N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები და 2026 წლის გაზაფხულის მთავარი ტრენდები

სექტემბერი 19, 2025
A A
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები და 2026 წლის გაზაფხულის მთავარი ტრენდები
334
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ნიუ-იორკის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებები დასრულდა და, როგორც სეზონის პირველმა საერთაშორისო ღონისძიებამ, რამდენიმე ადრეული მინიშნება მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2026 წლის გაზაფხულის მთავარი ტენდეციები.

მოდის სამყარომ როგორც მოსალოდნელი, ისე სრულიად მოულოდნელი ტრენდები წარმოგვიდგინა. კლასიკურ ელემენტებთან ერთად გამოკვეთა ახალი და საინტერესო დეტალები, რომლებმაც ზოგად ტენდენციებში განსხვავებული მიმართულებები შეიტანა. დიზაინერებმა წარსულის მიმართ ნოსტალგია თანამედროვე ფორმებში გადმოიტანეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიახლე ხშირად ძველის განახლებული ხედვაა.


ფუნქციური ყელსაბამი 

ფუნქციური აქსესუარების ახალმა ტალღამ ყელსაბამი ხელჩანთად გადააქცია. Coach-ისა და Michael Kors-ის კოლექციებში ეს ტრენდი გამოკვეთილად ჩანდა, ხოლო Tory Burch-მა უფრო მინიმალისტური ვერსია შემოგვთავაზა. რაც შეეხება TWP-ის ყელსაბამებს, მან ის სათვალის სათავსოდ აქცია და მოდურობა პრაქტიკულობას შესანიშნავად შეუთავსა.


თავსაბურავები 

ბოლო რამდენიმე სეზონის შემდეგ, თავსაბურავი 2026 წლის ნიუ-იორკის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე თმის აქსესუარის მთავარ გმირად იქცა. აქსესუარებმა ანა სუისა და R13-ის ბოჰემურ ლუქებს დამატებითი ავთენტურობა შესძინა, თუმცა ისინი ასევე კარგად ერწყმოდა Calvin Klein-ის სუფთა მინიმალიზმს და Sandy Liang-ის ფემინურ სამოსს.


წელის აქსესუარები 

წელსახვევები და დეკორატიული დეტალები ამ სეზონში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ეს არა მხოლოდ უბრალო ქამრებია, არამედ სხვადასხვა სტილის მოდური აქსესუარები: წინსაფრები, ფართო ქამრები, კონტრასტული ფერის წელსახვევები და ბოჰემური შარფები, რომლებიც ჩაცმულობას ახლებურ ხიბლსა და სიმსუბუქეს სძენს.


ნაზი ცისფერი ტონები

მსუბუქი და ჰაეროვანი ცისფერი ფერი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირია. Prabal Gurung, Jane Wade და Tanner Fletcher სრულ ცისფერ ლუქებს გვთავაზობენ, ხოლო Tory Burch ღია ცისფერ ზედას ყავისფერი ქვედაბოლოთი ამშვენებს, რაც ელეგანტურ და დაბალანსებულ კომბინაციას ქმნის.


“ჯინის” შარვლები 

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე თამამი სილუეტი მოდაში ბრუნდება – თავისუფალი შარვლები, ე.წ. ‘’ჯინის შარვლები’’ Altuzarra-ს, Michael Kors-ის, Ashlyn-ისა და Patbo-ს კოლექციებში ვიხილეთ. ეს ტენდენცია ნაწილობრივ უკავშირდება Alaïa-ს 2025 წლის გახმაურებულ კოლექციას, რომელიც პიტერ მულის მიერ შეიქმნა.


ბოლერო 

ბოლეროს აღორძინება დაახლოებით 2022 წელს, ბალეტის ძირითადი სტილის აღზევების შემდეგ დაიწყო და დღეს უკვე ნიუ-იორკის პოდიუმებზეც მკაფიო პოზიციას იკავებს. საინტერესოა ისიც, რომ დიზაინერები ამ მოკლე შემოსაცმელის მიმართ სრულიად განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ: Aknvas-ში ვიხილეთ მოცულობითი, ფრიალა მოდელები, Christian Cowan-ში თამამი ბეწვის ვარიანტები, ხოლო Tyler McGillivary-ში – მკერდის ქვეშ გამოკვეთილი ჯინსის ვარიაციები.


ნიუ-იორკის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციებმა დაგვანახა, რომ მოდა უბრუნდება სიმსუბუქეს, ექსპერიმენტულობასა და ინდივიდუალურობას. დიზაინერები თამამად თამაშობენ ფორმებით, ფერებითა და ტექსტურებით, ქმნიან ჰარმონიას კლასიკასა და ინოვაციას შორის. თითოეული ლუქი კი არამხოლოდ ესთეტიკას, არამედ იდეას, ხედვას და თვითგამოხატვის საშუალებას გვთავაზობს.  

Tags: გაზაფხულის ტრენდებინიუ-იორკის მოდის კვირეულიწელის აქსესუარები
წინა პოსტი

BELUGA – საკულტო არაყი მონტენეგროდან 

შემდეგი პოსტი

შთაგონების ბუნება და პროფესიული კომპრომისები

შემდეგი პოსტი
შთაგონების ბუნება და პროფესიული კომპრომისები

შთაგონების ბუნება და პროფესიული კომპრომისები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN