სილამაზის სამყაროში სულ უფრო აქტიურად ისმის სიტყვა „პეპტიდი“, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს პეპტიდებს და რატომ მიიჩნევენ მათ სილამაზისა და ახალგაზრდობის მთავარ ფორმულად.
თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, პეპტიდები ცილის ფრაგმენტებია, რომლებიც ამინომჟავებისგან შედგება, პეპტიდების ერთიანობა ქმნის ცილებს, ხოლო როგორც ვიცით ისეთი ცილები, როგორებიცაა ელასტინი და კოლაგენი კანის ძირითადი სამშენებლო მასალებია, სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეპტიდების და ცილების გარეშე კანი კარგავს ელასტიურობას და ჩნდება ნაოჭები, ამის თავიდან ასარიდებლად კი რუტინაში პეპტიდების ჩართვა საუკეთესო არჩევანია. ჩვენ კი გაგაცნობთ ორ უნიკალურ პროდუქტს, რომელიც მდიდარია პეპტიდებით და თქვენი კანის მოვლის რუტინას იდეალურს გახდის.
დერმაფირმის ანტიასაკობრივი, პეპტიდებით და ინკაფსულირებული ჰიალურონის მჟავით მდიდარი შრატი ებრძვის ისეთ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია ასაკის მატებით და აქ ვგულისხმობთ: ნაოჭებს, არათანაბარ კანის ტონს და პიგმენტურ ლაქებს. შრატი ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას და კანს ანიჭებს ელასტიურობას. პროდუქტი განკუთვნილია ასაკობრივი კანისთვის და რუტინაში ტონერის შემდეგ გამოიყენება.
DERMAFIRM- სახის კრემი Peptide
შრატის მსგავსად, დერმაფირმის ანტიასაკობრივი კრემი მდიდარია, როგორც პეპტიდებით ასევე ჰიალურონის მჟავით. კრემი ხელს უწყობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს მეტ ბზინვარებას და ელასტიურობას ანიჭებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ პეპტიდები ნამდვილად განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევა და აღსანშნავია, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული გზით მოქმედებს, რაც მათ ეფექტურობას განაპირობებს. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ პეპტიდები სხვა სასარგებლო ინგრედიენტებთან ერთად იდეალურად მუშაობს, ამიტომ მათი გამოყენება: ანტიოქსიდანტებთან, დამატენიანებლებთან თუ სხვა პროდუქტებთან ერთად პრობლემას არ წარმოადგენს.
თქვენ კი სილამაზის და ახალგაზრდობის მთავარი ფორმულით მდიდარი პროდუქტები უკვე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში.