N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

რა აცვიათ ფეხბურთელებს მოედანს მიღმა: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული სტილი

ივნისი 22, 2026
A A
რა აცვიათ ფეხბურთელებს მოედანს მიღმა: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული სტილი
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის სამყარო უკვე დიდი ხანია გასცდა ტრადიციულ ჩვენებებს და ლამაზი შენობების პოდიუმებს. ის ინტეგრირდა ყველა სფეროში, მათ შორის სპორტშიც. მოდის ინდუსტრიის და სპორტის კავშირი ყველაზე მკაფიოდ ფორმულა 1-ის რბოლებზე გამოიკვეთა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე წელს ეს კავშირი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა- სხვადასხვა სახელმწიოფოს გუნდების გამოჩენა აეროპორტის ასაფრენ ბილიკებსა თუ მატჩისწინა შეხვედრებზე მაღალი მოდის ჩვენებას დაემსგავსა და ცხადია, მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ცნობილმა მოდის სახლებმა ფეხბურთელების სამოსი გეომეტრიული სიზუსტით, ფუნქციური ქსოვილებითა და საინტერესო სილუეტებით შექმნეს, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სამოსს იდეალურად შეუძლია ხასიათის, შინაგანი ენერგეტიკის თუ განწყობის გამოხატვა.


გერმანია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გერმანიის ნაკრებმა არჩევანი ბრენდ Marc O’Polo-ზე შეაჩერა და აუდიტორიის წინაშე ყოველდღიური, მარტივი სტილით წარსდგა: განიერი ბომბერები, კლასიკური პოლო მაისურები და თავისუფალი შარვლები. აღსანშნავია, რომ ქურთუკებზე საფეხბურთო ნაკრების გერბი იყო ამოქარგული, ხოლო ფეხბურთელების სტილს Rimowa-ს ჩემოდნები ამშვენებდა.


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა კონგოს ნაკრები, რომელმაც არჩევანი JMAKXParis-ის მკაცრი თარგის კლასიკურ კოსტიუმებზე შეაჩერა. დიზიანის მთავარი აქცენტი და სახელმწიფოს კულტურული დეტალი ლეოპარდის პრინტის ქამარ-მოსასხამები იყო. ჩანთების შემთხვევაშიც არჩევანი ლეოპარდის პრინტზე გაკეთდა, რაც ბრენდის ჩანაფიქრით ძალის და გამძლეობის ერთგვარ ასოციაციას ქმნიდა.


ესპანეთი

ესპანეთის ნაკრების სტილზე Loewe-მ იზრუნა. დიზაინში ცალსახად დომინირებდა თავისუფალი და განიერი სილუეტები. ფერთა პალიტრაში ჩვენ ვნახეთ განსახვავებული ტონალობები. ფეხბურთელების ნაწილმა წითელი მაისური მოირგო, ნაწილმა კი- ყვითელი. ქურთუკების და შარვლების შემთხვევაში კი მთავარი ფერები ლურჯი და ხაკისფერი იყო. სტილის საუკეთესო ნაწილს, რა თქმა უნდა, ყავისფერი ლოფერები ქმნიდა.


იაპონია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებმა ორი განსხვავებული სტილი მოირგო. სპორტული ვიზუალი Adidas-მა შექმნა, რომლის ინსპირაციაც 90-იანი წლების რეტო არქივიდან აიღო. ხოლო ოფიციალური შეხვედრებისთვის კლასიკური სამოსის დიზაინზე Dunhill-მა იმუშავა.


საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრებმა სპორტული ფორმები ისეთ აქსესუარებს შეუხამა, როგორებიცაა Hermès-ის (Birkin და Kelly), Chanel-ისა და Louis Vuitton-ის დიდი ზომის ჩანთები. ნაკრების სპორტული ფორმა კი Nike-ისა და Jacquemus-ის კოლაბორაციით შეიქმნა.


შვეიცარია

შვეიცარიის ნაკრებმა არჩევან ე.წ “ქუჩის სტილზე” შეაჩერა, მათ სამოსზე Puma-მ და ამერიკელმა დიზაინერმა, Salehe Bembury-მ იმუშავეს. ფეხბურთელებმა თავისუფალი ჭრის სპორტული ქურთუკები, შარვლები და შორტები მოირგეს- სამოსზე შვეიცარიის ალპების გრაფიკული ილუსტრაციები იყო დაპრინტული.


ხორვატია

ხორვატიის ნაკრების ჩაცმულობაზე ამჯერად ჯანადურმა ბრენდმა, Mackage-მა იზრუნა. სამოსის ძირითადი აქცენტები სახელმწიფოს ეროვნული დროშის ფერები: წითელი, თეთრი და ლურჯი იყო. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად ამ გუნდისთვის შეიქმნა სპორტული ფეხსაცმლის მოდელი „Luka“, რომელიც ლუკა მოდრიჩის სახელს ატარებს.

Tags: მსოფლიო ჩემპიონატირა აცვიათ ფეხბურთელებსფეხბურთი
წინა პოსტი

სტილი, როგორც თვითგამოხატვა – ირმა ჭიკაძის საზაფხულო ესთეტიკა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN