N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ლიკა სახოკიას მილანური თავგადასავალი და ფოტოგრაფიით მოყოლილი ისტორიები

ივლისი 30, 2025
A A
ლიკა სახოკიას მილანური თავგადასავალი და ფოტოგრაფიით მოყოლილი ისტორიები
509
გაზიარება
3.9k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზოგჯერ მხოლოდ ერთი კადრიც კი საკმარისია მთელი ისტორიის მოსაყოლად, მთავარია დრო ზუსტად გათვალო და წამი დაიჭირო, თუმცა, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია და გამორჩეული მომენტის დაჭერა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, სწორედ ისეთებს, როგორიც ჩვენი რესპონდენტი ლიკა სახოკიაა- 28 წლის ფოტოგრაფი, რომელმაც შთაგონება იტალიის გამორჩეულ ქალაქში, მილანში იპოვა და უკვე მესამე წელია გვიზიარებს ულამაზეს კადრებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

N13-თან ინტერვიუში ლიკამ ისაუბრა მის პროფესიულ ხედვებზე და სტილზე, რომელიც იდეალურად ეხმიანება მის პიროვნებას.

როგორ იქმნება შენი, როგორც ფოტოგრაფის ხელწერას და რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას კადრის გადაღების დროს?

ფოტოს გადაღების დროს პირველ რიგში გარემოს ვაკვირდები- ის არ უნდა იყოს ქაოსური, რადგან კადრი ზედმეტად დატვირთული არ გამოვიდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტო არამხოლოდ ესთეტიკური იყოს, არამედ ემოციაც აღძრას. ხშირად გადაღება სპონტანურად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე ხდება, ამიტომ მგონია, რომ ჩემს გვერდზე ნანახი ყოველი ფოტო ნამდვილია და მეც ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ასეთი, დაუგეგმავი გადაღება მანიჭებს.

პროფესიული განვითარებისთვის რატომ აირჩიე იტალია, კონკრეტულად კი მილანი?

ჩემთვის იტალია შთაგონებაა- ქვეყანა, რომელიც რომანტიკას, ხელოვნებასა და დაუსრულებელ სილამაზესთან ასოცირდება. აქ ყველაფერი განსაკუთრებულია- იქნება ეს ძველი ვინტაჟური ბარი, ვიწრო ქუჩა თუ ხანდაზმული ადამიანი, რომელშიც დროის ელეგანტურობა იკითხება. რაც შეეხება მილანს, ამ ქალაქში ყველაფერი იდეალურადაა დაბალანსებული- ისტორია, ნოსტალგია, ყოველდღიური რუტინა და დადებითი განწყობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

შეგიძლია გამოარჩიო 3 ადგილი მილანში, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს?

პირველი რაც მახსენდება არის- Brera, სადაც ხშირად ვსეირნობ, თუმცა ყოველ ჯერზე ეს ადგილი განსხვავებულ ემოციებს აღძრავს, ბრერა ჩემთვის იმ ძველ იტალიასთან ასოცირდება რომელშიც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე არის- Giacomo Caffè, სადაც შემიძლია საათობით ვიჯდე და ყოველი დეტალი სხვადასხვა რაკურსით გადავიღო. დაბოლოს- Villa Necchi Campiglio, 1930-იან წლებში აშენებული არტ-დეკო ვილა. ეს ადგილი ერთდროულადაა ელეგანტურობის და არქიტექტურული სიზუსტის სიმბოლო, სადაც განსაკუთრებულად მყუდროდ ვგრძნობ თავს.

სად პოულობ შთაგონებას, რომელიც იდეალურად აისახება შენს მიერ გადაღებულ კადრებში?

შთაგონებას ყოველდღიურ დეტალებში ვპოულობ. ჩემთვის დილა იტალიური ბარიდან იწყება, სადაც გარემო და ადამიანები ერთნაირად საინტერესოა. ხშირ შემთხვევაში ბარში მინიმალური დროით მივდივარ, რადგან ეს ერთგვარ რუტინად იქცა, რომელიც მთელი დღის შთაგონებას მჩუქნის. გარდა ამისა ჩემთვის ინსპირაციის წყაროა: იტალიური არქიტექტურა, უბრალო ნივთები, რომელიც ქუჩაში მხვდება და, რა თქმა უნდა, ადამიანები.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

შეცვალა თუ არა შენი ფოტოგრაფიული ხედვა მილანმა?

დიახ, ვიტყოდი, რომ მილანმა მომცა სითამამე. უცხო ქვეყანაში ყოველი დღე ახალი გამოწვევაა და მილანი სწორედ ის ქალაქია, რომელიც მუდმივად გიბიძგებს სიახლისკენ. აქ მივხვდი, რომ სილამაზე ისეთ მინიმალისტურ დეტალებშია, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება.

როგორ არჩევ ადგილს და როგორ ხვდები, რომ სწორედ ეს ადგილი იმსახურებს შენს ობიექტივში ყოფნას?

ჩემს შემოქმედებაში ვინტაჟს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, სწორედ ამის მიხედვით ვარჩევ გარემოსაც. მინდა რომ ჩემი ნამუშევრები ისტორიას ჰყვებოდნენ. კადრში შესაძლოა მოხვდეს: ვინტაჟური სამოსი, აქსესუარები, პატარა ბარი ან ძველი რესტორანი- ყველაფერი რაც წარსულის ნაწილია და მინდა ეს ნოსტალგია სხვებსაც გადავცე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

⁠გახსენდება თუ არა მომენტი, რომლის გადაღებამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?

ერთხელ გაჩერებაზე ვიდექი და დავინახე ასაკოვანი წყვილი, რომელიც კორპუსიდან გამოვიდა, ქალი მეუღლეს ნაზად დაემშვიდობა და უთხრა “სახლში შევხვდებით ჩემო სიყვარულო”- ეს ყველაფერი იმდენად გულწრფელი იყო თვალს ვერ ვწყვიტავდი და ვიდეოც გადავიღე. სწორედ ასეთი შთაბეჭდილებები მინდა გავაზიარო ჩემი ფოტოებით და გადმოვცე ის ყოველდღიურობა, რომელიც სავსეა სიყვარულით.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

⁠მილანი მოდის ერთ-ერთი დედაქალაქია- საინტერესოა, იმოქმედა თუ არა საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ შენს სტილზე?

მილანმა ჩემს სტილზე გავლენა იმ თვალსაზრისით მოახდინა, რომ აქ ცხოვრების შემდეგ მეტი ყურადრება მივაქციე დეტალებს, ხარისხს და იმას თუ რამდენად ერგება ჩემი ჩაცმულობა ჩემს პიროვნებას. ვფიქრობ, ჩემი სტილი მარტივი და ელეგანტურია, რომელშიც დომინირებს: შავი, თეთრი და ყავისფერი ტონები. მიმაჩნია, რომ გამორჩეულ სტილს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ქმნის.

შენს ფოტოებში მკვეთრად იგრძნობა ვინტაჟისადმი სიყვარული – სტილზეც იგივეს თქმა შეგიძლია? რამდენად ხშირად იყენებ ვინტაჟურ სამოსს ან აქსესუარებს საკუთარ ჩაცმულობაში?

ვინტაჟისადმი ჩემი სიყვარული ფოტოგრაფიის გარდა, სტილშიც იგრძნობა. ხშირად ვატარებ ვინტაჟურ სამოსს და აქსესუარებს, იქნება ეს: შარფი, სათვალე თუ სხვა დეტალი, რომელსაც იტალიის პატარა მაღაზიებში ვყიდულობ, სადაც გამყიდველი დიდი ენთუზიაზმით გიყვება თითოეული ნივთის ისტორიას და მეც უფრო დიდი სიამოვნებით ვატარებ მათ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

⁠თუ მილანის სტილი ერთი სიტყვით უნდა აღწერო, რა იქნება ეს სიტყვა?

ვფიქრობ მილანის სტილი “ავთენტურია”- ეს არის ქალაქი, რომელიც მიჰყვება მოდის ტენდეციებს, თუმცა არასდროს კარგავს ინდივიდუალიზმს. მილანი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის, ის არა მხოლოდ მიჰყვება მოდას, ხშირ შემთხვევაში თვითონ ქმნის მას.

როგორ ფიქრობ, არსებობს რაიმე დეტალი, რომლის გარეშეც შენი ინდივიდუალური სტილი ვერ წარმოგიდგენია?

ჩემი სტილი მარტივი და ბუნებრივია, სწორედ ამ სიმარტივის გარეშე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. არ მიყვარს ზედმეტი დეტალები, ფერების შემთხვევაშიც ნეიტრალურ ტონებს ვანიჭებ უპირატესობას. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომფორტი, მიმაჩნია, რომ სამოსში აუცილებლად კომფორტულად უნდა ვგრძნობდე თავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

მიგაჩნია, რომ ყოველდღიურ სტილს შეუძლია ადამიანის განწყობა გამოხატოს? და შენი სტილი რამდენად გამოხატავს შენს განწყობებს?

ვეთანხმები იმ აზრს, რომ სტილს განწყობის გამოხატვა შეუძლია, ჩემ შემთხვევაში ასეა. მაგალითად, როდესაც მინდა შეუმჩნეველი ვიყო მუქი ფერის სამოსს ვატარებ, საპირისპირო შემთხვევაში კი, როდესაც მინდა ჩემი დადებითი განწყობები ყველას გავუზიარო, ვდილობ ლუქში ისეთი დეტალები შევურიო, რომელიც ყურადღებას იქცევს. ვიტყვი, რომ ჩემი ყოველდღიური სტილი იდეალურად ეხმიანება ჩემს განწყობებს.

რომელი მოდის სახლი და დიზაინერია ყველაზე ახლოს შენს სტილთან?

ვფიქრობ ჩემს სტილტან ყველაზე ახლოს არიან: Ralph Lauren, Yves Saint Laurent და Loro Piana. მათი მინიმალიზმი, ფერთა პალიტრები და ელეგანტურობა ზუსტად ემთხვევა ჩემს გემოვნებას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lika Sakhokia (@licasakh)

დაბოლოს, არსებობს თუ არა სტილის “საიდუმლო”, რომელიც მოდის დედაქალაქში – მილანში ცხოვრებამ გასწავლა?

ვფიქრობ სტილი ბუნებრივად უნდა იქმნებოდეს, მილანმა მასწავლა რომ “სტილის საიდუმლო” სწორედ ბუნებრივობაშია. როდესაც სამოსში თავდაჯერებული და ნამდვილი ხარ- ეს გხდის გამორჩეულს.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: Nargis Magazineლიკა სახოკიაფოტოგრაფია
წინა პოსტი

ანა შელიას ზაფხული: ჰაეროვანი სტილი და თავის მოვლის რუტინა

შემდეგი პოსტი

სად ისვენებენ მოდის ბლოგერები- საუკეთესო ლოკაციები ზაფხულის შვებულებისთვის

შემდეგი პოსტი
სად ისვენებენ მოდის ბლოგერები- საუკეთესო ლოკაციები ზაფხულის შვებულებისთვის

სად ისვენებენ მოდის ბლოგერები- საუკეთესო ლოკაციები ზაფხულის შვებულებისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN