N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სტუმრად გიორგი იაშვილთან- Callum Mullin-ის ქართული თავგადასავალი

იანვარი 17, 2026
A A
სტუმრად გიორგი იაშვილთან- Callum Mullin-ის ქართული თავგადასავალი
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ავტო-ჟურნალისტი და მსოფლიოში აღიარებული მოდელი Callum Mullin, რომელიც მსოფლიომ „დიორთან“, „პორშესთან“ და სხვა საერთაშოისო ბრენდებთან თანამშრომლობით გაიცნო, საქართველოს ესტუმრა. კალუმი იმ თანამედროვე არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კლასიკურ ესთეტიკასა და ტექნიკურ პროგრესს შორის იდეალურ ბალანსს პოულობენ. სწორედ ამიტომ, მისი ვიზიტი საქართველოში არ ყოფილა მხოლოდ რიგითი ტურისტული მარშრუტი – ეს იყო მცდელობა, საკუთარი თვალით ენახა ქვეყანა, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ენერგია ერთმანეთს ასე ორგანულად ერწყმის.


კალუმი გიორგი იაშვილის პოდკასტის, UNFILTERED-ის რესპოდენტის ამპლუაში ესტუმრა, სადაც საკუთარი ქართული ვოიაჟის შესახებ გულახდილად, ზედმეტი ფილტრების გარეშე ისაუბრა და მსმენელს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

პოდკასტში საუბარი შეეხო ყველაფერს: დაწყებული მისი კარიერული ტრანსფორმაციიდან, დამთავრებული პირველი ავტომობილის ნოსტალგიით. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც მისი „ქართული თავგადასავალი“ აღმოჩნდა.


მიუხედავად იმისა, რომ კალუმი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ხშირი სტუმარია, ქართულმა გასტრონომიამ მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და აღნიშნა, რომ ტრადიციული სამზარეულოდან განსაკუთრებით მოეწონა “ხინკალი”.

Callum Mullin: „ჩემი ფავორიტი იყო ხინკალი – ხორციანი, ძმრიანი და ძალიან ნივრიანი. თუმცა, მისი ჭამის მეთოდი ნაკლებად გლამურულია. აქ მითხრეს, რომ ხინკალი აუცილებლად ხელით უნდა მივირთვა წვენთან ერთად და მისი ჭამა დანა-ჩანგლით უპატივცემულობად ითვლება.“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Iashvili (@george.iashvili)

როგორც დეტალებზე ორიენტირებულმა არტისტმა, კალუმმა განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინის ისტორიას დაუთმო.

Callum Mullin: „აი, რა უნდა იცოდეთ ქართული ღვინის შესახებ – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, სადაც ღვინო შეიქმნა. თავდაპირველად მას ცხოველის ტყავისგან დამზადებულ ჭურჭელში ინახავდნენ. მოგვიანებით კი, ერთმა დიდებულმა პიროვნებამ, რომლის მამულსაც ჩვენ ვესტუმრეთ, ღვინის ბოთლში ჩამოსხმის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.“

კალუმმა პოდკასტში აღიარა, რომ მუდმივი გადაფრენები და გადატვირთული გრაფიკი დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ წელს პრიორიტეტების შეცვლას გეგმავს.

Callum Mullin: „უნდა შევამცირო მოგზაურობა, რადგან ეს უკვე დამღლელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გზაში ვიყავი. რაც შეეხება დასვენებას – ადამიანი მილიონში ერთხელ მაინც უნდა შეხვდეს დღესასწაულებს, მე კი ეს აქამდე არ მქონია. ასევე იგეგმება ახალი პროექტები, რომლებიც ჩემგან დიდ კრეატიულ ჩართულობას მოითხოვს.“


ინტერვიუში კალუმმა აღნიშნა, რომ საქართველომ მასზე ბევრად უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე უბრალოდ ლამაზმა ლოკაციებმა. მან ქართული სიტყვების გამოთქმაშიც სცადა ბედი და გიორგი იაშვილს სიცილით დაუდასტურა, რომ „მადლობა“ უკვე მისი ლექსიკონის ნაწილია. მისი სტუმრობა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო თავისი ავთენტურობითა და სტუმართმასპინძლობით მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ წერტილად იქცა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Cavea+ (@caveaplus)

როგორც პოდკასტის წამყვანი, გიორგი იაშვილი აღნიშნავს ეს ეპიზოდი დიდი სამომავლო გეგმების მნიშვნელოვანი საწყისია.

გიორგი იაშვილი: „კალუმის ჩამოყვანაში პორშე და სილქ ჰოსფითალითი დამეხმარა. ამ ყველაფრით ჩემი გადაცემის ახალი – გლობალური ეტაპი იწყება. სხვა პოდკასტებისგან განსხვავებით, ჩვენ მაყურებელს შევთავაზებთ მსოფლიო მასშტაბის სტუმრებს, სიუჟეტებს გლობალური ღონისძიებებიდან და ბევრ სიურპრიზს. რაც მთავარია, ქართულ ხმასა და ტრადიციებს მსოფლიო აუდიტორიას გავაცნობთ.“

Tags: Callum Mullinგიორგი იაშვილის პოდკასტიკალუმ მულინი
წინა პოსტი

ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოება: გამორჩეული ლუქები წითელი ხალიჩიდან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN