N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

BBL – გენური გაახალგაზრდავება – „La Clinique“-ის ესთეტიური სამედიცინო ცენტრის ახალი სტანდარტი

ნოემბერი 4, 2025
A A
BBL – გენური გაახალგაზრდავება – „La Clinique“-ის ესთეტიური სამედიცინო ცენტრის ახალი სტანდარტი
366
გაზიარება
2.8k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელშიც ყოველდღიურად ვხვდებით ახალ ტენდენციებს თუ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ამ სწრაფად ცვალებად დინამიკას მიყვება საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური სამედიცინო ცენტრი- „La Clinique“, სადაც ტრადიციული ესთეტიკური გამოცდილება იდეალურად ერწყმის თანამედროვე ტექნოლოგიებს. სწორედ ამ ტექნოლოგიებს მიეკუთვნებიან ამერიკული ბრენდის Sciton-ის BBL და MOXI -ის ლაზერული აპარატები, რომლებსაც, საქართველოში წარმატებით იყენებს „La Clinique“.


BBL მუშაობს გენურ დონეზე განსხვავებით ტრადიციული IPL სისტემებისგან, უფრო კონკრეტულად კი ამ უნიკალურ სხივს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, შეუძლია მკვდარი უჯრედების გაცოცხლება. სტენფორდის უნივერსიტეტის 10-წლიანმა კვლევა, დაადასტურა, რომ BBL პროცედურები რეალურად ცვლიან კანის უჯრედულ სტრუქტურას და აჩერებენ დაბერების პროცესს გენურ დონეზე.  აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რომ აპარატს გააჩნია სხვადასხვა რეჟიმები, ამიტომ მათი გამოყენების ტექნიკები განსხვავებულ პროტოკოლებს ითვალისწინებს. მაგალითად:
•⁠ ⁠Forever Young ფუნქცია უშუალოდ მიმართულია დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებისკენ,
•⁠ ⁠Forever Clear- აკნეს საწინააღმდეგო პროტოკოლით გამოიყენება
•⁠ ⁠BBL Classic მიმართულია კანის ერთფეროვნებისთვის და გამოიყენება ისეთი დერმატოლოგიური პრობლემების დროს, როგორებიცაა: მელაზმა, პიგმენტაცია, როზაცეა და ა.შ.
•⁠ ⁠Skintyte ფუნქციას ახასიათებს მომენტალური ფოტოშოპის ეფექტი, რომელიც გამოიყენება სახეზე, დეკოლტესა და სხეულის სხვა ზონებზე.
•⁠ ⁠BBL Hero-ს გამოყენება კი რეკომენდებულია მთლიან სხეულზე!



MOXI – ფრაქციული გაახალგაზრდავება- გამოიყენება, როგორც ანტი-ასაკობრივი თერაპიისთვის, ასევე ისეთი დერმატოლოგირი პრობლემების დროს, როგორებიცაა მელაზმი, პოსტ-აკნე ნაწიბურები, პიგმენტაცია, თუ სხვა. Moxi ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც დროთა განმავლობაში აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს. ის მუშაობს ნაოჭების საწინააღმდეგოდ და საპრევენციოდ.



რატომ La Clinique?

გარდა იმისა, რომ BOXI (BBL -ს და MOXI-ს ერთიანი პროტოკოლი) ჰოლივუდში და არა მხოლოდ ჰოლივუდში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, აღსანიშნავია, რომ ლა კლინიკის სპეციალისტები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დერმატოლოგის- პატრიკ ბითერის მასტერკლასებს ესწრებოდნენ, სადაც მის პირად პროტოკოლებს გაეცნენ. საქართველოში ამ პროტოკოლით გადამზადებულ სპეციალისტებს მხოლოდ ლა კლინიკის ესთეტიურ სამედიცინო ცენტრში შეხვდებით.


„La Clinique“-ის გადაწყვეტილება MOXI-სა და BBL-ის არჩევაზე შემთხვევითი არ ყოფილა, ესთეტიური სამედიცინო ცენტრის გუნდი ამ პროექტზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა – საქართველოში ჩამოსულმა საერთაშორისო ექსპერტმა ჩაატარა ბაზრის კვლევა და შეისწავლა რეგიონში ყველაზე გავრცელებული პრობლემები. სწორედ ამის მიხედვით შეირჩა ტექნოლოგია, რომელიც ზუსტად პასუხობს ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ კანის პრობლემებს და საჭიროებებს.


„La Clinique“-ში BBL და MOXI აპარატებით მკურნალობა სრულად კონტროლდება სპეციალისტების მიერ. პროცედურამდე და მის შემდეგაც, პროცესს ზედამხედველობენ მოქმედი დერმატოლოგები, რომლებიც თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად, კანის ტიპისა და არსებული პრობლემის კლასიფიკაციის მიხედვით უგეგმავენ მკურნალების კურსს.

Tags: BBLMOXYკანის მოვლალა კლინიკი
წინა პოსტი

სამეფო ელეგანტურობა და პრაქტიკულობა- ლეტიცია ორტესის სტილი 

შემდეგი პოსტი

ლი რადზივილის სტილი და უსიტყვოდ გადმოცემული შინაგანი ელეგანტურობა

შემდეგი პოსტი
ლი რადზივილის სტილი და უსიტყვოდ გადმოცემული შინაგანი ელეგანტურობა

ლი რადზივილის სტილი და უსიტყვოდ გადმოცემული შინაგანი ელეგანტურობა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN