შემოდგომა-ზამთრის სეზონი აერთიანებს კომფორტს, ელეგანტურობას და იმ განსაკუთრებულ კრეატივს, რომელიც მხოლოდ ამ სეზონზე იღვიძებს. ეს არის პერიოდი, რომელიც მოდის მოყვარულებს გამორჩეულად უყვართ – სეზონი, სადაც ფაქტურებით “თამაში”, ფენებად გადანაწილებული ლუქები და ყურადღებით შერჩეული აქსესუარები ქმნის გამორჩეულ დახვეწილობას.


ალბათ დაგვეთანხმებით, რომ გარდა თავსი ფუნქციური დატვირთვისა, შემოდგომა-ზამთარს განსაკუთრებულად უხდება ისეთი აქსესუარი, როგორიც ქუდია. თუ დააკვირდებით, ყოველწლიურად ქუდების ტენდეციებიც იცვლება, მაგალითად რამოდენიმე წლის წინ ძალიან აქტუალური იყო ე.წ “შლაპა”, 2023-24 წლები კი შეგვიძლია ჩავთვალოთ “ბალაკლავას” ერად, თუმცა საინტერესოა რას გვთავაზობს მიმიდნარე სეზონი? ეს ნამდვილად არ არის რთული გამოსაცნობი, რადგან დარწმუნებული ვართ ყურადღების მიღმა არავის დარჩებოდა Pillbox -ის ქუდების განსაკუთრებული აქტუალურობა.


სინამდვილეში, პილბოქსის ქუდების ისტორია გაცილებით ადრეული პერიოდიდან იწყება და მისი მთავარი დატვირთვა სამხედრო სფეროსთან იკვეთება. ქუდი, როგორც მოდური აქსესუარი მნიშვნელობას იძენს გასული საუკუნის 30იანი წლებიდან, თუმცა მისი განსაკუთრებული პოპულარობა 60-იან წლებს და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის- ჯეკი კენედის სახელს უკავშირდება. სწორედ კენედმა აქცია პილბოქსის ქუდი ელეგანტური,არისტოკრატიული სტილის სიბოლოდ და ამ არისტოკრატიულ ელემენტს ასევე ძალიან ხშირად ვხედავთ უელსის პრინცესას- ქეით მიდლტონის სტილშიც.


მიმდინარე სეზონზე პილბოქსის ქუდები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ის გვხვდება თითქმის ყველგან- ქუჩაში, სამსახურში, საღამოს შეკრებებზე, სოციალურ ქსელებში, ბლოგერების სტილში და ა.შ. ეს არის აქსესუარი, რომელიც იდეალურად ერწყმის სეზონის სხვა ტენდეციებს და სტილს- პიჯაკებს, პალტოებს, კაბებს, თუ კლასიკურ ორეულებს.

ისევე როგორც სამოსში, აქსესუარებშიც და მათ შორის პილბოქსის ქუდების შემთხვევაშიც პოპულარულია ისეთი ნეიტრალური ფერთა პალიტრა, რომელიც მოიცავს: შავ, თეთრ, კრემისფერ, ყავისფერ და ნაცრისფერ ტონებს. თუმცა ასევე ხშირად გვხვდება სხვადსხვა პრინტით თუ დეტალით გაფორმებული ქუდებიც, განსაკუთრებული სიხშირით კი, რა თქმა უნდა, ლეოპარდის პრინტი.


პილბოქსის ქუდის მინიმალისტური ფორმა, არისტოკრატიული ხიბლი და თანამედროვე ინტერპრეტაციები საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ ლუქს დამატებითი ელეგანტურობა და ინდივიდუალური ხასიათი შესძინოთ. ამიტომ თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა შეიძლება იქცეს თვენი სტილის მთავარ სიმბოლოდ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, გვერწმუნეთ რომ პილბოქსის ქუდი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.

