჰგავდა.


90-იანების მინიმალიზმი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტრენდი. ის იყო იდეა ქალზე, რომელიც იცის როგორ უნდა ატაროს ტანსაცმელი ისე, რომ ის მის ცხოვრებას ემსახურებოდეს. ქალი, რომელიც ერთ კარგ პალტოს წლების განმავლობაში ინახავს და იცის, რომ სიმარტივე ხშირად ყველაზე ძლიერი განცხადებაა. და სწორედ ამიტომ, როცა დღეს Carolyn Bessette-Kennedy-ის მინიმალიზმს ვუბრუნდებით, ამ ისტორიაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქალი, რომელმაც ტანსაცმელს უბრალოდ ფორმა არ მისცა, არამედ მას კულტურული მნიშვნელობა მიანიჭა.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: 90-იანების სტილიკელვინ კლეინიკელი კლეინისტილის ინსპირაცია
წინა პოსტი

გამორჩეული ჩვენებები და კულისებში დარჩენილი კადრები- მილანის მოდის კვირეული ელენე ძიძიშვილის ობიექტივში

შემდეგი პოსტი

აკნე ზრდასრულ ასაკში: კომპლექსური გამოწვევა და Caudalie-ის Vinopure ხაზი, როგორც გამოსავალი

შემდეგი პოსტი

აკნე ზრდასრულ ასაკში: კომპლექსური გამოწვევა და Caudalie-ის Vinopure ხაზი, როგორც გამოსავალი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN