ყოველ გაზაფხულზე, კალიფორნიის უდაბნოში, ინდიოს „Empire Polo Club“-ის ტერიტორია მუსიკის, მოდის და თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ ოაზისად იქცევა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი ერთი ფესტივალის გაშემო ერთიანდება და ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, Coachella Valley Music and Arts Festival – ან უბრალოდ კოაჩელაა, რომელიც უკვე წლებია გასცდა ჩვეულებრივი მუსიკალური ღონისძიების ფარგლებს და ერთგვარ კულტურულ ფენომენად იქცა, რომელიც მუდმივად ახერხებს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნას.

ფესტივალი 1999 წელს პოლ ტოლეტის და რიკ ვან სანტენის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი თავიდანვე იყო მრავალფეროვნების წახალისება, რომელშიც ერთი სივრცე აერთიანებდა ისეთ მრავალფეროვან მიმდინარეობებს, როგორებიცაა: როკი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, ინდი და ელექტრონული მუსიკა. კოაჩელა რვა სცენას მოიცავს და 130-ზე მეტი არტისტის პერფორმანს სთავაზობს აუდიტორიას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ფესტივალი უკვე წლებია გასცდა მხოლოდ მუსიკალურობას, კოაჩელა ცნობილია გრანდიოზული არტ-ინსტალაციებითა და სკულპტურებით, რომლებიც უდაბნოს ლანდშაფტს ფუტურისტულ იერს სძენს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ფესტივალზე ვარსკვლავები, ტოპ-მოდელები თუ ინფლუენსერები არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მაყურებელთა რიგებშიც აქტიურად გვხვდებიან და რა თქმა უნდა, სწორედ მათ უკავშირდებათ ე.წ. “Coachella Style”-ის დამკვიდრება- ბოჰემური და ექსპერიმენტული მოდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქმნის სეზონის მთვარ ტენდენციებს.


2026 წელს ფესტივალის თითოეული სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოეწყო. ჰედლაინერებთან – Sabrina Carpenter-თან, Karol G-სა და Anyma-სთან ერთად, მაყურებელმა უკვე იხილა ისეთი არტისტები, როგორებიც არიან The Strokes, The xx, Young Thug, PinkPantheress, FKA Twigs, Laufey და ლეგენდარული Jack White. თუმცა, ამ ვარსკვლავთცვენის ფონზე, ყველაზე განხილვადი და ემოციური მომენტი ჯასტინ ბიბერის პერფორმანსი აღმოჩნდა, რომელმაც YouTube-ის ინტერფეისის დახმარებით სცენა ერთგვარ ციფრულ არქივად აქცია- არტისტმა, პირდაპირ სცენაზე გახსნა თავისი ძველი ვიდეოკლიპები და ყველასთვის ცნობილი ჰიტები კიდევ ერთხელ, საკუთარ თავთან “დუეტში” წარუდგინა აუდიტორიას- ამ ემოციურად დატვირთულმა სანახაობამ ცხადია მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კოაჩელას 25-ე იუბილე ნამდვილად ისტორიული მოვლენა იყო.


აღსანიშნავია, რომ ფესტივალი 19 აპრილამდე გაგრძელდა და მუსიკის მოყვარულებს უამრავი დაუვიწყარ მომენტი აჩუქა. მათთვის კი, ვინც კალიფორნიის უდაბნოში გამგზავრება ვერ შეძლო, კოაჩელა სრულად ვირტუალურ გამოცდილებას სთავაზობდა და თითქმის ყველა პერფორმანსის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომიი იყო YouTube-ის ოფიციალურ არხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიტორიას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო თვალი ედევნებინა საყვარელი არტისტებსთვის, ეგრძნოთ ფესტივალის ენერგია და გამხდარიყვნენ ამ ისტორიული სანახაობის ნაწილი.


