დაფიქრებულხართ იმაზე, რომ სასმელების ინდუსტრია ყოველთვის დაკავშირებული იყო კულტურასთან და ცხოვრების სტილთან? ყოველი სახელმწიფო თავის ტრადიციებსა და ბუნებრივ რესურსებს უნიკალურ სასმელში აერთიანებდა. ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლური სასმელი არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ეროვნული იდენტობის ნაწილი, ცხოვრების სტილის გამომხატველი ატრიბუტი და ელეგანტური მომენტების თანამგზავრი ხდება. სწორედ ამიტომ, მისი ისტორია ყოველთვის სცილდება უბრალო დეგუსტაციას და ნამდვილ კულტურულ გამოცდილებად გარდაიქმნება.
ასეთ გამოცდილებას გვთავაზობს პრემიუმ არყის ბრენდი “BELUGA”, რომელსაც ახალი სიცოცხლე ევროპულმა კომპანიამ Noblewood Group-მა აჩუქა და თანამედროვე ტექნოლოგიების თუ ბუნებრივად სუფთა გარემოს დამსახურებით “Beluga” იქცა არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სასმელად, არამედ ელეგანტურობის სიმბოლოდ, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ნებისმიერ სადღესასწაულო სიტუაციას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ სასმელის თანამედროვე სახე Noblewood Group-ს ეკუთვნის – მონტენეგროში არსებულ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ინოვაციასა და ტრადიციებს. Beluga-ს წარმოების პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს ლატვიასა და მონტენეგროში. სპირტის გამოხდა ლატვიაში, სოფელ Jaunkalsnava-ში ხდება, სადაც ორგანული მარცვლეულისგან მიღებული სპირტი უახლესი ტექნოლოგიებით იწარმოება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. დამუშავება და ჩამოსხმა კი მონტენეგრში მიმდინარეობს. მიღებული სპირტი მონტენეგროს ქალაქ ნიკშიჩში გადააქვთ, სადაც ხდება მისი გაფილტვრა, დაყოვნება და საბოლოო ჩამოსხმა. სწორედ აქ გარდაიქმნება Beluga იმ რბილ და დახვეწილ სასმელად, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური მახასიათებლებით გამოირჩევა.
“Beluga” თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპული ფუფუნების ერთ-ერთ სიმბოლოდ, რომლის შეფუთვაც ისეთივე უნიკალურია, როგორც მისი შიგთავსი- გამორჩეული დეტალებით შექმნილ ბოთლს ხელით მიმაგრებული მეტალის ზუთხის სიმბოლო გამორჩეულ ელეგანტურობას სძენს. გარდა იმისა, რომ მისი მისი წარმოება მონტენეგროში ხდება, ქვეყანაში, რომელიც ცნობილია სუფთა წყლით, ჰაერითა და ბუნებრივი გარემოთი, სასმელი იდეალურად ერგება ყველა სიტუაციას, მისი მირთმევა კი განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან გემო, რომელსაც Beluga გვთავაზობს ნამდვილად უნიკალურია.
BELUGA უკვე რამოდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენთან მის ფართო ასორტიმენტს ვხვდებით, უფრო კონკრეტულად კი: Vodka Beluga Noble, Vodka Beluga Celebration, Beluga Adriatic Botanicals Rose and Lime / Beluga Adriatic Botanicals Cucumber and Mint, Vodka Beluga Transatlantic Racing, Beluga Gold Line. ის თავის კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასმელადაა მიჩნეული, რომლის საფასო კატეგორია 120-250 ლარის ფარგლებში მერყეობს.
საბოლოოდ კი- ბელუგა იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს დახვეწილ გემოს, უმაღლეს ხარისხს და დაუვიწყარ გამოცდილებას თითოეულ წვეთში.