N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ელზა სკიაპარელის ვიზუალური ენა 21-ე საუკუნეში და დენიელ როუზბერის შემოქმედებითი ოაზისი

ივნისი 5, 2026
A A
ელზა სკიაპარელის ვიზუალური ენა 21-ე საუკუნეში და დენიელ როუზბერის შემოქმედებითი ოაზისი
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ელზა სკიაპარელი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყელაზე მემბოხე დიზაინერად ითვლება, რომელმაც მოდის სამყაროსა და სიურეალიზმს შორის კავშირი ალბათ ყველაზე მკაფიოდ დაგვანახა. სკიაპარელი სალვადორ დალის ახლო მეგობარი იყო და ეს ცალსახად აისახა მის შემოქმედებაზე, რომელშიც ერთდროულად იგრძნობოდა იუმორი და დრამატიზმი თუ მკაცრი სკულპტულური სილუეტები და სიმსუბუქე.



სწორედ ამ უნიკალური შემოქმედებით ფილოსოფიის გაცოცხლება დაისახა მიზნად მოდის სახლის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირქტორმა დენიელ როუზბერიმ, რომელიც ბრენდს სათავეში 2019 წლიდან ჩაუდგა და Schiaparelli-ს ასე ვთქვათ ახალი სიცოცხლე აჩუქა. როუზბერი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას არ სურდა ელზას მემკვიდრეობის კოპირება, მას უბრალოდ უნოდა ეფიქრა ისე, როგორც ფიქრობდა ელზა სკიაპარაელი და ალბათ ყველა თქვენგანი დაგვეთანხმებით, რომ დიზაინერმა ამ ურთულეს მისიას მართლაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი.



მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში არქივის გაცოცხლება არც თუ ისე ახალი ფენომენია და მას ყველგან ვხვდებით, აღსანიშნავია, რომ როუზბერმა ამ ფენომენს სრულიად სხვა დატვირთვა მიანიჭა, მან თავი აარიდა ძველი ხელწერის უსულო, მექანიკური რეპროდუცირებას და ელზა სკიაპარელის ვიზუალური კოდები იდეალურად მოარგო 21-ე საუკუნის თამამ კონტექსტს. დიზაინერმა მუშაობის პირველივე წუთას გააცნობიერა ელზას მთავარი ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც Schiaparelli მუდამ იყო იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ლამაზი კაბა- ის იყო განაცხადი, რომელიც ადამიანებს აიძულებდა შეჩერებულიყვნენ და ყურადღება მიექციათ, გაოცებულიყვნენ ან თუნდაც ეკამათათ მასზე.



ელზა სკიაპარელის ვიზუალური ხედვის გაცოცხლება ყველაზე მკაფიოდ როუზბერის მიერ შექმნილს ფორმებში, სილუეტებსა და ფერთა პალიტრაში გამოიხატა. დიზაინერის ყოველი ჩვენება სკულპტურულ საგამოფენო სივრცეს ემსგავსება, სადაც სამოსი ხშირ შემთხვევაში იდეალურად ერწყმის ანატომიურ ხელოვნებას. ადამიანის სხელულის ნაწილების იმიტაციები, მასიური აქსესუარები, მეტალის დეტალები, არქიდექტურული ფორმები, მჭიდრო კორსეტები, ჰაეროვანი ქსოვილების და სკულპტურული სილუეტების იდეალური სინთეზი, ერთდროულად მონოქრომული და კონტრასტული ფერთა პალიტრა- ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რითაც დანიელ როუზბერი ყოველ ჯერზე აცოცხლებს ელზა სკიაპარელს.



საბოლოო ჯამში კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენს თანამედროვეობაში, სადაც ყველაფერს ბიზნესის ხედვა, ან თუნდაც სოციალური მედია მართავს, დენიელ როუზბერის შემოქმედება ხელოვნების იშვიათ ოაზისად გვევლინება და ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ წარსულის პატივისცემა სულაც არ ნიშნავს კოპირებას, პირიქით ეს ნიშნავს იგივე გამბედაობით, იგივე ხედვით და იგივე შემართებით რაღაც ახლის შექმნას.


Tags: schiaparelliდენიელ როუზბერიელზა სკიაპარელი
წინა პოსტი

ფორმა, ტრანსფორმაცია და თავისუფლება: ინტერვიუ Éthéré Accessoires-ს დამფუძნებელ გვანცა თუთბერიძესთან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN