N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

ზაფხულის 4 აუცილებელი პროდუქტი SVR-ისგან

ივნისი 9, 2025
A A
ზაფხულის 4 აუცილებელი პროდუქტი SVR-ისგან
351
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზაფხულის დაწყებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად ვფიქრობთ იმაზე, თუ სად გავატაროთ დასვენების დღეები და შვებულება. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ დატვირთული კვირის შემდეგ აუზი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და რუჯიც ნამდვილად გამორჩეულად უხდება სეზონს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი რაოდენობით მზის სხივები ჩვენი კანისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. უსაფრთხო რუჯის მისაღებად, ფრანგული ბრენდი SVR-ი უალტერნატივო პროდუქციას გვთავაზობს, ჩვენ კი გაგაცნობთ ბრენდის ოთხ ძირითად პროდუქტს, რომლებიც აუცილებლად იქცევა თქვენი ზაფხულის თანამგზავრად.


პირველი, რა თქმა უნდა, მზისგან დამცავია, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია წელიწადის ოთხივე სეზონზე, თუმცა ზაფხული მზიგან დამცავის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. მზისგან დაცვისთვის SVR გვთავაზობს SPF-ს როგორც გელის, ასევე სპრეის სახით.


SVR – SUN გელი EXT SPF50+

მსუბუქი გელისებური კონსისტენცია და სწრაფად შეწოვადი ფორმულა იცავს ჩვენი სახის კანს მზის მავნე გამოსხივებისგან. პროდუქტი არ არის წებოვანი, მდგრადია წყლის მიმართ, არის ჰიპოალერგიული და არაკომადოგენური.


SVR – SUN სპრეი მშრალი ზეთი SPF50

იმ შემთხვევაში თუ გელისებური სტრუქტურა თქვენთვის არაკომფორტულია, SVR არაჩვეულებრივ ალტერნატივას გთავაზობთ. მზისგან დამცავი მშრალი ზეთი კანს მაქსიმალურად იცავს მზის მავნე სხივებისგან, გელის მსგავსად მისთვისაც დამახასიათებელია არაწებოვანი და სწრაფად შეწოვადი ტექსტურა. მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც სახეზე ასევე ტანსა და თმაზე.


მზისგან დამცავთან ერთად, რუჯის მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია რუჯის შემდგომი რძე, რომელსაც ახასიათებს გამაგრილებელი ეფექტი.

SVR – Sun Secure რუჯის შემდგომი რძე

მზის აბაზანების შემდეგ რა სჭირდება კანს თუ არა გაგრილება და დატენიანება? სწორედ ამ ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს SVR-ის რძე, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია გახურებული და ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის. რუჯის შემდგომი რძე, რომელიც შეიცავს ალოე ვერას, ნიაცინამიდს და მიკრობიოტიკურ ფერმენტებს, ხელს უწყობს მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის აღდგენას. პროდუქტი განკუთვნილია სახისთვის და სხეულისთვის, მისი გამოყენების შემდეგ კი კანი დატენიანებული, აღდგენილი და უფრო ბზინვარეა.


იმ შემთხვევაში თუ სწრაფი და ლამაზი რუჯი გვინდა, SVR კვლავ შეუცვლელ ალერნატივას გვთავაზობს ავტორუჯის სახით.

SVR – SUN ავტორუჯი

ავტორუჯის მსუბუქი, ქაფისებური ტექსტურა კანზე ადვილად ნაწილდება და შეიწოვება. გამოირჩევა დამატენიანებელი ეფექტით. პროდუქტი 98%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.


დაბოლოს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საქართველოში, SVR-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი PSP-ს სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი და მათი შეძენა შეგიძლიათ როგორც აფთიაქებში ასევე ონლაინ. ამიტომ, არ გადადოთ და დატკბით აუზის დღეებით და უსაფრთხო რუჯით.

Tags: spfsvrპსპრუჯი
წინა პოსტი

14 მეგობარი და 14 მილიონი საჩუქრად- ჯორჯ კლუნის მადლიერების ჟესტი

შემდეგი პოსტი

ზაფხული მარიამ დავითაძის ობიექტივში

შემდეგი პოსტი
ზაფხული მარიამ დავითაძის ობიექტივში

ზაფხული მარიამ დავითაძის ობიექტივში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN