N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

სტილის გზამკვლევი 2026 წლის სათხილამურო სეზონისთვის

დეკემბერი 27, 2025
A A
სტილის გზამკვლევი 2026 წლის სათხილამურო სეზონისთვის
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

რასთან ასოცირდება თქვენთვის ზამთარი? – ალბათ, ნაწილი გვეტყვით რომ ეს სიცივეა, თუმცა სინამდვილეში სწორედ ამ სიცივეშია სეზონის ხიბლი. თოვლი, მთის ჰაერი და თხილამურები- დიახ, ზამთარი არის პერიოდი, რომელშიც ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ თავისუფლებას და სრიალით გამოწვეულ ადრენალინს. თუმცა გარდა ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ სათხილამურო სეზონს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის სტილი და ამ სტილისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა- ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც 2026 წლის სათხილამურო სეზონისთვის სამოსის შერჩევაში დაგეხმარებათ.


რა თქმა უნდა, ლუქის შერჩევისას მნიშვნელოვანია, ფორმები, ზომები და სხვა დეტალები, თუმცა სათხილამურო სამოსის შემთხვევაში მთავარი აქცენტი ფერებია, მიმდინარე სეზონზე კი ტრენდულია ისეთი ტონები, როგორებიცაა: თეთრი, წითელი, შავი, პასტელური ყვითელი და ყავისფერი.

ტრადიციულად, თეთრი კვლავ ინარჩუნებს ზამთრის ყველაზე ბუნებრივი და შთამბეჭდავი ფერის სტატუსს და 2026 წლის სათხილამურო კოლექციებში ის გვხვდება, როგორც ძირითად ტონად, ასევე სხვადასხვა დეტალებში და აქსესუარებში. თეთრი იდეალურად ერწყმის თოვლიან ლანდშაპტს და ქმნის სიმშვიდის თუ სისუფთავის განცდას. ამიტომ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სპორტულად, თუმცა ამავდროულად დახვეწილად გამოიყურებოდეთ არჩევანი აუცილებლად შეაჩერეთ თეთრ ფერზე.


ჩამონათვალში მეორე ადგილს აუცილებლად დაიკავებს წითელი- 2026 წლის მთავარი ფერი. დაგვეთანხმებით, რომ წითელი გამორჩეული ენერგეტიკის მატარებელია და ასოცირდება შარმთან, მომხიბვლელობასთან თუ სიძლიერესთან. აღნიშნული ტონი სამოსს განსხვავებულ ხასიათს და ძალას მატებს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თავდაჯერებულად და ამავდროულად მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ წითელზე უკეთესი ვარიანტი ნამდვილად არ არსებობს.


გაზაფხული-ზაფხულის მთავარი ტრენდი არც ზამთარში თმობს პოზიციას- პასტელური ყვითელი თოვლის ფონზე განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება და თქვენს ლუქს თანამედროვე და ტრენდულ ხიბლს მატებს. ეს ტონალობა იდელურია მათთვის, ვინც ცდილობს, რომ მის სამოსში მუდამ იკითხებოდეს თანამედროვე ტენდეციები.


ყავისფერის სხვადასხვა ტონალობა სათხილამურო სეზონისთვის ყველაზე პრაქტიკული, თუმცა ელეგანტური არჩევანია. ყავისფერი იდეალურად ერგება, როგორც კლასიკურ ისე თანამედროვე სტილს და ნეიტრალური ხასიათიდან გამომდინარე არაჩვეულებრივად ერწყმის სხვა ფერებს, რის შედეგადაც იქმნება დაბალანსებული სტილი.


დაბოლოს, რა თქმა უნდა, შავი- მუდამ ელეგანტური და აქტუალური, მინიმალისტური, თუმცა ყველაზე თვალშისაცემად დახვეწილი. შავის ყველა ტონალობა საშუალებას გვაძლებს ნებისმიერ სიტუაციაში გამორჩეულად გამოვიყურებოდეთ და, რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება სათხილამურო ლუქებზეც, ამიტომ თუ უპირატესობას მარადიულ ელეგანტურობას ანიჭებთ შავი თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

Tags: ზამთრის სტილირა ჩავიცვასათხილამურო სამოსი
წინა პოსტი

ArtinScent – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე თბილისში

შემდეგი პოსტი

რამა დუვაჯი – ნიუ-იორკის პირველი ლედის სტილი

შემდეგი პოსტი
რამა დუვაჯი – ნიუ-იორკის პირველი ლედის სტილი

რამა დუვაჯი - ნიუ-იორკის პირველი ლედის სტილი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN