N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ArtinScent – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე თბილისში

დეკემბერი 25, 2025
A A
ArtinScent – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე თბილისში
335
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ამბობენ რომ ყველა ადამიანს საკუთარი არომატული ხელწერა აქვს- უხილავი დეტალი, რომელიც წარმოუდგენელი სიზუსტით ასახავს ხასიათს, განწყობას და შინაგან რიტმს. სწორედ ამაზეა აგებული ნიშ პარფიუმერიის თანამედროვე კულტურა, რომელშიც სურნელი მხოლოდ ესთეტიური არჩევანი არ არის და ის იდენტობის გამოხატვის უნიკალური გზა ხდება.


ამ კონტექსტში ნიშ პარფიუმერია სულ უფრო მეტად სცდება ტრადიციულ გაყიდვებს. თანამედროვე მომხმარებელი სურნელს ხშირად ირჩევს არა მხოლოდ არომატული ნოტების მიხედვით, არამედ იმ ისტორიისა და ემოციური გამოცდილების გათვალისწინებით, რომელსაც თითოეული კომპოზიცია ატარებს. სწორედ ამ ტენდენციების ფონზე ჩნდება საქართველოში ახალი კონცეპტუალური სივრცე – ArtinScent, რომელიც მომხმარებლებს ნიშ პარფიუმერიას სთავაზობს არა როგორც უბრალოდ პროდუქტს, არამედ კულტურულ გამოცდილებას, სადაც თითოეული სურნელი საკუთარ კონტექსტსა და ხასიათს ინარჩუნებს.


ArtinScent არის ადგილი, სადაც ყოველი დეტალი თავის ისტორიას ყვება და თითოეული სურნელი მივიწყებულ მოგონებებში მოგზაურობას ემსგავსება- ბრენდის ხედვა ეფუძნებოდა იდეას, შეექმნათ სივრცე, რომელშიც ნიშ პარფიუმერია გაცილებით მეტია ვიდრე დროებითი ტენდენცია. ბრენდი თითოეულ პროდუქტს ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის, სივრცე კი ერთგვარ მუზეუმად გვევლინება, სადაც გვხვდება სუნამოების იშვიათი და უნიკალური არჩევანი- არტინსენტი, უხილავ ემოციებთან შეხვედრას ჰგავს, ის სურნელის მუზეუმია, სადაც ხელოვნება სუნთქავს არა ტილოზე, არამედ ჰაერში, რომელსაც თან ატარებ.


ArtinScent-ის სივრცე მინიმალისტურ და ნეირტალურ ესთეტიკაზეა აგებული, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სრულად კონცენტრირდეს სურნელზე. ინტერიერის დიზაინი შექმნა AREA 17-მა, ფლორენციაში არსებულმა დიზაინ სტუდიამ, რომლის პორთფოლიოში ვხვდებით ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Loro Piana, Saint Laurent, Tiffany & Co., Prada და Moncler. გარდა იმისა, რომ სივრცე იდეალურად ერგება ბრენდის კონცეფციას, აღსანიშნავია, რომ აქ დაგხვდებიან სერტიფიცირებული პარფიუმერიის კონსულტანტები, რომლებიც დაგეხმარებიან იპოვოთ თქვენთვის გამორჩეული და უნიკალური არომატი, თავისი ისტორიით და ფილოსოფიით. გამოცდილებას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის სპეციალურად მოწყობილი VIP ზონები, სადაც არჩევის პროცესი მშვიდ და აუჩქარებელ ფორმატში მიმდინარეობს, და ნოველთი ბარი- სივრცე, რომელშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი პარფიუმერული რელიზები ჯერ კიდევ მანამ, სანამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, გაეცნოთ ლიმიტირებულ კოლექციებს, რომლებიც ექკლუზიურად მხოლოდ ArtinScent-შია წარმოდგენილი და ექსპერტების დახმარებით გაიგოთ მეტი პარფიუმერულ ტენდენციებზე.


ArtinScent-ი თანამშრომლობს წამყვან პარფიუმერულ სახლებთან. სივრცეში ვხვდებით ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Maison Francis Kurkdjian, Kilian Paris, Byredo, BVLGARI, Serge Lutens, Tiziana Terenzi, Frederic Malle, Tom Ford, Nasomatto, Orto Parisi, Sisley და La Mer. პარფიუმერულ სახლებთან თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ბრენდს მომხმარებელს შესთავაზოს ლიმიტირებული გამოშვებები და ექსკლუზიური კოლექციები, რომლებიც სხვაგან არ არის ხელმისაწვდომი. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიასაც – არჩევანის გაფართოება, ახალი სივრცეების შექმნა და ნიშ პარფიუმერიის კიდევ უფრო მრავალფეროვანი კოლექციების წარდგენა აუდიტორიისთვის.


დაბოლოს, თუ ეძებთ ნიშ პარფიუმერიას, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს ხასიათს და იდენტობას, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ArtinScent-ს, ილია ჭავჭავაძის 60 ნომერში.

Tags: ArtinScentარტინსენტინიშ პარფიუმერია
წინა პოსტი

ზამთრის დღეები ეკრანზე – 8 ფილმი ახალი წლის განწყობისთვის

შემდეგი პოსტი

სტილის გზამკვლევი 2026 წლის სათხილამურო სეზონისთვის

შემდეგი პოსტი
სტილის გზამკვლევი 2026 წლის სათხილამურო სეზონისთვის

სტილის გზამკვლევი 2026 წლის სათხილამურო სეზონისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN