სილამაზის ინდუსტრიაში კანის მოვლის თანამედროვე მიდგომები სულ უფრო მეტად აერთიანებს ეფექტურ აქტიურ ინგრედიენტებსა და ბუნებრივი წარმოშობის ფორმულებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ისეთ პროდუქტებს ეთმობა, რომლებიც ასაკობრივი ცვლილებების შემცირებასთან ერთად კანის დატენიანებასა და ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაზეც ზრუნავს. სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდის, Gamarde-ის ახალი ხაზი – Rétinol HA, რომელიც რეტინოლის მცენარეულ ალტერნატივას ჰიალურონის მჟავასთან აერთიანებს.

დღეს უკვე ბევრისთვის ცნობილია, რომ რეტინოლი ანტიასაკობრივი მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია. ის ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებასა და კანის ტექსტურის გაუმჯობესებას. თუმცა მისი გამოყენებისას სიფრთხელეა საჭირო – მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ პროცენტულობა, რაოდენობა და რუტინა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მცენარეულ ალტერნატივებს, რომლებიც კანის მოვლის განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

ბრენდის ინფორმაციით, Gamarde-ის ახალი ხაზის პროდუქტები 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს. Rétinol HA-ის მთავარი კომპონენტია რამბუტანის ექსტრაქტი, რომელიც რეტინოლის მცენარეულ ალტერნატივად გამოიყენება. ის ხელს უწყობს კანის გლუვი იერსახის შენარჩუნებასა და ნაოჭების ხილვადობის შემცირებას. ტრადიციული რეტინოლისგან განსხვავებით, რამბუტანის ექსტრაქტს სხვა შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი აქვს. ბრენდი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მის უკეთეს ამტანობას, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კანის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრადიციულ რეტინოლს ვერ იყენებს. ფორმულა ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც კანს ატენიანებს და მისი ელასტიურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ახალი ხაზი ორ პროდუქტს აერთიანებს – სახის შრატსა და კრემს.
აერთიანებს რამბუტანის ექსტრაქტსა და ჰიალურონის მჟავას. ის ატენიანებს და არბილებს კანს, ხელს უწყობს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ვიზუალურ შემცირებას და კანს უფრო გლუვ იერს ანიჭებს.
სამი ტიპის ჰიალურონის მჟავას შეიცავს. მისი ფორმულა ხელს უწყობს კანის დატენიანებას, სიმკვრივისა და ელასტიურობის შენარჩუნებას. კრემი ასევე მიმართულია ნაოჭების ხილვადობის შემცირებისკენ.

ორივე პროდუქტი განკუთვნილია ყოველდღიური მოვლისთვის და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც დილით, ისე საღამოს.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდი Gamarde 1993 წლიდან ქმნის კანის მოვლის საშუალებებს ბუნებრივი და ორგანული ინგრედიენტების გამოყენებით. ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილება ცხადია მის ახალ ხაზშიც, Rétinol HA-შიც აისახება. Gamarde-ის პროდუქცია, მათ შორის ახალი ხაზი, საქართველოში ექსკლუზიურად PSP-ის სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი.


