N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

მილანის მოდის კვირეული 2025: ხმაურიანი ჩვენებები, სადებიუტო კოლექციები და ახალი ტენდენციები

სექტემბერი 30, 2025
A A
მილანის მოდის კვირეული 2025: ხმაურიანი ჩვენებები, სადებიუტო კოლექციები და ახალი ტენდენციები
330
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მილანის მოდის კვირეული დასრულდა- 23 სექტემბრიდან დღემდე ჩვენ ვიხილეთ ისეთი საერთაშორისო მოდის სახლების 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები, როგორებიც არიან: Dolce & Gabbana, Bottega Veneta, Ferragamo, Versace, Prada, Max Mara, Jil Sander, Emporio Armani, Fendi და სხვები. თითოეულმა კოლექციამ მკაფიოდ გვაჩვენა, რომელი ქსოვილები, ფერები თუ სტილი იქნება აქტუალური მომავალი სეზონისთვის. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მილანის მოდის კვირეულის გამორჩეულ ჩვენებებს, რომლებშიც კარგად ნაცნობ დიზაინერებთან ერთად რამდენიმე საინტერესო დებიუტიც ვიხილეთ.


Dolce & Gabbana-ს უახლეს კოლექციაში მთავარი აქცენტი საძინებლის სტილზე იყო მიმართული, სადაც მოდელებმა წარმოადგინეს სხვადასხვა დეკორაციებით თუ კრისტალებით გაფორმებული ზოლიანი პიჟამოები, გამჭვირვალე ხალათები და თამამი სილუეტები. მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება კი ფეხსაცმელმა მიიქცია- ჩვენ ვიხილეთ როგორც ელეგანტური ქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე ფუმფულა ჩუსტები, რომელიც ნამდვილად ეხმაურებოდა კოლექციის მთავარ თემატიკას. ჩვენების განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მომენტი კი დარბაზში მერილ სტრიპის და სტენლი ტუჩის, როგორც მირანდა პრისლის და ნაიჯელის, გამოჩენა იყო.


ალბათ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მილანის მოდის კვირულის ყველაზე ხმაურიანი ჩვენება დარიო ვიტალემ შექმნა, რომელმაც Versace-სთვის სადებიუტო კოლექცია წარადგინა. უახლესი კოლექციის ჩვენება Pinacoteca Ambrosiana-ში გაიმართა, რამდენიმე დღით ადრე კი სტუმრებს მოსაწვევი გაეგზავნათ რომელშიც შემდეგი ტექსტი იყო დატანილი „ჩაიცვით რაღაც თავხედური, თითქოს წესრიგს დასცინით“- სწორედ ამ კონცეფციას გაყვა თავდ დარიო ვიტალეც და საზოგადოებას სენსუალური, თავისუფალი სამოსი წარუდგინა: მოკლე კაბები ღია ზრუგით, ფერადი ჯინსები, თამამი პრინტები, ბაროკოს სტილის დეტალები და, რა თქმა უნდა, ბრენდის დნმ-სთვის დამახასიათებელი ოქროს აქსესუარები თუ მეტალის ელემენტები. ახალმა კრეატიულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი ჯანი ვერსაჩეს სულიერების გადმოცემა იყო, თუმცა საზოგადოება მის კოლექციას ორი რადიკალური პოზიციით შეხვდა- ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს კოლექცია არ იყო Versace, ნაწილი კი აღფრთოვანებით შეხვდა სიახლეს.


კიდევ ერთი გამორჩეული დებიუტი შედგა Bottega Veneta-ს მოდის სახლში, კრეტიული დირექტორის პოსტის დაკავების შემდეგ ლუიზ ტროტერმა საზოგადოებას მისი პირველი კოლექცია წარუდგინა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა მისი მთავარი ინსპირაცია ლორა ბრაგიონი გახდა, რომელიც იყო პირველი ქალი კრეატიული დირექტორი Bottega Veneta-ში და რომელმაც ბრენდისთვის 1980-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე იმუშავა. ლუიზ ტროტერის კოლექცია ელეგანტური სილუეტებით და ფერთა გამორჩეული კომბინაციებით გამოირჩეოდა და ნამდვილად დაიმსხურა მოდის მოყვარულების განსაკუთრებული მოწონება- კლასიკური სილუეტები, მკვეთრად გამოხატული მინიმალიზმი, ასიმეტრიული ჭრილები, რბილი და ჰაეროვანი ფაქტურები და, რა თქმა უნდა, მოდის სახლის განუყოფელი ნაწილი- ტყავის ქსოვილი.


მაქსიმილიან დევისის გამორჩეულად კრეატიული ხედვის თვალსაჩინო მაგალითი იყო Ferragamo-ს უახლესი კოლექცია. დიზაინერმა შთაგონება 1920-იანი წლების ჰოლივუდიდან აიღო, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც მოდის სახლის დამფუძნებელი- სალვატორე ფერაგამო ჰოლივუდში მუშაობდა. დევისმა 1920-იანი წლები იდეალურად მოარგო თანამედროვეობას, მის კოლექციაში კი მკვეთრად იგრძნობოდა ის თავისუფალი და გამორჩეული სტილი, რომელსაც ამ პერიოდში განსაკუთრებულად აფასებდნენ. კოლექცია უნიკალური ტექსტურებით და თამამი პრინტებით შექიმნა, სწორედ ასეთი იყო ფერთა პალიტრაც, რომელშიც ოქროსფერი, ღია ყავისფერი, თეთრი და ნაცრისფერი ტონები ერთმანეთს ერწყმოდა.


კვირეულზე Prada-ს 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინეს მიუჩია პრადამ და რაფ სიმონსმა. დიზაინერებმა წინ წამოწიეეს ყოველდღიური და პრაქტიკული სტილი, ყველანაირი ზედმეტი დეკორაციების თუ თვალისმომჭრელი ეფექტების გარეშე. კოლექციის სილუეტები თავისუუფალ, ფუნქციურ სტილს ეფუძნებოდა, ფერთა პალიტრა კი ისეთ ნეიტრალურ ტონებს მოიცავდა, როგორებიცაა: ნაცრისფერი, ბეჟი, მუქი ლურჯი, თუმცა მათთან კონტრასტს ქმნიდა წითელი, ვარდისფერი და მწვანე ტონები. სამოსში ძირითადად გამოყენებული იყო მსუბუქი ქსოვილები და გამჭვირვალე ტექტურები.


მილანში Max Mara-ს ბრენდის ქვეშ 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა დიზაინერმა იანი გრიფითსმა, რომელმაც როკოკოს ელემენტები იდეალურად მოარგო თანამედროვე პრაქტიკულობას. კოლექცია აერთიანებდა დახვეწილ პიჯაკებს, შარვლებს და ქვედაბოლოებს, ფერთა პალიტრაში კი დომინირებდა ბეჟი, ყავისფერი და შავი ტონები.


Jil Sander-ის მოდის სახლისთვის სადებიუტო კოლექცია წარადგინა სიმონე ბელოტიმ. ახალი კრეატიული დირექტორის კოლექცია ბრენდის მინიმალიზმს იდეალურად გამოხატავდა, თუმცა ბელოტიმ სამოსში უფრო თამამი და თანამედროვე ინტერპრეტაციები შეიტანა. მოდის სახლის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარი მახასიათებლები იყო- ტანზე მომდგარი პიჯაკები, კონსტრუქციული ქურთუკები, ელეგანტური ქვედაბოლოები, ნეიტრალური ფერთა პალიტრა და მსუბუქი ქსოვილები.


განსაკუთრებულად ემოციური იყო Emporio Armani-ს 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება. ეს იყო პირველი შოუ მას შემდეგ, რაც გენიალური დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. კოლექციას ტრადიციულად მიყვებოდა არმანისთვის დამახასიათებელი იტალიური ელეგანტურობა, სამოსის ფერთა პალიტრაშიც ტრადიციულად პასტელური ტონები დომინირებდა. ჩვენების დასრულების შემდეგ კი სცენაზე აუდიტორიის წინაშე ჯორჯო არმანის და წარსდგა.


მილანის მოდის კვირეულზე განსაკუთრეულად ფერადი და კაშკაშა კოლექცია წარადგინა სილვია ვენტურინი ფენდიმ. ფერებით და ტექსტურებით “თამაში” Fendi-ს განუყოფელი ნაწილია და ეს არც უახლესი კოლექციის შემთხვევაში შეცვლილა, რომელშიც გამოყენებული იყო, როგორც კლასიკური, ასევე სპორტული დეტალები. განსაკუთრებულად თვალშისაცემი კი ფერადი ქვედაბოლოების და პიჯაკების კომბინაციები გახლდათ.

Tags: Versaceგაზაფხული/ზაფხული 2026მილანის მოდის კვირეული 2025
წინა პოსტი

თბილისი აუთლეტ ვილიჯი: კავკასიაში პირველი საერთაშორისო აუთლეტი

შემდეგი პოსტი

ლა კლინიკი- ჰოლისტიკური მიდგომა ესთეტიკურ მედიცინაში

შემდეგი პოსტი
ლა კლინიკი- ჰოლისტიკური  მიდგომა ესთეტიკურ მედიცინაში

ლა კლინიკი- ჰოლისტიკური მიდგომა ესთეტიკურ მედიცინაში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN