N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

უპირობო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში

სექტემბერი 26, 2025
A A
უპირობო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში
328
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ალბათ, უკვე იცით, რომ „ტელეგრაფი“ – პირველი და ერთადერთი წარმომადგენელია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც გაწევრიანდა მსოფლიოს სასტუმროების ყველაზე პრესტიჟულ ქსელში – Leading Hotels of The World (LHW). ეს ფაქტი „ტელეგრაფს“ მოწინავე სასტუმროების ჩამონათვალში პოზიციას უმყარებს. მაინც რა აქცევს მას „ლაქშერი ცხოვრების“ ახალ სიმბოლოდ?


ისტორია

დიდებული ამბები ყოველთვის ისტორიით იწყება… ამიტომ, მოდი, არცთუ ისე შორ წარსულში ვიმოგზაუროთ: 1966 წელს არქიტექტორმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა დავალება მიიღო: ცენტრალური ფოსტისა და ტელეგრაფის შენობა უნდა დაეგეგმარებინა. ამ პერიოდში უკვე აქტიურად განიხილებოდა რუსთაველის გამზირის სრული რეკონსტრუქცია და მის ინოვაციურ შემოქმედებით იდეებს გასაქანი მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში მესხიშვილმა ფასადის სამი განსხვავებული ვერსია შეიმუშავა, საბოლოოდ მაინც რადიკალურად შეიცვალა თავდაპირველი ჩანაფიქრის დიზაინი და მასშტაბი. ვინც კი მესხიშვილს იცნობდა, ყველამ იცოდა, რომ იგი არქიტექტურას „თავისუფლების სივრცედ“ აღიქვამდა – სივრცედ, რომელიც, ჩვეულებრივ, არც ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და არც მარტოოდენ ფუნქციურია. ცხადია, ეს დიდებული არქიტექტორი პროექტებს საბჭოური ურბანიზმის საპირწონედ ქმნიდა. 1980 წელს, ლადო მესხიშვილისა და თეიმურაზ მიქაშავიძის გეგმის მიხედვით, დასრულდა ფოსტისა და ტელეგრაფის მთავარი შენობის მშენებლობა. მრავალსართულიანი ნაგებობა დამრეცი რელიეფის გათვალისწინებით ააგეს – ქანობს მოარგეს გვერდითი ფასადების მიმყოლი ტროტუარებიცა და კიბეებიც. ინტერიერში განთავსდა ორი მართკუთხა ატრიუმი – ბუნებრივი სინათლის წყარო შიდა სივრცისათვის. ასე შეიქმნა მონუმენტური ნაგებობა, რომელიც ერთდროულად ასახავდა ისტორიულ მემკვიდრეობას და წინასწარმეტყველებდა თბილისის ურბანულ მომავალს.


არქიტექტურული იდენტობა

როგორც ხედავთ, „ტელეგრაფის“ ისტორია შთამბეჭდავი არქიტექტურული საფუძვლით იწყება და ამ იდენტობას ის დღემდე ინარჩუნებს. მისი დახვეწილი ვიზუალური რიტმი ვერტიკალური პილასტრებითა და მოზრდილი შუშის პანელებით შენობის სიმაღლეს, სიახლესა და დახვეწილობას ერთდროულად გამოხატავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მონუმენტური კარნიზები და სეგმენტირებული ატრიუმებია – ისინი არა მხოლოდ შიდა სტრუქტურას აკონტროლებენ, არამედ ვიზუალურ ბალანსს ქმნიან. ფასადზე გამოყენებული ქვის ტექსტურა და თბილი ფერთა პალიტრა ზუსტად ეხმიანება ქალაქის იერსახეს. შენობა ორგანულად ერწყმის თბილისის დახრილ რელიეფსაც: ის გეოლოგიურ ბაზასა და ქანების გრადაციას ერგება, რასაც მოწმობს როგორც ტრანსპორტისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი შესასვლელების მრავალფეროვნება. ტერასულ დონეებზე განაწილებული შესასვლელები ვიზიტორს ვესტიბიულისკენ მიუძღვება. შიდა ეზო და არქიტექტურულად ჩაღრმავებული საჯარო ზონები სივრცეების სახეს იღებს და „ტელეგრაფს“ მეტ უნიკალურობას სძენს.



Neri&Hu-ს ხელწერა: ინტერიერის კონცეპტუალური აღქმა

თუ „ტელეგრაფის“ ექსტერიერი შთამბეჭდავი არქიტექტურული ნამუშევარია, სტუმარზე არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს ინტერიერი. მასზე იზრუნა შანხაიში დაფუძნებულმა და გლობალურად აღიარებულმა სტუდია Neri&Hu-მ – გუნდმა, რომლისთვისაც დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა კი არა, ისტორიული კონტექსტის მქონე ფაქიზი ამბავია. „ტელეგრაფის“ ინტერიერზე მუშაობისას სტუდია Neri&Hu-მ გამოიყენა ადგილობრივი მასალები, მუქი ხის დაფები, ქვის ზედაპირები, რბილი ქსოვილები და დიფუზური განათება – რაც აძლიერებს შენობის იდენტობას და ისტორიულ კონტექსტს ავთენტიკურობას უნარჩუნებს. „ტელეგრაფში“ საზოგადოებრივი ზონები – ლობი, ბარი, რესტორნები, საკონფერენციო დარბაზები – მხოლოდ ფუნქციური სივრცეები არ არის. ისინი საუბრისა და შეხვედრის არენა ხდება… სადაც განათება დღის ციკლთან ერთად იცვლება, ტექსტურები ღრმა შრეებს იძენს, ხოლო გარემოს თბილი, ბუნებრივად ნეიტრალური ტონალობა სტუმარს სიმშვიდისა და ფუფუნების შეგრძნებას უღვიძებს. Neri&Hu-სთან თანამშრომლობა დასტურია იმისა, რომ „ტელეგრაფი“ მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჩამონათვალში ღირსეულ ადგილს იკავებს. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში იგი არა მარტო უმაღლესი სტანდარტის სერვისით, არამედ უნიკალური კონცეფციითა და ვიზუალით გამოირჩევა.



მრავალფუნქციურობა

„ტელეგრაფი“ არ ცდილობს რეკრეაციისა და ბიზნესის გამიჯვნას, პირიქით, ის ქმნის სამყაროს, სადაც ელეგანტურად თანაარსებობს მუშაობა და დასვენება; საქმე, შემოქმედებითი აღმაფრენა და არაფორმალური შეხვედრები. 239 მაღალი კლასის ნომერი, 9 რესტორანი ინდივიდუალური კონცეფციით, ბარი, ჯაზკლუბი და მრავალფუნქციური საბანკეტო-საკონფერენციო სივრცე – ეს ყველაფერი ერთ შენობაშია ხელმისაწვდომი. Ballroom & Meeting Spaces – მოწყობილია აკუსტიკური და ვიზუალური იზოლაციის პრინციპებით, რაც ხმაურის კონტროლს და კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს; სივრცე განკუთვნილია როგორც ოფიციალური შეხვედრებისთვის, ისე კრეატიული სამუშაოებისთვის – წვეულებები, პრეზენტაციები, ბრიფინგები, სამუშაო სესიები; ინტერიერი ხასიათდება ფორმალობისა და მოდერნული ელეგანტურობის ბალანსით. Tatuza Jazz Club – აკუსტიკური პავილიონი, სადაც მსმენელი და მუსიკა დელიკატურად ერთიანდება; სივრცის კონცეფცია შუქის, დიზაინისა და მასალების ელეგანტურ შერწყმას ეფუძნება, რაც შთამბეჭდავ და მომნუსხველ ატმოსფეროს ქმნის. Wine Library – ლიტერატურისა და დეგუსტაციის ჰიბრიდული სივრცე, სადაც წინანდლის მამული ღვინის ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. აქ ღვინისა და წიგნის სიყვარული გადაკვეთის წერტილს პოულობს. მოდერნისტულ ბიბლიოთეკაში უმაღლესი ხარისხის ღვინის დაგემოვნება ჭეშმარიტად სენსორული გამოცდილებაა; ინტერიერში ერთმანეთს ერწყმის ტრადიცია და გემოვნება.


„ტელეფრაფი” – „ლაქშერი ცხოვრების” ახალი სიმბოლო – დღეს უკვე ქალაქის იერსახის განუყოფელი ნაწილია. იგი, როგორც Leading Hotels of The World (LHW) წევრი,  სტუმრებს მხოლოდ განტვირთვას კი არა, სრულფასოვან გამოცდილებასა და წარუშლელ ემოციებს სთავაზობს.

ტექსტი: თათული ღვინიანიძე

Tags: თბილისისასტუმროტელეგრაფი
წინა პოსტი

2025 წლის შემოდგომის სეზონის მთავარი ტრენდები: რჩევები და იდეები

შემდეგი პოსტი

თბილისი აუთლეტ ვილიჯი: კავკასიაში პირველი საერთაშორისო აუთლეტი

შემდეგი პოსტი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი: კავკასიაში პირველი საერთაშორისო აუთლეტი

თბილისი აუთლეტ ვილიჯი: კავკასიაში პირველი საერთაშორისო აუთლეტი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN