N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

10 ფილმი ზაფხულის საღამოებისთვის

აგვისტო 16, 2025
A A
10 ფილმი ზაფხულის საღამოებისთვის
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზაფხული არ არის მხოლოდ სეზონი, ის განწყობაა – ზღვისპირა დღეები, დაუგეგმავი თუ დაგეგმილი მოგზაურობები და ის დადებითი შინაგანი განწყობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ.

ეს სეზონი მოგონებებს კინოკადრებად გარდაქმნის, რომელშიც ყველა დღე ნათელი ფერებით და დადებითი განწყობებითაა სავსე. ასეთ ამბებს კი ნამდვილად უხდება ფილმები, რომლებიც მსგავს შეგრძნებებს უფრო მეტად ამძაფრებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ათ ფილმს, რომლებიც ზაფხულის შვებულებას უხდება – კლასიკური რომანტიკით, თავგადასავლით, ან სულაც ჩუმი ემოციური მონოლოგით.


Roman Holiday (1953)

კინოს კლასიკა, სადაც მთავარი გმირი, პრინცესა ანა სამეფო რეგულაციებს რომის ქუჩებში გაურბის და უბრალო ამერიკელ ჟურნალისტთან ერთად ერთ დღეს ატარებს. ეს არის კადრებად მოთხრობილი თავისუფლების სურვილი, რომანტიკა და მომენტები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრდება.


Stand by Me (1986)

ბავშვობის მეგობრობა, ფეხით გასავლელი მანძილი და ზაფხული, როგორც ბავშვობის გარდამტეხი მომენტი. ფილმი ასახავს იმ დროის სიხშირეს, როცა ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა და ყოველი კუთხე მეხსიერების ნაწილი.


Before Sunrise (1995)

ორი უცნობი და ერთი ღამე ვენაში. ფილმი აგებულია დიალოგზე და თავისი ნელი განვითარებით, მაყურებელს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს ინტიმურ, დროებით, მაგრამ ზუსტ ემოციურ კავშირში. ზაფხული კი ფილმში არ არის მხოლოდ ფონი, ის ხდება ამ ყველაფრის მონაწილე.


Mamma Mia! (2008)

მუსიკალური კომედია ბერძნულ კუნძულზე – ფილმი, რომელიც კოსტიუმით, ლოკაციითა და მუსიკით ზაფხულის არქეტიპულ ფანტაზიას ქმნის. ესაა ზღვისპირა ქაოსი, ოჯახური დრამა და პოპ-მუსიკის განახლებული ინტერპრეტაცია.


Little Miss Sunshine (2006)

ოჯახური მოგზაურობა კალიფორნიის გზებზე. მიუხედავად სიუჟეტური იუმორისა, ფილმი ღრმად ეხება ოჯახურ დინამიკას, ინდივიდუალიზმსა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ეს არის ზაფხულის სინათლეში ერთდროულად გადმოცემული არეულობა და სილამაზე.


The Secret Life of Walter Mitty (2013)

ფილმი მათთვის, ვინც რეალობასა და ოცნებას შორის მუდმივ ბალანსს ეძებს. ვიზუალურად შთამბეჭდავი თავგადასავალი ზაფხულის სურვილს ასახავს – დავტოვოთ ნაცნობი და აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი გზაში.


The Devil Wears Prada (2006)

რომელი ფილმი შეიძლება მოუხდეს ზაფხულს ყველაზე მეტად თუ არა The Devil Wears Prada? მოდა, მანჰეტენის ოფისის აჩქარებული ტემპი, პარიზული დღეები და შინაგანი გარდატეხის ეტაპი- ზაფხული ყოველთვის სანაპიროზე დასვენება არ არის და მეტიც, შესაძლოა ეს სეზონი საკუთარი თავის ძიების პროცესის საუკეთესო პერიოდად იქცეს, ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არასწორ ადგილას ხართ- აუცილებლად უყურეთ ენდი საქსის ისტორიას. მისი გზა სავსეა კარიერული გამოწვევებით, პირადი რყევებით და, რაც მთავარია, განვითარების გზით. დაბოლოს,თქვენც ჩვენსავით ელოდებით ამ ფილმის მეორე ნაწილს?


About Time (2013)

თბილი და ემოციური ისტორია სიყვარულზე და დროის მნიშვნელობაზე, რომელიც თქვენი ზაფხულის საღამოს გამორჩეულად მყუდროს და საინტერესოს გახდის – ფილმი, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველდღიურობაში ყველაზე პატარა მომენტებიც კი შეიძლება ყველაზე ფასეული გახდეს.


Monte Carlo (2011)

სამი მეგობრის მოგზაურობის ისტორია და შეცდომა, რომელმაც მათი გეგმები თავდაყირა დააყენა- თუ თქვენი ზაფხულის შვებულებას დადებითი ემოციები აკლია,მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ- Monte Carlo (2011).


La Piscine (1969)

ზაფხულის ესთეტიკას რომელი წყვილი მოუხდება ყველაზე მეტად, თუ არა ალენ დელონი და რომი შნაიდერი? სან-ტროპეს სანაპიროზე მოთხრობილი სიყვარულის ისტორია, რომელიც სავსეა ეჭვიანობით და ინტრიგებით- La Piscine (1969) კრიმინალური თრილერის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.


ზაფხულის შვებულება შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს: ხმაურიანი, განმარტოებული, რომანტიკული, ან თავგადასავლით სავსე. ზემოთხსენებული შვიდი ფილმი კი ამ განწყობებს სხვადასხვა კუთხით ასახავს და მათთვის, ვინც სეზონის ესთეტიკას ეკრანზეც ეძებს, იდეალურ არჩევანს წარმოადგენს. 

Tags: Before SunriseMamma Mia!ფილმები
წინა პოსტი

2025 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი- შარფი გამორჩეული ინტერპრეტაციით

შემდეგი პოსტი

კოპლებიანი სამოსი- სეზონის მთავარი ტრენდი

შემდეგი პოსტი
კოპლებიანი სამოსი- სეზონის მთავარი ტრენდი

კოპლებიანი სამოსი- სეზონის მთავარი ტრენდი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN