გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ყოველთვის ასოცირდება განახლებასთან და ცხადია ეს ვრცელდება თავის მოვლის რუტინაზეც. მზიანი დღეების მოსვლასთან ერთად, უფრო აქტუალური ხდება მსუბუქი, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტები, რომლებიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ინტენსიურად ატენიანებს. სწორედ ამ ფილოსოფიას ემყარება ფრანგული ბრენდი – Yves Rocher, რომელიც უკვე ათწლეულებია ბუნებრივ ინგრედიენტებს სილამაზის ფორმულად გარდაქმნის და მომხმარებელს მცენარეული კოსმეტიკის საუკეთესო არჩევანს სთავაზობს სახის, ტანის და თმის მოვლისთვის.

ჩვენი მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს- Yves Rocher-ის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს სააფთიაქო ქსელში. ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს, რადგან საყვარელი პროდუქტების შეძენა ახლა უკვე იმ ლოკაციებზეა შესაძლებელი, რომლებსაც ყოველდღიურად ვსტუმრობთ. გარდა ტერიტორიული ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ PSP მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის შოპინგის პროცესს.

ბრენდი 1965 წელს დაარსდა Yves Rocher- ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბოტანიკური კოსმეტიკის ინოვაციური იდეა მსოფლიო ბაზარზე შემოიტანა. დღევანდელი მოცემულობით, ბრენდი თავად ფლობს მცენარეულ პლანტაციებს, ეს კი საშუალებას იძლევა წარმოების პროცესი სრულიად გაკონტროლდეს- მცენარის თესლიდან საბოლოო პროდუქტამდე. სწორედ ბუნებისა და მეცნიერების ერთიანობა ხდის YVES ROCHER-ის ფორმულებს განსაკუთრებულს, რადგან თითოეულ პროდუქტში მაქსიმალურად შენარჩუნებულია მცენარეების სასარგებლო თვისებები, რაც თავის მხრივ განაპირობებს კანის თუ თმის სიჯანსაღეს და სილამაზეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის თითოეული პროდუქტი თვისი უნიკალური თვისებებით და შემადგენლობით გამოირჩევა, გვსურს ავღნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონის აღმოჩენა Glow Energy-ის ხაზია, რომელიც კანს ძალიან მოკლე დროში ანიჭებს ბუნებრივ ბრწყინვალებას. რუტინაში შემავალი შრატი და სახის კრემი მომენტალურად ატენიანებს კანს და მას უფრო ჯანსაღ იერს სძენს, მათი რეგულარული გამოყენებით კი სახის კანს მეტი სიჯანსაღე და სიგლუვე ემატება. Glow Energy-ის ხაზის პილინგ-ნიღაბი კი სულ რაღაც 10 წუთში აცოცხლებს და ასუფთავებს სახეს.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ რომ გაზაფხული-ზაფხულის რუტინის შედგენა ახლა ბევრად უფრო მარტივი და სასიამოვნოა, რადგან Yves Rocher–ისა და PSP-ს პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, ფრანგული ხარისხი და ბუნებრივი ინგრედიენტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ, ასე რომ თუ თქვენი თავის მივლის რუტინის განახლებას გეგმავთ, აუცლებლად ეწვიეთ PSP უახლოეს ფილიალს ან ონლაინ შოპს და აღმოაჩინეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია განსაკუთრებული შეთავაზებებით.

