N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

“A Weekend with Giuliva Heritage”- კაფსულა კოლექცია Weekend Max Mara-სგან 

ნოემბერი 14, 2025
A A
“A Weekend with Giuliva Heritage”- კაფსულა კოლექცია Weekend Max Mara-სგან 
349
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

“Fine Settimana”- Weekend Max Mara-მ საზოგადოებას 2025-2026 წლის შემოდგომა/ ზამთრის სეზონის კაფსულა კოლექცია წარუდგინა, რომელიც იტალიურ ბრენდთან- Giuliva Heritage-თანერთად შექიმნა. “Giuliva Heritage” იტალიაში Gerardo Cavaliere-მ და Margherita Cardelli-მ დაარსეს და ცნობილია თავისი უნაკლო სამკერვალო ოსტატობითა თუ ნეაპოლიტანურიტრადიციებისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით.


უახლესი კაფსულა კოლექციის სახელწოდება- Fine Settimana (იტალიურად „weekend“) პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ სამოსი ზუსტად ასახავს Weekend Max Mara-ს სტილს: თავისუფალ, მაგრამ ამავდროულად ელეგანტურ ხასიათს, რომელიც შექმნილია ქალბატონებისთვის, ვინც მუდმივად ცდილობს თავი დააღწიოს ყოველდღიურ ქაოსს და აღმოაჩინოს მყუდრო გარემო, სიმშვიდე და ჰარმონია საკუთარ თავთან.


კოლექციაში წამყვანი როლი აქვს არა იმას, თუ როგორ გამოიყურება სამოსი, არამედ იმ ოსტატობას, რომლითაც შექმნილია მისი თითოეული დეტალი: სამოსი ცალსახად განკუთვნილიაძლიერი და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი ქალბატონებისთვის, რომლებიც სილამაზეს ზედმეტ ბრწყინვალებაში კი არა თავდაჯერებაში ხედავენ და აფასებენ უბრალო, მაგრამელეგანტურობით თუ ბუნებრივი სიმშვიდით დაბალანსებულ, დროში გამძლე სტილს.


უახლეს კაფსულა კოლექციაში მკაფიოდ იგრძნობა კულტურული კონტრასტების შერწყმა- სწორედ განსხვავებული ელემენტების თუ ფასეულობების კავშირი ქმნის Weekend Max Mara-სადა Giuliva Heritage-ს შორის ჰარმონიულ ერთობას.


“Fine Settimana”-ში ერთმანეთს ენაცვლება მკაცრი, მამაკაცური სილუეტები და ფემინური დეტალები- გრძელი, ნაკეცებიანი ქვედაბოლოები, აბრეშუმის ნაზი, ბაფთით გაფორმებულიპერანგები, ფართო შარვლები, ქაშმირისა თუ აბრეშუმის ქსოვილებთან იდელურ ჰარმონიაში მყოფი მოჰერის და შალის  ფემინური კაბები.


ერთბორტიან და სამღილიან პიჯაკებში, რომლის ერთი ღილიც შემობრუნებულია და განგებ არ იკვრება,  განსაკუთრებულად იგრძნობა ნეაპოლიტანური სამკერვალო ტრადიციებისგავლენა და ეს ერთგვარი პატივისცემაა იმ ძველი ტრადიციის მიმართ, რომლის მიხედვითაც ღილების ასეთი განლაგება საზოგადოებას საშუალებას აძლევდა ამოეცნოთ ის ოსტატი, ვინც კონკრეტულ სამოსს ქმნიდა.


კოლექციის მთავარი ღირებულება მისი ხარიხი და გამძლეობაა. თითოეულ სამოსში გამოყენებულია პრემიუმ ხარისხის მატერიები- ერთი ფერის, ზოლებიანი და შოტლანდიურიპატერნებით გაფორმებული თხელი და სქელი შალი, აბრეშუმი, ჯინსი, ტყავი, კორდუროი, პოპლინი თუ ბამბა. რაც შეეხება ფერთა პალიტრას, “Fine Settimana”-ში მკაფიოდ იგრძნობაბუნებით შთაგონებული ტონები- ნაცრისფერი, ცისფერი, მიწისფერი, ღვინისფერი, იისფერი და ა.შ.


დაბოლოს, კოლექციას ასრულებს დეტალები, რომლებიც სულყოფილ ლუქს ქმნიან. განახლებული “Pasticcino” ჩანთა- შთაგონებულია კლასიკური, ექიმების ჩანთის დიზაინით, დამზადებულია ტყავის ქსოვილისგან, რომელსაც გარს ეკვრის რბილი მატერია და ტყავის, მაღალი ჩექმა, რომლის დიზაინის ინსპირაცია ჯირითისთვის და მხედრებისთვისგანკუთვლინი სტილიდან მოდის- ეს დეტალები ხაზს უსვამენ კოლექციის ხასიათს, თავისუფალ, მაგრამ დახვეწილ ესთეტიკას, რომელიც აერთიანებს ძალასა და ელეგანტურობას.


Tags: Giuliva HeritageWeekend Max Maraახალი კოლექცია
წინა პოსტი

Untamed Heroine: Max Mara-ს 2025 წლის შემოდგმა/ზამთრის კოლექცია

შემდეგი პოსტი

Pillbox Hat- შემოდგომა/ზამთრის სეზონის მთავარი აქსესუარი

შემდეგი პოსტი
Pillbox Hat- შემოდგომა/ზამთრის სეზონის მთავარი აქსესუარი

Pillbox Hat- შემოდგომა/ზამთრის სეზონის მთავარი აქსესუარი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN