N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

5 იდეალური პროდუქტი ზაფხულის მსუბუქი მაკიაჟისთვის

ივნისი 18, 2026
A A
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზაფხულთან ერთად, რა თქმა უნდა, მაკიაჟის რუტინაც იცვლება. მძიმე ტონალურ კრემებს მსუბუქი, ბუნებრივი ბრწყინვალება და ე.წ “გლოუ” ეფექტი ანაცვლებს. ცხელ დღეებში ჩვენი მთავარი მიზანია კანი თავისუფლად სუნთქავდეს და ამავდროულად იდეალურად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ აუცილებელ პროდუქტებზე, რომლებიც დაგეხმარებათ სრულყოფილი საზაფხულო მაკიაჟის შექმნაში.


ზაფხულში მაღალი დაფარვის მქონე პროდუქტები ხშირად ფორებს ახშობს და დისკომფორტის შეგრძნებას აჩენს, ამიტომ, სეზონის საუკეთესო არჩევანი თხელი, მსუბუქი ბაზაა, რომელიც ტონს ათანაბრებს და კანს მთელი დღის განმავლობაში ტენიანობას უნარჩუნებს. მაგალითად, Chanel Les Beiges Water-Fresh Tint ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ამ სეზონზე. მსუბუქი, საშუალო დაფარვის გელ-ტექსტურის მქონე ინოვაციური პროდუქტი პიგმენტური მიკრო-წვეთებით ჯანსაღ ბრწყინვალებას ანიჭებს კანს. პროდუქტი 75% წყლისგან შედგება და დაფუძნებულია MicroFluidic ტექნოლოგიაზე, რაც მომენტალურად აგრილებს და 8 საათამდე ატენიანებს კანს.


ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბრონზერი ზაფხულის მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, რადგან ის სახის ნაკვთებს იდეალურად გამოკვეთს. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე უპირატესობა თხევად ან კრემოვან ფორმულებს აქვს, რადგან ისინი ბუნებრივად ერწყმიან კანს და არ ტოვებენ ხელოვნურ კვალს. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ Rare Beauty Soft Pinch Liquid Contour Stick Bronzer, რომელიც ყველასთვის საყვარელი თხევადი ფორმულით არის შთაგონებული და იდეალურად ქმნის ბუნებრივ ჩრდილებს, რაც სახის ნაკვთებს უფრო გამოკვეთილ, ნატურალურ იერსახეს ანიჭებს.


ზაფხულის მზის სხივებზე კანის სიბრჭყვიალე კიდევ უფრო განსაკუთრებულ შარმს მატებს ნებისმიერ ლუქს. ჰაილაითერი სახის მაღალ წერტილებზე: ყვრიმალებზე, ცხვირის წვერსა და წარბის ძვალზე, კანის მომენტალური გამოცოცხლების საუკეთესო საშუალებაა. ამ ეფექტისთვის იდეალურ შედეგს გვაძლეს Charlotte Tilbury Hollywood Beauty Light Wand Spotlight. ეს თხევადი ჰაილაითერი კანს ანიჭებს რბილ, სანთლის შუქისებრ ნათებას და ქმნის იდელურ ეფექტს.


არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ მძიმე ტუჩსაცხები ზაფხულში ნაკლებად აქტუალურია, რადგან მბზინავი, სველი ეფექტის მქონე ტუჩების გარეშე ეს სეზონი უბრალოდ წარმოუდგენელია. გლოსი ტუჩებს ვიზუალურად უფრო მოცულობითს, ნოტიოსა და მიმზიდველს ხდის, რაც ზაფხულის ესთეტიკას მართლაც რომ განსაკუთრებულად უხდება. საბედნიეროა ის ფაქტი რომ 2026 წლის ზაფხულისთვის Chanel-მა იდეალური პროდუქტი შემოგვთვაზა- Chanel Rouge Coco Gloss- დამატენიანებელი ტუჩის გლოსი, რომელიც მომენტალურად დნება ტუჩებზე და მათ თვალისმომჭრელ მბზინვარებას ანიჭებს. მისი არაწებოვანი გელ-ტექსტურა უზრუნველყოფს ხანგრძლივ ჰიდრატაციას და იდეალურ შედეგს. ეს ახალი ხაზი 18 ტონს აერთიანებს, რაც იდეალური ალტერნატივაა მრავალფეროვანი იმიჯისთვის.


ზაფხული რომ რუჯის სეზონია ამაზე ყველა ვთანხმდებით. ვარდისფრად ან ატმისფრად შეფერილი ლოყები კი განსაკუთრებულად უხდება გარუჯულ კანს. Rhode-ის Pocket Blush Buildable Hydrating Cream Blush საუკეთესო არჩევანია ბუნებრივი ეფექტისთვის,რომლის მსუბუქი კრემოვანი ფორმულა ინტენსიურად ატენიანებს კანს, ტოვებს აბრეშუმისებრ, იდეალურ ვარდისფერ ფერს ყოველგვარი ცხიმოვანი შეგრძნების გარეშე და რაც ყველაზე მთავარია, მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება პირვანდელი ეფექტით.

Tags: ზაფხულის მაკიაჟიმაკიაჟის პროდუქტებისაუკეთესო მაკიაჟი
წინა პოსტი

ზაფხულის სადღესასწაულო საღამოები და სეზონის მთავარი ტენდენციები სტუმრებისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN