N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

სად ისვენებენ მოდის ბლოგერები- საუკეთესო ლოკაციები ზაფხულის შვებულებისთვის

აგვისტო 2, 2025
A A
სად ისვენებენ მოდის ბლოგერები- საუკეთესო ლოკაციები ზაფხულის შვებულებისთვის
338
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზაფხული თავგადასავლების სეზონია, რომელიც სავსეა ახალი ისტორიებით, მხიარული დღეებით და დაუვიწყარი მოგონებებით. სწორედ ამიტომაა, რომ მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, თუ სად გავატარებთ ამ ფერადი სეზონის შვებულებას. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზაფხული ნამდვილად საუკეთესო დროა იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები და დრო ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს დავუთმოთ. თუმცა, თუ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ და ვერ გადაწყვიტეთ, სად გაატაროთ შვებულება, დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, თუ სად და როგორ ისვენებენ ცნობილი მოდელები და მოდის ბლოგერები – ეს კი აუცილებლად დაგეხმარებათ იდეალური ზაფხულის დაგეგმვაში.


ესპანეთში დაბადებული ფრანგი მოდის ბლოგერი – ალექს რივიერი ზაფხულს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში – პორტოფინოში ატარებს და სანაპიროდან ნამდვილად შთამაგონებელ კონტენტს გვიზიარებს. იტალია, განსაკუთრებით კი პორტოფინო, ზაფხულის შვებულებისთვის იდეალური ადგილია, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ დაუვიწყარი მოგონებების შეგროვება.



ბრიტანელმა მოდის ბლოგერმა კლერი როუზმა არჩევანი საფრანგეთზე და მონაკოზე შეაჩერა. მისი საზაფხულო მარშრუტი ზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი ლოკაციებით გამოირჩეოდა – ანტიბესისა და სან-ტროპეს ატმოსფეროს კლერის საზაფხულო სტილი გამორჩეულად შეესაბამებოდა: გრძელი კაბები, ჭილის ჩანთები, ტრენდული საცურაო კოსტუმები, დახვეწილი მზის სათვალეები – სხვა რა შეიძლება მოუხდეს ზღვისპირა კურორტზე დასვენებას, თუ არა ეს ყველაფერი?



ზაფხულის შვებულებისთვის ასევე სან-ტროპეს სანაპირო შეარჩია შვედმა მოდის ბლოგერმა ჰანა შონბერგმა. ჰანა დასვენების დღეებს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს და ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს. დაგვეთანხმებით, რომ რომანტიულ შვებულებას სან-ტროპეს ზღვის ხედები, თბილი გარემო და ულამაზესი ქუჩები იდეალურად ერგება.



როზი ჰანტინგტონ უიტლიმ ნამდვილად გამორჩეული ზაფხულის ტური მოაწყო ოჯახთან ერთად. ბრიტანელმა მოდელმა არჩევანი თურქეთზე, ესპანეთსა და იტალიაზე შეაჩერა. იმ ადამიანებისთვის, ვინც მრავალფეროვან გამოცდილებას ეძებს და სურს, რომ შვებულების დროს სხვადასხვა კულტურას გაეცნოს, ეს მარშრუტი ნამდვილად საინტერესო იქნება.



წარმოშობით შვედი სუპერმოდელი ელზა ჰოსკი ზაფხულს მშობლიურ ქვეყანაში, ოჯახთან ერთად ატარებს და გამომწერებს ულამაზეს ფოტოებს უზიარებს. გარდა იმისა, რომ კლიმატური თვალსაზრისით სკანდინავიის ქვეყნები ზაფხულისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, დაგვერწმუნეთ – შვედეთის ულამაზესი ბუნება თქვენი შვებულების ფოტო და ვიდეო კონტენტს იდეალურ გახდის.



იტალიაში ატარებს ზაფხულს ცნობილი გერმანელი მოდის ბლოგერი – ლეონი ჰანე. კომოს ტბა, ამალფის სანაპირო, ზაფხულის გრძელი კაბები, თვალისმომჭრელი აქსესუარები და ბევრი ლამაზი ფოტო – რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერზე უკეთესი თქვენი შვებულებისთვის? დიახ, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ იტალია ნამდვილად გამორჩეულად უხდება ამ სეზონს.



დაბოლოს, საინტერესოა – თქვენ სად ატარებთ ზაფხულის დღეებს ან სად გეგმავთ თქვენს შვებულებას?

Tags: ალექს რივიერიელზა ჰოსკიზაფხულის შვებულება
წინა პოსტი

ლიკა სახოკიას მილანური თავგადასავალი და ფოტოგრაფიით მოყოლილი ისტორიები

შემდეგი პოსტი

პამელა ანდერსონის სტილის ტრანსფორმაცია 

შემდეგი პოსტი
პამელა ანდერსონის სტილის ტრანსფორმაცია 

პამელა ანდერსონის სტილის ტრანსფორმაცია 

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN