N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

როგორ იქცა ნოსტალგია AnoukiBeauty-ს ფილოსოფიად

იანვარი 26, 2026
A A
როგორ იქცა ნოსტალგია AnoukiBeauty-ს ფილოსოფიად
330
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

„ნარგისისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში AnoukiBeauty-ს დამფუძნებელი ანუკი არეშიძე გვიამბობს, როგორ გარდაიქმნა პირადი მეხსიერება თანამედროვე, ლუქს კოსმეტიკის ბრენდად, რა უწყვეტი ფილოსოფია უდევს მას საფუძვლად და როგორ ერწყმის ქართული დნმ იტალიურ ოსტატობას მარადიული სილამაზისა და ხელმისაწვდომი ფუფუნების კონცეფციაში.


როგორ დაიბადა იდეა: რა გახდა თქვენი ბიუთი ხაზის მთავარი ინსპირაცია?

იდეა ძალიან ბუნებრივად დაიბადა, თავიდან ბოლომდე მოდის იმ ადგილიდან, სადაც სილამაზისადმი ჩემი სიყვარული იწყება: დედაჩემის ტუჩსაცხიდან, ძველი სარკიდან, ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ ვუყურებდი, დედა როგორ იკეთებდა მაკიაჟს, მახსოვს მისი ჟესტები, მისი თავდაჯერებულობა. ერთი კონკრეტული ტუჩსაცხის ფერი მუდამ თვალწინ მედგა. მას პირველ კოლექციაში მივუძღვენი ფერი – Bella. სწორედ ეს შეგრძნება, ნოსტალგია, სითბო და ელეგანტურობა გახდა AnoukiBeauty-ს მთავარი ინსპირაცია. მინდოდა, შემექმნა ბიუთი ხაზი, რომელიც არა უბრალოდ ტენდენციაა, არამედ პატარა რიტუალია, რომელიც შინაგან ძალასთან და თავდაჯერებულობასთან ასოცირდება.


რა არის მთავარი ფილოსოფია ან მესიჯი, რომელსაც თქვენი ბრენდი ატარებს?

ჩვენი მთავარი მესიჯი არის „Timeless Beauty“, რაც არ არის მიბმული ერთი სეზონზე ან ტრენდზე. AnoukiBeauty-ს ფილოსოფია მაქსიმალური ხარისხია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ მაინც პრემიუმ სეგმენტში. სუფთა ფორმულები, რომელიც მსუბუქია, არ იგრძნობა, მაგრამ ეფექტს გაძლევს. ჩვენი იდეა არის, რომ თითოეული მომხმარებლის სილამაზეს ხაზი გავუსვათ.


რით განსხვავდება ის ბაზარზე არსებული ბიუთი პროდუქტებისგან?

რამდენიმე მთავარი კონკურენტული განსხვავება გვაქვს: AnoukiBeauty არის პირველი ქართული ლუქს ბრენდი, რომელიც დამზადებულია იტალიაში ქართული დნმ-ით, მაგრამ წარმოებითა და ხარისხით – საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების სტანდარტებით. თითოეული პროდუქტის, ფერი და ტონი ძალიან გააზრებულად არის შერჩეული. ნოსტალგიური, მაგრამ თანამედროვე ვიზუალი – ოქროსფერი ალუმინის შეფუთვა, რომელიც მოგაგონებს პირველ ტუჩსაცხების ეპოქას, ამავე დროს, მინიმალისტური, სუფთა, თანამედროვე სახით.


რომელია ის ძირითადი ინგრედიენტები, რომლებზეც თქვენი პროდუქტების ფორმულები აიგო?

ტუჩსაცხებში მთავარი აქცენტი გვაქვს მკვებავ ზეთებსა და ემოლიენტებზე, რომლებიც ტუჩს არ აშრობს. პიგმენტებზე, რომლებიც იძლევა ღრმა, სუფთა ფერს. სპეციალურ დამატენიანებელ კომპონენტებზე, რომ ფორმულა დარჩეს რბილი და იყოს კომფორტული. რაც შეეხება ტუშებს, ფორმულები აგებულია დამატენიანებელი და მოცულობის მომცემი ინგრედიენტებისგან. მსუბუქი და პიგმენტური ფორმულა გამოკვეთს თვალს და ანიჭებს მას მიმზიდველობას. იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე ხელოვნური წამწამის ეფექტის შესაქმნელად. მდგრადი, ელასტიური ფორმულა თანაბრად ნაწილდება წამწამზე და მას გასაოცარ ეფექტს ანიჭებს.


რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა პროდუქციის შექმნის, ფორმულების დამტკიცების ან წარმოების პროცესში?

შექმნის პროცესი შეუფერხებელი არაფერი ყოფილა. ვიმუშავეთ უამრავ ქარხანასა და ლაბორატორიასთან, სანამ მივაღწევდით შედეგს, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვინდოდა, რომ მომხმარებლამდე მიგვეტანა. უამრავჯერ შევცვალეთ ფერები, ტექსტურები, შეფუთვის დეტალები, ხანდახან მთლიანი პროცესის თავიდან დაწყება გვიწევდა. ამ პროცესს თითქმის ხუთი წელი დასჭირდა, თუმცა ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს გამოწვევა ღირდა საბოლოო შედეგად.

წაიკითხეთ ანუკი არეშიძეს სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის უახლეს გამოცემაში, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

Tags: AnoukiBeautyანუკი არეშიძეტუშიტუჩსაცხი
წინა პოსტი

Premier Cru – ერთი ხაზი და სრული ანტიასაკობრივი რუტინა Caudalie-სგან

შემდეგი პოსტი

პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები- შემოდგომა/ზამთარი 202

შემდეგი პოსტი
პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები- შემოდგომა/ზამთარი 202

პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები- შემოდგომა/ზამთარი 202

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN