დღეს თავის მოვლა აღარ არის ფუფუნება – ის ცხოვრების სტილია, რომელიც განსაზღვრავს საკუთარ თავთან ჰარმონიულ ურთიერთობას და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. „ნარგისთან“ ინტერვიუში ლეკო კორინთელი – „ლა კლინიკის“ სამედიცინო ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული ლექტორი და საერთაშორისო ტრენერი აპარატული ტექნოლოგიების მიმართულებით – მიმოიხილავს ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და გვირჩევს, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე.
როგორია თანამედროვე ცხოვრებაში თავის მოვლის ფილოსოფია?
თავის მოვლა აღარ არის მხოლოდ ესთეტიკური მოთხოვნილება, ის არის ცხოვრების ხარისხის განუყოფელი ნაწილი და ჰოლისტიკურ მიდგომას ეფუძნება – სხეულის, გონებისა და ემოციური კეთილდღეობის ერთიან სისტემას ქმნის. თუ წარსულში თავის მოვლა მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურებით შემოიფარგლებოდა, დღეს ეს ცნება უფრო ფართო და ღრმაა: მოიცავს დაბალანსებულ კვებას, სტრესის მენეჯმენტს, სრულფასოვან ძილს, ფიზიკურ აქტივობასა და კანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ რუტინას.
ლა კლინიკის“ სახით, საქართველოში პირველად გაიხსნა Skin Bar კონცეფციის სამედიცინო კლინიკა. რას გულისხმობს იგი?
Skin Bar კონცეფცია ფოკუსირებულია კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე – თითოეულ კლიენტს უტარდება პროფესიული დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც იქმნება პროგრამა. პროცედურებში შედის როგორც ინიექციური მეთოდები (მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, ბიორეპარაცია), ისე უახლესი აპარატული ტექნოლოგიები, მაგალითად, Hydrafacial, რომელიც უმტკივნეულო, არაინვაზიური პროცედურაა. ვაკუუმის და აქტიური სერუმების მეშვეობით აპარატი ერთდროულად ასუფთავებს კანს, ატენიანებს მას და სიგლუვეს ანიჭებს. პროცედურა მყისიერ ეფექტს იძლევა, რეაბილიტაცია არ სჭირდება და უსაფრთხოა ჰიპერმგრძნობიარე კანისთვისაც კი.
როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს?
მნიშვნელოვანია კომბინირებული მიდგომა: კანის დაცვა მზისგან, ანტიოქსიდანტური და დამატენიანებელი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება და რეგულარული პროფესიული პროცედურები. ერთ-ერთი უახლესი და გამორჩეულად ეფექტიანი მეთოდია Dermapen – დანიური წარმოების მიკრონიდლინგის აპარატი, რომელიც მიკროსკოპული ნემსებით ასტიმულირებს კანის ბუნებრივ რეგენერაციას. ის ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რაც კანს ახალგაზრდულ იერს უბრუნებს.
აკნე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ადამიანები ხანგრძლივად მკურნალობენ. არსებობს მისი დამარცხების შედარებით სწრაფი გზა?
უპირველესად, აუცილებელია ჰორმონული და სხვა შინაგანი ფაქტორების გამოკვლევა, შემდეგ კი – სწორი მკურნალობის სქემისა და რუტინის შემუშავება: პროფესიული წმენდა, მრავალფუნქციური სერუმები, თერმულ წყალზე დაფუძნებული დამამშვიდებელი საშუალებები და რეგულარული ექსფოლიაცია. ასევე მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა Dermapen-ით ჩატარებული პროცედურები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს აკნეს შემდეგ დარჩენილ ნაწიბურებსა და ლაქებს, აჩქარებს უჯრედულ რეგენერაციას და ხელს უწყობს კანის თანაბარ ტონალობაში მოყვანას.
აჩქარებულმა ცხოვრების რიტმმა წარმოშვა გადაღლილობის პრობლემა, რაც უპირველესად სახეზე აისახება. რა მოსდის სახეს ამ დროს?
კანი კარგავს ბუნებრივ ტონუსს, ელასტიკურობას, ჩნდება მუქი წრეები თვალების ირგვლივ, სიმშრალე, ირღვევა სახის კონტური, ქრება ბზინვარება. ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანია Z Shape-ის გამოყენება. ეს არის გერმანული წარმოების არაინვაზიური აპარატი, რომელიც რადიოტალღების, ვაკუუმისა და მექანიკური მასაჟის ტექნოლოგიების დახმარებით აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟსა და სისხლის მიმოქცევას, ამით კი ანეიტრალებს გადაღლილობის ნიშნებს.
გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ცელულიტისგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია – ეს მითია თუ რეალობა?
მითია. ცელულიტი – კანქვეშ არსებული ცხიმოვანი ფენების არათანაბარი გადანაწილება – ხშირად ჩნდება ჰორმონული დისბალანსის, არაჯანსაღი კვების, წყლის დეფიციტისა და ნაკლები ფიზიკური აქტივობის შედეგად. მასთან ბრძოლის ერთ- ერთი უახლესი და ეფექტიანი მეთოდია Endospheres Therapy – აპარატი მიკროვიბრაციული კომპრესიული ტექნოლოგიით ასტიმულირებს ლიმფურ დრენაჟს და აჩქარებს სისხლის მიმოქცევას. პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო.
რა იწვევს ჭარბთმიანობას და როგორ ვებრძოლოთ?
ჭარბთმიანობა ხშირად გამოწვეულია ჰორმონული დისბალანსით, გენეტიკური ფაქტორებით ან მედიკამენტების ზემოქმედებით. ხშირად პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ენდოკრინოლოგის ჩართულობა, თუმცა საბოლოო ესთეტიკური შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია სწორი ლაზერული ტექნოლოგიის შერჩევა. ინოვაციურ გადაწყვეტილებას მიეკუთვნება Soprano Titanium, Deka Motus AX და Motus Pro – თითოეული აპარატი ერთდროულად მუშაობს სხვადასხვა სიღრმეზე, რაც უზრუნველყოფს თმის ეფექტიან და თანაბარ მოცილებას ყველა ტიპის კანზე. ისინი აღჭურვილია გაგრილების სისტემით, რომელიც იცავს კანს გადახურებისაგან.