თავის მოვლის სამყაროში Caudalie უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი გამორჩეული პროდუქციით. წარმოუდგენელია, იყენებდე ამ ბრენდის პროდუქტებს და აღფრთოვანებული არიყო მათი უნიკალური თვისებებით და საოცარი შედეგებით, თუმცა იდეალური შედეგისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტები სწორად და თანმიმდევრულად შევარჩიოთ. დღეს კი გაგაცნობთ Caudalie-ის ერთ-ერთ საუკეთესო ხაზს- Resveratrol-Lift, რომელიც ასაკობრივ პრობლემებს ყველაზე უკეთ ებრძვის. Resveratrol-Lift ხაზი: აუმჯობესებს სახის ოვალს, ებრძვის ნაოჭებს, გამოკვეთს სახის კონტურებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის შემადგენლობაში არის ისეთი უნიკალური ინგრედიენტი, როგორიცაა ვეგანური კოლაგენი, რომლის დახმარებითაც ძლიერდება ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას.
Resveratrol Firming Cashmere Cream – დღის კრემი ლიფტინგის ეფექტით
აბრეშუმივით ნაზი და სასიამოვნო ტექსტურის კრემი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფოლიპიდებს და 97% ნატურალურ ინგრედიენტებს, რაც ხელს უწყობს კანის გამკვრივებას და ნაოჭების გასწორებას. კრემის შემადგენლობაში შედის ნატურალური ჰიალურონი და ვეგანური კოლაგენის ბუსტერი. აქვს ნაზი ტექსტურა და სასიამოვნო არომატი.
Resveratrol Instant Firming Serum- სახის შრატი ლიფტინგის ეფექტით
რესვერატროლისა და ჰიალურონის მჟავით გაჟღენთილი შრატი ებრძვის დაბერების მრავალ ნიშანს და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. უზრუნველყოფს მყისიერ ლიფტინგ ეფექტს, ატენიანებს და არბილებს კანს, გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით და შეიწოვება მარტივად.
Resveratrol Firming Night Cream- ღამის კრემი ლიფტინგის ეფექტით
ღამის კრემი მცენარეების ექსტრაქტით- მიიღება აფრიკული წითელი ხის ფესვებისგან, რომელიც 5-ჯერ უფრო აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას. მდიდარია ნატურალური ჰიალურონით და ვეგანური კოლაგენით. ხელს უწყობს ნაოჭების გაქრობას და კანის ფორმულის აღდგენას. არის ჰიპოალერგიული და არ შეიცავს პარაბენებს.
Lightweight Firming Cashmere Cream- დღის ფლუიდი ლიფტინგის ეფექტით
მსუბუქი გამამკვრივებელი ქაშმირის სახის ფლუიდი ატენიანებს და არბილებს კანს, ანიჭებს მას ბზინვარებას და ხელს უშლის ნაოჭების გაღრმავებას.
Firming Eye Gel Cream- დღის კრემი ლიფტინგის ეფექტით
ხელს უწყობს თვალის გარშემო არსებული სიშავეების გაქრობა და კანს მეტად გლუვს და ხავერდოვანს ხდის.
Resveratrol-Lift ხაზის შეძენა ექსკლუზიურად შესაძლებელია PSP-ს სააფთიაქო ქსელში.