N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ნუკი ჭაბუკიანის პროფესიული ტრაექტორია

იანვარი 31, 2026
A A
ნუკი ჭაბუკიანის პროფესიული ტრაექტორია
335
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

პროფესიას ხშირად შინაგანი კარნახით ვირჩევთ. ნაპერწკალი ბავშვობაშივე ჩნდება, გარემო კი თანდათან აყალიბებს და ფორმას აძლევს მას. ზოგისთვის მოდა მხოლოდ გლამური და სტატუსია, სხვებისთვის – თვითგამოხატვა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც მოდამ თითქოს თავად აირჩია – დაბადებიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ცხოვრება სწორედ მისთვის უნდა დაეკავშირებინა. მიუხედავად ამისა, პროფესიული გზა იშვიათად არის სწორხაზოვანი: ის სავსეა წინააღმდეგობებით, ეჭვებით, ოჯახის წევრთა შიშებითა და საზოგადოების მცდარ წარმოდგენებთან დაპირისპირებით. ამ ინტერვიუში ნუკი ჭაბუკიანი თავის მრავალფეროვან გამოცდილებაზე გვესაუბრება, რომელიც ერთდროულად შთამბეჭდავიცაა და შთამაგონებელიც, რადგან აჩვენებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი მზად ხარ, გამბედაობა მოიკრიბო და პირველი ნაბიჯი გადადგა – მაშინაც, როცა შენს არჩევანს ეჭვით უმზერენ.


ნუკი, როგორ აირჩიეთ პროფესია?

დედა წარმატებული მოდელი იყო და, მისი გავლენით, თავისთავად გამიჩნდა მოდის მიმართ ინტერესი. თავიდან მეც მოდელობა მსურდა, მაგრამ თან დიზაინიც მიტაცებდა – საბოლოოდ, სწორედ მასზე გავაკეთე არჩევანი. ოჯახი წინააღმდეგობით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, ამიტომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი… თუმცა ვგრძნობდი, რომ მასმედიაში ჩემი ადგილი არ იყო. მოდის ინდუსტრიაზე ოცნება არასოდეს შემიწყვეტია. Forbes Georgia-ში ჟურნალისტად მუშაობის დაწყების შემდეგ, luxury business-იც მალევე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში… და მივხვდი, რომ ამ სექტორში კარიერული ჰორიზონტი გაცილებით ფართო იყო. შევარჩიე luxury management-ის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა: ერთი მხრივ, სწავლება მიმდინარეობდა იტალიის Politecnico di Milano-ში, მეორე მხრივ კი, საფრანგეთში – NEOMA Business School-ში. სანამ საგანმანათლებლო მიზნებით ევროპაში გავემგზავრებოდი, ჩემი ჩანაფიქრის შესახებ ახლობლებს ვუამბე. ისინი ჩემს ჩანაფიქრს ეჭვით შეხვდნენ – საქართველოში მაგ პროფესიას ვერ გამოიყენებო, თუმცა ჩემი დღევანდელი საქმიანობა სწორედ იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ luxury management-ი ჩვენს რეგიონშიც მოთხოვნადია და ამ პროფესიაშიც შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიო.


რა შეგძინათ მილანის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ისეთი, რამაც მოგვიანებით, ნაწილობრივ მაინც, თქვენი კარიერული წარმატება განსაზღვრა?

სწავლამ ლუქს სფეროსა და ბრენდების აღქმა შემიცვალა. შევიტყვე, რომ ძვირად ღირებული ნივთის მთავარი ფასეულობა მასთან დაკავშირებული ისტორიაა, რაც ნივთის იარლიყზე აღნიშნულ ფასზე გაცილებით მაღალ, არამატერიალურ ღირებულებას სძენს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანისთვის ლუქსი მხოლოდ სტატუსსა და სიმდიდრეს უსვამს ხაზს, სინამდვილეში ამ სფეროში არსებობს სეგმენტაცია, რომელიც განიხილება როგორც საფასო კატეგორიით, ისე ბრენდის საფუძვლით. მაგალითად, Patek Philippe Nautilus-ის საათი განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ის ლეგენდარულმა დიზაინერმა ჟერალდ ჟენტამ შექმნა. მისი ინსპირაცია მოდის ჟიულ ვერნის წიგნიდან „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ – საათის ფორმა ნავმის ნომის წყალქვეშა ხომალდის ფანჯარას გვაგონებს.


მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ლეგენდარულ Remy Martin-ში დასაქმდით – როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

Remy Martin-ში ჩამოყალიბდა ჩემი სამუშაო ეთიკა, რაც ყველაფერს მოიცავს – პუნქტუალურობით დაწყებული, თანამშრომლების პატივისცემითა და გუნდურობით დამთავრებული. პარიზის გარეუბანში ვცხოვრობდი, ამიტომ 6 საათზე მიწევდა გაღვიძება. სამსახურში მისვლამდე 3 მეტროს ხაზს ვიცვლიდი; ოფისში დროულად რომ გამოვცხადებულიყავი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ხელით მიმქონდა და მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე ვიცვამდი. Remy Martin-ს მოჰყვა მკერავის სტაჟირება David Koma-ს შოურუმში. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მოდასთან, გაყიდვებთან, ბაიერებთან და იმ საოცარ დინამიკასთან, რასაც მოდის ბიზნესინდუსტრია ჰქვია (მოდა, როგორც ხელოვნება, ცალკე თემაა). სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ სწორედ აქ იყო ჩემი ადგილი.


როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული ცხოვრება საქართველოში?

საქართველოში დაბრუნებისთანავე Materiel Tbilisi-ში საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიცია დავიკავე. მოგვიანებით სათავეში ჩავუდექი საოპერაციო მიმართულებას და ჩემს გუნდთან ერთად ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი, გლობალური ბრენდი შევქმენი. Dots-ი (რომელსაც დღემდე ჩემს შვილს ვუწოდებ) ნულიდან ავაწყვე, სახელიც კი თავად შევურჩიე – მთელი სული და გული ჩავდე მის განვითარებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Dots-მა შეცვალა მომხმარებლის აღქმა, დაანგრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ თუ რაღაც ქართულია, აუცილებლად ძვირი და უხარისხოა. ჩვენ საზოგადოებას დავანახვეთ, რომ ფილოსოფია „ჩაიცვი ქართული“ საამაყო, ტრენდული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომია.


წაიკითხეთ ნუკი ჭაბუკიანის სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის უახლეს გამოცემაში, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე

Tags: Nargis Magazineინტერვიუნუკი ჭაბუკიანი
წინა პოსტი

წარსულის ექო და მომავლის ხედვა: პარიზის მაღალი მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

შემდეგი პოსტი

როგორ შევარჩიოთ სამოსი ვალენტინობისთვის?- გზამკვლევი თქვენი რომანტიკული საღამოსთვის

შემდეგი პოსტი
როგორ შევარჩიოთ სამოსი ვალენტინობისთვის?- გზამკვლევი თქვენი რომანტიკული საღამოსთვის

როგორ შევარჩიოთ სამოსი ვალენტინობისთვის?- გზამკვლევი თქვენი რომანტიკული საღამოსთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN