N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

N13- საზაფხულო წვეულება და ახალი ნომრის პრეზენტაცია

ივლისი 17, 2025
A A
N13- საზაფხულო წვეულება და ახალი ნომრის პრეზენტაცია
344
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

„ნარგისის“ ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჟურნალი მკითხველს N13-ის სახით სრულიად განახლებულ კონცეფციას სთავაზობს – ორენოვან, თანამედროვე ფორმატს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული.


უახლესი ნომრის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო Telegraph-ში გაიმართა.


სადა და ელეგანტურმა გარემომ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ახლოს გაცნობოდნენ ჟურნალის ახალ ხედვას და გაეზიარებინათ მასთან დაკავშირებული პირველადი შთაბეჭდილებები.


საღამოს ორგანიზებაზე Click Events-მა იზრუნა, მუსიკალური ატმოსფერო კი Haverdi-მ შექმნა.


ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა N13-ის საქართველოს მთავარმა რედაქტორმა, თაკო ჩხეიძემ.


მან ისაუბრა გამოცემის ახალ მიმართულებებზე და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს – „სოკარს“, „ბოიგარს“ და სასტუმრო „ტელეგრაფს“, სადაც ნომრის გარეკანის ფოტოსესია გაიმართა.


საღამოს ესწრებოდნენ მოდის, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ასევე სტუმრები აზერბაიჯანიდან და N13-ის საერთაშორისო რედაქციის წევრები.


ღონისძიების განსაკუთრებული მომენტი იყო ახალი ნომრის გმირის, ბალეტის ვარსკვლავ გიორგი ფოცხიშვილის გამოჩენა.


ის ოჯახთან ერთად ესწრებოდა საღამოს, სტუმრებს გულწრფელი სიტყვით მიმართა და ჟურნალთან თანამშრომლობის გამოცდილება პირადად გაუზიარა.


N13-ის საზაფხულო წვეულება არა მხოლოდ ახალი ნომრის პრეზენტაცია, არამედ პლატფორმა გახდა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გამოცემის ახალ ღირებულებებს, ხედვას და საერთაშორისო მიმართულებას – ახალ ეპოქას, რომელსაც „ნარგისი“ დღეს ზუსტად და თავდაჯერებულად უძღვება.



















Photo: Anna Leonizze-Kostomarova

Tags: N13Nargis Magazineახალი ნომერიპრეზენტაცია
წინა პოსტი

“ბედნიერების მჯერა” – 20 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, თიკა ფაცაციამ მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა. 

შემდეგი პოსტი

უსაფრთხო რუჯი არ არსებობს- “კანის მაშველები” და PSP-ს უახლესი კამპანია

შემდეგი პოსტი
უსაფრთხო რუჯი არ არსებობს- “კანის მაშველები” და PSP-ს უახლესი კამპანია

უსაფრთხო რუჯი არ არსებობს- "კანის მაშველები" და PSP-ს უახლესი კამპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN