N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

“Back to Office” სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან

სექტემბერი 8, 2025
A A
“Back to Office” სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან
336
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ჰეილი ბიბერი უამრავი ადამიანისთვისაა სტილის ინსპირაცია, მისი ყოველი გამოჩენა კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ელეგანტურობის საიდუმლო მინიმალიზმშია. ბოლო პერიოდში ჰეილიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „Back to Office“ სტილი არა მხოლოდ სამუშაო რუტინის ნაწილი, არამედ თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სტრუქტურული ბლეიზერები, კლასიკური სილუეტები და მინიმალისტური აქსესუარები მის ლუქებს გამორჩეულ ელეგანტურობას სძენს, რომელიც არავის რჩება ყურადღების მიღმა.

ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ჰეილის კოსმეტიკური ბრენდი Rhode უკვე E.l.f Beauty-ის ნაწილია, რაც კიდევ უფრო მეტ ძალასა და გავლენას აძლევს მის ბიზნეს-ინიციატივებს. სულ ცოტა ხნის წინ Rhode სეფორაში გამოჩნდა და ეს იყო ჰეილი ბიბერისთვის, როგორც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვირა. სწორედ ამ პერიოდში ვიხილეთ ჰეილის გამორჩეული ლუქები, რომელმაც საზოგადოების თუ მოდის კრიტიკოსების გამორჩეული მოწონება დაიმსახურა.

Rhode-ის სეფორაში შესვლასთან დაკავშირებით ჰეილი ბიბერმა საზოგადოებას ახალი ვიტრინა წარუდგინა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოდელმა  Donna Karan-ის ვერცხლისფერი სამოსი მოირგო, 1996 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლუქს Saint Laurent -ის ფეხსაცმელი შეუხამა.

რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს ამ დღეს ჰეილიმ  ლუქების უამრავი ვარიაცია შემოგვთავაზა, ისეთი ბრენდების კოლექციებიდან როგორებიცაა: Phoebe Philo, The Row, Ashi Studio, Calvin Klei, Marine Serr და ა.შ.

განსხვავებული ვარიაციების ფონზე კი, ამ დღის გამორჩეული მომენტი Gucci-ის აბრეშუმის პერანგით გამოჩენა იყო- მოდის ისტორიის ნიმუში ტომ ფორდის Gucci-ის ისტორიიდან. ჰეილიმ პერანგი შავ შარვალს და ასევე, Gucci-ის ფეხსაცმელს შეუხამა და დღის გამორჩეული ლუქი შექმნა.

ამ გამორჩეული დღით ჰეილიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქალის შინაგანი ძალა და ენერგია განუსაზღვრელია. ქალი ერთდროულად შეიძლება იყოს მოდელი, ბიზნესის ლიდერი და ინსპირაცია სხვებისთვის – რაც ჰეილის შემთხვევაში ნათლად აისახება სტილში და ყოველდღიურ საქმიანობაში.

Tags: Rhodeსტილის ინსპირაციაჰეილი ბიბერი
წინა პოსტი

დაიწყე ახალი სასწავლო წელი თავდაჯერებულად- რჩეული პროდუქტები PSP-სგან 

შემდეგი პოსტი

ანკა ციციშვილის სასიამოვნო “შემთხვევითობები”

შემდეგი პოსტი
ანკა ციციშვილის სასიამოვნო “შემთხვევითობები”

ანკა ციციშვილის სასიამოვნო "შემთხვევითობები"

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN