საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად აკნე მხოლოდ გარდამტეხი ასაკისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა თუ სიტუაციას რეალურად შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ ეს უბრალოდ მითია და სინამდვილეში აკნემ შესაძლოა თავი იჩინოს ზრდასრულ ასაკშიც. ამის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ჰორმონალური დისბალანსი, ქრონიკული სტრესი და გარემოფაქტორებია, რომლებიც ააქტიურებენ ცხიმოვან ჯირკვლებს, რის შედეგადაც ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებთან ერთად ფორებს ახშობს და კანზე ანთებითი პროცესი წარმოიქმნება. თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად მიმართავს ისეთი პროდუქტების წარმოებას, რომელიც კანის ბარიერს ბუნებრივად იცავს და მკურნალობის პროცესიც მიზანმიმართულად წარიმართება. სწორედ ამ ფილოსოფიაზე დგას Caudalie-ს Vinopure ხაზი.

Vinopure ხაზის განსაკუთრებული ეფექტურობა მისი უნიკალური ფორმულით განისაზღვრება, რომელიც აერთიანებს ყურძნის პოლიფენოლებს – უძლიერეს ანტიოქსიდანტებს (არეგულირებენ ცხიმის სინთეზს), ექვსი ეთერზეთის ანტიბაქტერიულ კოქტეილს და ნატურალურ სალიცილის მჟავას. ეს კომპლექსური მიდგომა კი საშუალებას იძლევა კანმა მიიღოს საჭირო შედეგი ისე, რომ არ დაირღვეს მისი ტენიანობის ბალანსი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზრდასრულ ასაკში კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად.
1. გამწმენდი გელი
სახის კანის მოვლის პირველი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი გამწმენდი გელია, რომელიც შექმნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. მისი უნიკალური ფორმულა და ნაზი ტექსტურა ეფექტურად ასუფთავებს ფორებს და ამცირებს შავ წერტილებს. გელის შემადგენლობაში შემავალი სალიცილის მჟავა კი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას.

2. გამწმენდი ტონერი
დაბანის შემდეგ ყველაზე მნშვნელოვანი ეტაპი კანის PH ბალანსის აღდგენაა და სწორედ ამას უზრუნველყოფს ყურძნის წყლის ტონერი, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს, საპონს ან პარაბენებს და ხასიათდება არაკომადოგენური თვისებებით. ტონერი ხელს უწყობს სახის კანის დატენიანებას და დამშვიდებას. პროდუქტში შემავალი სალიცილის მჟავა და ორგანული ეთერზეთები ავიწროებს ფორებს და ხელს უწყობს ანტიბაქტერიულ მოქმედებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტონერი კანს ამზადებს შემდგომი, უფრო ინტენსიური ეტაპებისთვის.

3. სახის შრატი
რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტიური ნაწილი სახის შრატია, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ ანთებითი უბნების სამკურნალოდ და წარმოადგენს მთელი ხაზის მთავარ მამოძრავებელ ძალას. პროდუქტის განსაკუთრებულობა მის დაპატენტებულ Poly + 6 ფორმულაშია, რომელიც ყურძნის წიპწის უძლიერეს ანტიოქსიდანტებსა და 6 სახეობის ორგანულ ეთერზეთს აერთიანებს. ეს უნიკალური ფორმულა პასუხისმგებელია ანთებითი კერების ჩაქრობასა და შავი წერტილების სამუდამოდ გაქრობაზე. შრატის ეფექტურობას კიდევ უფრო აძლიერებს მასში შემავალი ნიაცინამიდი, რომელიც ავიწროებს ფორებს, ნატურალური სალიცილის მჟავა, რომელიც ღრმად წმენდს კანს და ჰიალურონის მჟავა, რომელიც საჭირო ტენიანობას ინარჩუნებს. 97% ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი შრატი, ორგანული ვარდის წყალთან ერთად, აკონტროლებს ცხიმის გამოყოფას და კანს ჯანსაღ, ერთგვაროვან ფერს ანიჭებს. პროდუქტი არა მხოლოდ მკურნალობს არსებულ გამონაყარს, არამედ საგრძნობლად აუმჯობესებს კანის რელიეფს, რაც მას ყოველდღიური მოვლის შეუცვლელ ელემენტად აქცევს.

4. ფლუიდი მატირების ეფექტით
კანის დატენიანებისთვის Caudalie გვთავაზობს ფლუიდს მატირების ეფექტით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელი სიპრიალის და ბზინვარების გაქრობას. მცენარეული სკალანი და სილიციუმის ფხვნილი კანს ხავერდოვან ტექსტურას ანიჭებენ, ხოლო ყურძნის პოლიფენოლები იცავენ მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ფლუიდის მსუბუქი და სასიამოვნო ტექსტურა მარტივად ნაწილდება და შეიწოვება, რა მას განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის.

5. Salicylic Spot Solution
ლოკალური პრობლემების მყისიერი მოგვარებისთვის ბრენდი წარმოგვიდგენს Salicylic Spot Solution-ს, რომელიც დაიტანება პირდაპირ გამონაყარზე. მასში შემავალი ნიაცინამიდიი და ჩაის ხის ეთერზეთი უსწრაფესად ამშვიდებს კანს და აქრობს სიწითლეს, ხოლო ნეიტრალური ღია მწვანე ელფერი მყისიერად ებრძვის და ნიღბავს ანთებით პროცესს. პროდუქტი იდეალურია მაკიაჟის ქვეშ გამოსაყენებლად, რადგან ის განაპირობებს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას.

Caudalie Vinopure-ის ხაზი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აკნესთან ბრძოლა კანის გამოშრობის გარეშე სურს. რუტინის ყოველი საფეხური მნშვნელოვანია და მარტივად რომ ვთქვათ ერთ მთლიანობაში ქმნის სასურველ ეფექტს. სწორედ ამიტომ, იჩქარეთ და აღმოაჩინეთ Caudalie Vinopure-ის ხაზი PSP-ს სააფთიაქო ქსელში.
