N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

თაკო ჩხეიძეს გაზაფხული: სეზონის შთაგონება და რჩევები N13-ის მთავარი რედაქტორისგან

მარტი 26, 2026
A A
თაკო ჩხეიძეს გაზაფხული: სეზონის შთაგონება და რჩევები N13-ის მთავარი რედაქტორისგან
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

რასთან ასოცირდება თქვენთვის გაზაფხული? – დარწმუნებულები ვართ, უმეტესი პასუხი განახლებასთან იქნება დაკავშირებული, რადგან ამ სეზონის მთავარი ხიბლი სწორედ გარდასახვაში მდგომარეობს. თაკო ჩხეიძისთვის გაზაფხული სიმსუბუქისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოა – პერიოდი, რომელიც შთაგონებითა და დადებითი ენერგეტიკითაა სავსე. ინტერვიუში, N13-ის მთავარი რედაქტორი გვესაუბრება პერსონალურ ხედვებსა და დამოკიდებულებებზე, გვიზიარებს, თუ როგორ ყალიბდება მისი გაზაფხულის გარდერობი და როგორ პოულობს იდეალურ ბალანსს მიმდინარე ტენდენციებსა და ინდივიდუალურ სტილს შორის.


გაზაფხული ყოველთვის ასოცირდება განახლებასთან – თქვენთვის რა არის სეზონის მთავარი შთაგონება?

გაზაფხული ჩემთვის პირველ რიგში სიმსუბუქესთან და ახალ დასაწყისთან ასოცირდება. შთაგონებას ბუნებისგან ვიღებ – ფერების ცვალებადობა, სინათლე და ის განსაკუთრებული განწყობა, რაც ამ სეზონს მოაქვს, საუკეთესო მოტივაციაა. ეს არის პერიოდი, როცა ჩნდება სურვილი, ყველაფერი გაამარტივო – სტილიც, აზროვნებაც და ყოველდღიურობაც.

ამბობენ რომ ტრენდები დროებითია სტილი კი მარადიული- ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და მიყვებით თუ არა სეზონის მთავარ ტენდენციებს?

სრულად ვეთანხმები. ტრენდები შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო, მაგრამ სტილი შენი იდენტობაა. ტენდენციებს ყოველთვის შერჩევით ვუყურებ – ვიღებ მხოლოდ იმას, რაც ჩემს პიროვნულ სტილს ერგება და არასდროს ვკარგავ საკუთარ, ინდივიდუალურ ხაზს.


როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი, როდესაც გვსურს კარგად გამოვიყურებოდეთ და ამავდროულად თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ?

ბალანსი სწორად შერჩეული საბაზისო ნივთებითა და ხარისხიანი ქსოვილებით იწყება. როცა სამოსი ზუსტად გერგება და მასში თავს კომფორტულად გრძნობ, ეს თავისთავად ქმნის ელეგანტურობას. სტილი არ უნდა იყოს ხელოვნური ან ძალდატანებული, ის უნდა გამოხატავდეს შენი ცხოვრების წესის ბუნებრივ გაგრძელებას.

რა არის სამი მთავარი ნივთი, რომელიც აუცილებლადაა თქვენი გაზაფხულის გარდერობში?

ჩემთვის გაზაფხული აუცილებლად უკავშირდება რამდენიმე ელემენტის, რომელთა გარშემოც ნებისმიერი ლუქის შექმნაა შესაძლებელი: იდეალური ჭრის თხელი პიჯაკი, კლასიკური შარვალი ან ჯინსი და თეთრი პერანგი ან კლასიკური თრენჩი.


როგორ ფიქრობთ, რომელი ფერთა პალიტრა უხდება გაზაფხული-ზაფხულის სეზონს ყველაზე მეტად და თქვენ როგორ ტონებს ანიჭებთ უპირატესობას?

გაზაფხულზე ყოველთვის აქტუალურია ნეიტრალური, რბილი ტონები: ბეჟი, კრემისფერი და თეთრი. მე მიყვარს მათი შერწყმა უფრო ღრმა აქცენტებთან – მაგალითად, შოკოლადისფერი, შავი ან წითელი დეტალების სახით. ეს იდეალურ ბალანსს ქმნის სიმსუბუქესა და ხასიათს შორის.

რას ურჩევთ მკითველს- საიდან შეგვიძლია ავიღოთ ყოველდღიური სტილის იდეები?

ინსპირაცია ყველგანაა: მოგზაურობაში, არქიტექტურაში, ხელოვნებაში, ფილმებსა თუ ჟურნალებში. თუმცა, მთავარია არა იდენტურის გამეორება, არამედ ინტერპრეტაცია – როგორ გადააქცევ ნანახს შენს პირად სტილად.


ზამთრის სუსხიანი ამინდებიდან გაზაფხულილის მზიან დღეებზე გადასვლა განსაკუთრებით მგრძნობიარედ აისახება ჩვენს კანზე, საინტერესოა რას ცვლით თქვენს რუტინაში სეზონებთან ერთად?

გაზაფხულზე უფრო მსუბუქ ტექსტურებზე გადავდივარ: ნაკლები სიმძიმე, მეტი დატენიანება და დაცვა. რუტინას აუცილებლად ვამატებ ანტიოქსიდანტურ პროდუქტებსა და SPF-ს, რადგან ამ დროს კანი მზის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება.

გვითხარით სამი თავის მოვლის პროდუქტი, რომელიც მუდმივადაა თქვენს ჩანთაში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე

ჩანთაში მუდმივად მაქვს, ჰიდრატაციის მისტი, ტუჩის ბალზამი ან საყვარელი ტუჩსაცხი და მზისგან დამცავი. ერთი შეხედვით ეს მარტივი პროდუქტებია, თუმცა მათი გამოყენება მთელი დღის განმავლობაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია.


რა არის ის ერთი რჩევა, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად?

ნუ ეცდებით ზედმეტს. სიმარტივე, სისუფთავე და საკუთარი თავის შეგრძნება – ეს არის ყველაზე ძლიერი სტილი.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: გაზაფხულის სტილითაკო ჩხეიძეინტერვიუსტილის ინსპირაცია
წინა პოსტი

2026 წლის გაზაფხულის ტრენდული აქსესუარები, რომლებიც თქვენს გარდერობს გაახალისებს

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN