N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

როგორ ცვლის Paragraph-ი თბილისის LUXURY ლანდშაფტს

მარტი 2, 2026
A A
როგორ ცვლის Paragraph-ი თბილისის LUXURY ლანდშაფტს
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თბილისში LUXURY მასპინძლობის ახალი ერა დაიწყო მას შემდეგ, რაც Paragraph-მა ორი სასტუმრო გახსნა – Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel და Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection. მათ შორის არსებული უწყვეტი კავშირის მიუხედავად – რაც, უპირველესად, მომსახურების მაღალ ხარისხს გულისხმობს – სასტუმროებს შორის მაინც მკვეთრი განსხვავებაა: ისინი სტუმრებს სხვადასხვა გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სთავაზობენ.


PARAGRAPH FREEDOM SQUARE, LUXURY COLLECTION HOTEL

Paragraph Freedom Square ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც კომფორტს, ესთეტიკურ გარემოსა და დახვეწილ ინტერიერს ანიჭებს უპირატესობას. Luxury Collection Hotel-ი გრანდიოზული არქიტექტურულ დიზაინს, განსაკუთრებულ ხედებს, კეთილმოწყობილ ნომრებს, მაღალი დონის კვების ობიექტებსა და მდიდრულ სპა ცენტრს გთავაზობთ. ყოველივე ეს კი თქვენს დასვენებას შთამბეჭდავ გამოცდილებად აქცევს.


გემოებისა და ხედების სინერგია – გასტრონომია, როგორც თავგადასავალი

სასტუმრო გურმანებს ბარ-რესტორნების ფართო არჩევანს სთავაზობს. ხუთი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი და ბარი მათ გასტრონომიულ თავგადასავალს ჰპირდება. კვების ობიექტების კონცეფციის ავტორი და მენიუს შემქმნელია სტეფან გორტინა, ჯილდოს მფლობელი შეფმზარეული. მაგალითად, Ostigan Grill-ი წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამზარეულოს, სადაც აქცენტი კეთდება სეზონურ ინგრედიენტებზე, ხოლო Gulama გთავაზობთ შვედურ მაგიდას გემრიელი და მრავალფეროვანი საუზმისთვის. ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებულ Talani Lobby Bar-ში ყავით, ჩაით და ადგილზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმით გაგიმასპინძლდებიან.


სასტუმროს მეცხრე სართულზე მდებარე Chinari Sky Bar-ში წარმოდგენილია დახვეწილი ღვინოები და კრეატიული კოქტეილები- ქალაქის პანორამული ხედის ფონზე მათი დაგემოვნება და დასვენება პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ხოლო ზაფხულში Eary-ს ღია ტერასა ბრანჩით, მსუბუქი კერძებითა და გამაგრილებებლი სასმელებით ცოცხლდება.


განტვირთვა, როგორც ცხოვრების სტილი

მათთვის, ვისთვისაც განტვირთვა და თავის მოვლა შინაგანი ჰარმონიის მიღწევის გზაა, სასტუმროში განთავსებულია სპა ცენტრი ექვსი ინდივიდუალური სამკურნალო ოთახით, აუზებით, თერმული პროცედურებითა და ფიტნესის უახლესი ცენტრით, რომელიც თავისუფლების მოედან გადაჰყურებს. სტუმრებს შეუძლიათ განიტვირთონ იოგას და პრიმა სტუდიებში, ასევე, კეთილმოწყობილ სარელაქსაციო სივრცეებში.


გამოცდილება, რომელიც მოგზაურობას საზრისს სძენს

მდიდრულად კეთილმოწყობილ სასტუმროში სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებასაც სთავაზობენ, მათ შორის, ქართული ღვინის დეგუსტაციას, კულინარიის პრაქტიკულ მასტერკლასებს და კონსიერჟის მიერ ორგანიზებულ კულისებს მიღმა ტურებს თბილისის საკულტო ოპერის თეატრში. სასტუმროდან ფეხით სავალზეა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა, MoMA თბილისი და თბილისის უძველესი, იუნესკოს მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უბანი. ახლად აშენებული საბაგირო გზა თავისუფლების მოედანს პირდაპირ აკავშირებს თაბორის მთასთან და Paragraph Golf & Spa Tabori-სთან, შესაბამისად, ტყის ბილიკებამდე, საფირმო გოლფის მოედნამდე და ბორცვზე მდებარე ველნეს სივრცემდე სასტუმროდან სულ რამდენიმე წუთში მიხვალთ.


PARAGRAPH GOLF & SPA TABORI, AUTOGRAPH COLLECTION

თაბორის მთაზე, თბილისისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის პანორამული ხედების ფონზე აღმართული Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection არის ადგილი, სადაც თანამედროვე დიზაინი ხელშეუხებელ ბუნებას ხვდება.
Dephani AD-ის მიერ შექმნილი შენობის თამამი არქიტექტურული მონახაზი ჰარმონიულად ეხმიანება მთის კონტურებს, ხოლო HAT Design Paris-ს ინტერიერში თანამედროვე ელეგანტურობა ქართულ ბოტანიკურ მოტივებს ერწყმის. ეს ქმნის სივრცეს, რომელიც ერთდროულად იდეალურად ამაღლებული და ავთენტურ გარემოში ღრმად ფესვგადგმულია.


შუქის, ბუნებისა და უნიკალური დიზაინის შერწყმა

სასტუმროში 177 ოთახი და ლუქსია, თითოეული ნომრის ინტერიერი იატაკიდან ჭერამდე ფანჯრების წყალობით ბუნებრივი სინათლით ივსება. შენობას განსაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს მიწის ტონები და შრეებიანი ტექსტურები. სასტუმროს ნომრების კერძო აივნებიდან კი ჰარმონიულად განფენილი გოლფის მოედნები და ქალაქის წარმტაცი ხედები მოჩანს. ინტერიერის ყოველი შტრიხი – დახვეწილი კეთილმოწყობიდან ბუნებით შთაგონებულ ხელოვნების ნიმუშებამდე – ზუსტად გამოხატავს Autograph Collection-ის ფილოსოფიას: იყოს უნიკალური, გამორჩეული, განუმეორებელი და მართლაც „ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა არაფერი“ (Exactly Like Nothing Else).


გემოებით მოყოლილი ამბავი

სასტუმროს კულინარიული კონცეფცია სტუმრებს მრავალშრიან, გემოებით დახუნძლულ მოგზაურობას სთავაზობს: Daphion-ი, საფირმო გრილ-რესტორანი, საერთაშორისო სამზარეულოს ადგილობრივი აქცენტებით ახალისებს და გრილზე მომზადებული კერძების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. Mariali ხმელთაშუა ზღვის დახვეწილი გემოების ზეიმს ქმნის, იტალიის კულინარიულ სულსა და ტრადიციას თბილისში აცოცლებს. სასტუმროს გულში მდებარე Nama Lobby Lounge-ი საფირმო ყავას, სპეციალურად შერჩეულ ჩაის და მსუბუქ წასახემსებლებს სთავაზობს სტუმრებს. Mulligan Golf Bar-ში კი, გოლფის თამაშის შემდეგ, მსუბუქი კერძების არჩევანი და გამაგრილებელი სასმელები გელოდებათ.


სიმშვიდის არქიტექტურა – ჰოლისტიკური ველნესი ბუნების რიტმში

ველნესი, როგორც ფილოსოფია, ხელახლა გაიაზრეს ამ სიმშვიდით სავსე ნავსაყუდელში. ენდემური მცენარეების სამკურნალო თვისებებით შთაგონებული სპა სტუმარს რელაქსაციისა და საკუთარი სხეულის შეცნობის სიღრმისეულ გამოცდილებას სთავაზობს. საერთაშორისო სპა ბრენდების მიერ შემუშავებული რიტუალები ჰოლისტიკური გაახალგაზრდავების გარანტიაა, ხოლო თანამედროვე ფიტნესცენტრი, ჩოგბურთის კორტები და პირდაპირი ხელმისაწვდომი, ჩემპიონატის სტილის ცხრაფოსოიანი გოლფის მოედანი დასვენების შეგრძნებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და მასშტაბურს ხდის. აქვე სტუმრებს შეუძლიათ ისეირნონ ეროვნული ბოტანიკური ბაღის გამწვანებულ ბილიკებზე.


ბიზნესი შთაგონების ფონზე

Paragraph Golf & Spa Tabori იდეალური, დახვეწილი სივრცეა ნებისმიერი სახის ღონისძიებისა თუ კორპორატიული შეხვედრებისთვის. მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზები პანორამულ ხედებსა და უახლეს ტექნოლოგიებს აერთიანებს, რაც მათ იდეალურს ხდის კონფერენციების, სემინარების, მიღებებისა და კერძო ზეიმებისთვის. სასტუმრო რომელიც ერთდროულად პროდუქტიულობისა და ინსპირაციისთვის არის შექმნილი, ახლებურად წარმოაჩენს თანამედროვე საქმიან შეხვედრებს.

Paragraph Golf & Spa Tabori Autograph Collection- დანიშნულების ადგილი გამორჩეული არქიტექტურით, უმაღლესი დონის კეთილმოწყობითა და მულტისენსორული ველნეს კონცეფციით, ბუნების, კულტურული იდენტობისა და შინაგანი სიმშვიდის უნიკალურ სინთეზს ქმნის.

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე

Tags: Paragraph Freedom Squareგოლფის მოედანიპარაგრაფისად დავისვენო
წინა პოსტი

ინდივიდუალური ხედვის ესთეტიკა: ფოტოგრაფიის სამყარო შოთა გოთოშიას ობიექტივიდან

შემდეგი პოსტი

მილანისა და ლონდონის მოდის კვირეულების კულისები- ინტერვიუ გიორგი იაშვილთან 

შემდეგი პოსტი
მილანისა და ლონდონის მოდის კვირეულების კულისები- ინტერვიუ გიორგი იაშვილთან 

მილანისა და ლონდონის მოდის კვირეულების კულისები- ინტერვიუ გიორგი იაშვილთან 

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN