N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

თბილისი აუთლეტ ვილიჯი: კავკასიაში პირველი საერთაშორისო აუთლეტი

სექტემბერი 26, 2025
A A
თბილისი აუთლეტ ვილიჯი: კავკასიაში პირველი საერთაშორისო აუთლეტი
367
გაზიარება
2.8k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თბილისიდან სულ ნახევარი საათის სავალზე იქმნება სივრცე, რომელიც უკვე რეგიონში ახალ ნიშნულად იქცა. „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ – კავკასიაში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტი – აერთიანებს პრემიალურ ბრენდებს, გასტრონომიულ ზონებსა და უნიკალურ არქიტექტურას. ესპანური სტუდია L35-ის მიერ შექმნილი პროექტი ძველი თბილისის ელემენტებს თანამედროვე ტენდენციებს უთავსებს და ქმნის გარემოს, რომელიც შოპინგზე გაცილებით მეტია – ეს ცხოვრების ახალი სტილია.


ევროპაში აუთლეტ ვილიჯები უკვე წლებია ერთ-ერთი წამყვანი მოდის გამოცდილებაა – ფასდაკლებების, არქიტექტურისა და დასვენების კომბინაცია. ახლა ეს გლობალური ტენდენცია საქართველოშიც შემოდის: „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ 26 სექტემბერს, 18:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება. ამ მოვლენამ წინასწარ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება და მოიპოვა აღიარება, როგორც „წლის საუკეთესო მომავლის პროექტმა“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

NARGIS-ისთვის განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ სიახლით იყო გამოწვეული. ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ დირექტორთან, ნათია ჩიტაიასთან, რომელმაც გვიამბო, რა ხდის სივრცეს გამორჩეულს და რას უნდა ელოდოს სტუმარი პირველივე ვიზიტზე.


თბილისი აუთლეტ ვილიჯი  რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტია. როგორ განსაზღვრავთ მის უნიკალურობას სხვა სავაჭრო ფორმატებთან შედარებით?

თბილისი აუთლეტ ვილიჯი არ არის უბრალოდ სავაჭრო სივრცე, ეს არის გამოცდილება, რომელიც აერთიანებს შოპინგს, არქიტექტურას, გარემოსა და სერვისს. პროექტი შეიქმნა ევროპული აუთლეტ ვილიჯების კონცეფციაზე, თუმცა მორგებულია ადგილობრივ კონტექსტზე. განსხვავებით ტრადიციული მოლებისგან, აქ ყველაფერი ღიაა, მთავარი განსხვავება კი აუთლეტურ ფასებშია. სტუმარი თავს იგრძნობს როგორც პატარა ევროპულ ქალაქში, სადაც შეუძლია არა მხოლოდ შეიძინოს, არამედ დრო საინტერესოდ გაატაროს.

აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია გლობალურად სულ უფრო პოპულარული ხდება. რა იყო მთავარი მოტივაცია ამ ფორმატის საქართველოში მოყვანისთვის და როგორ ხედავთ მის როლს რეგიონში?

ქართულ ბაზარს სჭირდებოდა პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი უფრო ხელმისაწვდომ ფასად. მომხმარებლის მოლოდინი იცვლება და სწორედ ამიტომ აუთლეტის ფორმატი – ფასდაკლებული, მაგრამ ხარისხიანი შოპინგი პრემიუმ ბრენდებზე ძალიან აქტუალურია. თბილისი აუთლეტ ვილიჯი შეიძლება გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც მოიზიდავს სტუმრებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც.


პროექტი „წლის საუკეთესო მომავლის პროექტად“ დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. თქვენი აზრით, რა გახდა ამ აღიარების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი?

ვფიქრობ, ამ ტიტულის მიღმა რამდენიმე ფაქტორია: სტრატეგიული ხედვა, პროექტის უნიკალურობა და მისი სიმბოლური მნიშვნელობა ქვეყნისთვის. აუთლეტ ვილიჯი სრულიად ახალი კონცეფციაა კავკასიისთვის. ის აერთიანებს შოპინგს, დასვენებასა და გამოცდილებას, რაც ევროპაში უკვე აპრობირებული მოდელია. თამამმა შესრულებამ და გრძელვადიანმა ხედვამ განაპირობა ეს აღიარება.

რა ბრენდები იქნება წარმოდგენილი და რომელი სახელები შემოვა პირველად ქართულ ბაზარზე?

ექსკლუზიურად შემოდის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Bimba Y Lola, Adolfo Dominguez, Bikkembergs, Baldessarini და სხვები. ასევე, გვყავს ადგილობრივი წარმატებული ბრენდებიც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სივრცის მრავალფეროვნებას.


ბრენდების შერჩევის პროცესში რა კრიტერიუმები იყო გადამწყვეტი და როგორია თქვენი გრძელვადიანი სტრატეგია?

გადამწყვეტი იყო ბრენდის ცნობადობა, შესაბამისობა აუთლეტ სივრცის ხარისხთან და მომხმარებლის მოლოდინებთან. გრძელვადიან სტრატეგიაში გათვლილია როგორც პრემიუმ, ასევე ლუქს ბრენდების თანმიმდევრული მოზიდვა. მნიშვნელოვანია ბალანსი სხვადასხვა კატეგორიასა და ფასობრივ სეგმენტს შორის.

ფასდაკლებები აუთლეტების მთავარი მახასიათებელია. რა პოლიტიკას დაიცავს თბილისი აუთლეტ ვილიჯი?

ვიცავთ საერთაშორისო აუთლეტ სტანდარტს, რაც გულისხმობს მუდმივად მინიმუმ 30%-იან ფასთა სხვაობას. ეს შეეხება წინა სეზონის კოლექციებს, აუთლეტისთვის შექმნილ სპეციალურ ხაზებს და სხვა შეთავაზებებს. მომხმარებელი მიიღებს პრემიუმ გამოცდილებას ხელმისაწვდომ ფასად. დაგეგმილია მუდმივი აქციები და აქტივობები ლოიალობის გასაზრდელად.


გახსნის ფესტივალი დაგეგმილია 3-დღიან ფორმატში. რა გამოცდილებას შესთავაზებთ სტუმრებს შოპინგის გარდა?

გახსნის ფესტივალი 3 დღეს გაგრძელდება. პირველ დღეს საქართველოში პირველად გაიმართება დრონების შოუ. გარდა ამისა, სტუმრებს ელით მუსიკა, გასტრონომიული კუთხეები, ბავშვებისთვის აქტივობები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.

პროექტი ესპანურმა L35 არქიტექტურულმა სტუდიამ დააპროექტა. როგორ იქნა ადგილობრივი კულტურული ელემენტები შერწყმული თანამედროვე არქიტექტურასთან?

L35-ის გუნდთან ერთად შევიტანეთ ქართული ელემენტები, რაშიც დიდი წვლილი დიზაინერ დოდოშკა ჩუბინიძემ შეიტანა. გამოყენებულია ნატურალური მასალები და დეტალები ქართულ მოტივებზე. სივრცის კონცეფცია მიახლოებულია ქალაქის რიტმსა და ქუჩის სტილს.


თბილისში უკვე არსებობს რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი. როგორ აპირებთ კონკურენციის მართვას?

ჩვენ არ ვცდილობთ დავიკავოთ მოლის ადგილი. ჩვენი მიდგომა სრულიად განსხვავებულია: ღია სივრცე, ლამაზი არქიტექტურა, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის განკუთვნილი გამოცდილება. ეს განასხვავებს თბილისი აუთლეტ ვილიჯს ტრადიციული სავაჭრო ცენტრებისგან.

როგორ ხედავთ თბილისის აუთლეტ ვილიჯის მომავალს?

ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, რომ თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდეს ცხოვრების ჰაბი. ადგილი, სადაც შოპინგი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ადამიანი რჩება უფრო დიდხანს – კაფეში, ღონისძიებაზე, ოჯახთან ერთად. ეს სივრცე მიზნად ისახავს საცალო ვაჭრობის თანამედროვე სტანდარტის ჩამოყალიბებას რეგიონში.


ინტერვიუ: დათა ალექსეევი

Tags: გასტრონომიულ ზონებითბილისი აუთლეტ ვილიჯიპრემიალურ ბრენდები
წინა პოსტი

უპირობო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში

შემდეგი პოსტი

მილანის მოდის კვირეული 2025: ხმაურიანი ჩვენებები, სადებიუტო კოლექციები და ახალი ტენდენციები

შემდეგი პოსტი
მილანის მოდის კვირეული 2025: ხმაურიანი ჩვენებები, სადებიუტო კოლექციები და ახალი ტენდენციები

მილანის მოდის კვირეული 2025: ხმაურიანი ჩვენებები, სადებიუტო კოლექციები და ახალი ტენდენციები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN