N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ზაფხული მარიამ დავითაძის ობიექტივში

ივნისი 13, 2025
A A
ზაფხული მარიამ დავითაძის ობიექტივში
345
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ყველა ადამიანისთვის ზაფხული განსხვავებულ ასოციაციებს ქმნის, თუმცა ერთი რამ ცხადია, მზიანი სეზონი უმეტესწილად გართობასთან, სიფერადესთან და დასვენებასთან ასოცირდება. სწორედ ასეთი, ფერადი და მხიარულია ზაფხული მარიამ დავითაძისთვის.

ჟურნალი „ნარგისი“ გთავაზობთ ინტერვიუს მარიამთან — ბლოგერთან, ფოტოგრაფთან და ადამიანთან, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მოარგოს ფერები სეზონს.


როგორია მარიამ დავითაძის ზაფხული ?

ჩემი ზაფხული ყოველთვის ქაოტურია, ოღონდ საუკეთესო გაგებით, ვახერხებ რომ ყველა გამოცდილება მივიღო, ზღვის, მთის, სამსახურის, ოჯახის. ჩემთვის ზაფხული არის საყვარელი აქტივობების კომბინაცია.

არსებობს თუ არა ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ ზაფხულის ემოციებს?

დიახ, ჩემთვის ზაფხული ბათუმთან და ბებოსთან ასოცირდება, რადგან ბებო ბათუმში ცხოვრობს. ზაფხული ბათუმის გარეშე არ არსებობს.

როგორია შენი ზაფხულის სტილი?

ჩემი ზაფხულის სტილი არის სადა ფერადი და აქსესუარებით დატვირთული, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა რუჯი, რადგან ვფიქრობ რომ რუჯზე ზაფხულის სტილი უკეთ იკითხება.


როგორია ზაფხულის ფერთა პალიტრა შენს გარდერობში? რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას?

ჩემთვის ზაფხული ოთხ ძირითად ფერს მოიცავს, ესენია: თეთრი, წითელი, ლიმონისფერი და ფირუზისფერი.

გვითხარი სამი აქსესუარი, რომლის გარეშეც ზაფხული ვერ წარმოგიდგენია.

ყველაზე მზიანი სეზონი ვერ წარმომიდგენია, რა თქმა უნდა, სათვალის, ყელსაბამის და ჭილოფის ჩანთის გარეშე.

წლევანდელი ზაფხულის ტრენდებიდან რომელს გამოარჩევდი და რამდენად ხშირად იყენებ მას შენს სტილში?

ძალიან მომწონს მაქმანიანი, გრძელი ქვედაბოლოები, ვფიქრობ რომ ისინი მსუბუქი, ქალური და კომფორტულია, ამიტომ 2025 წლის ზაფხულის ამ ტრენდს ძალიან ხშირად ვიყენებ.


რომელ სუნამოს აქვს შენთვის ზაფხულის სურნელი?

ჩემთვის ზაფხული განსაკუთრებულ და დახვეწილ სურნელთან ასოცირდება და ეს არის- Tiziana Terenzi – Andromeda.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ფოტოგრაფია შენი ერთ-ერთი პროფესიაა, როგორ ფიქრობ, რამდენად დიდ როლს თამაშობს სტილი ფოტოების ეფექტურობაზე?

ფოტოგრაფიაში გადამწყვეტი კომპოზიცია და ხედვაა, თუმცა იდეალური ფოტოს მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს კარგად შერჩეულ სტილსაც, რადგან სამოსს და ფერებს შეუძლია მთლიანად შეცვალოს განწყობა.

არსებობს თუ არა ფერი, რომელიც ფოტოებზე ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება?

ვფიქრობ მწვანე და თეთრი განსაკუთრებულად კარგად იჭერს სინათლეს და იდეალურ, მკვეთრ კონტრასტს ქმნის.


დაბოლოს, ძალიან გაგვახარებს, თუ ჩვენს მკითხველს ურჩევ, როგორი სტილის სამოსი გამოიყურება ყველაზე ეფექტურად ზაფხულის ინსტაგენურ ფოტოებში.

ჩაიცვით ფერადი, სადა სამოსი — გრძელი კაბები, მოკლე ქვედაბოლოები, შორტები. ზაფხულის იდეალური ლუქი ჩემთვის მარტივია, მაგრამ აუცილებლად აქსესუარებით გამდიდრებული. ფოტოებზე განსაკუთრებულად ეფექტურად გამოიყურება: მასიური საყურეები, კეპები და ჩანთები.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: Nargis Magazineზაფხულის სტილიინსტაგენური ფოტოებიმარიამ დავითაძე
წინა პოსტი

ზაფხულის 4 აუცილებელი პროდუქტი SVR-ისგან

შემდეგი პოსტი

მზის სათვალის 5 ტრენდი – აღმოაჩინეთ თქვენი სტილი Afflelou Paris-ში

შემდეგი პოსტი
მზის სათვალის 5 ტრენდი – აღმოაჩინეთ თქვენი სტილი Afflelou Paris-ში

მზის სათვალის 5 ტრენდი - აღმოაჩინეთ თქვენი სტილი Afflelou Paris-ში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN