N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

2027 წლის გაზაფხული/ზაფხული და მილანის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

სექტემბერი 28, 2026
A A
2027 წლის გაზაფხული/ზაფხული და მილანის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მილანი კვლავ მოდის მოყვარულების ყურადღების ცენტრშია და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ იტალიური მოდის დედაქალაქი ტრადიციული ოსტატობისა და თანამედროვე ხედვების მთავარი ეპიცენტრია. ამ სეზონზე წამყვანმა მოდის სახლებმა აუდიტორიას განსაკუთრებულად მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და კონცეპტუალური კოლექციები წარუდგინეს. პოდიუმზე ვიხილეთ როგორც ისტორიული არქივების თანამედროვე ინტერპრეტაციები და ეპოქების სინთეზი, ასევე თამამი ექსპერიმენტები, რომლებიც მაღალ მოდას რეალურ ცხოვრებასთან, ქუჩის კულტურასთან და ინდივიდუალურ თავისუფლებასთან აკავშირებს.


Institution

გალიბ გასანოვმა Institution-ის 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გაუქმებულ ეკლესშიაში წარადგინა. ამჯერად დიზაინერის მთავარი შთაგონება ტრადიციული აზარბაიჯანული აბრეშუმის შარფი იყო, რომელმაც სამოსს სიმსუბუქე და სენსუალობა შემატა. კოლექციაში აბრეშუმთან ერთად ვიხილეთ ტყავის და შალის ქსოვილები. ფერთა პალიტრაში ძირითადად ნეიტრალური ტონები დომინირებდა, მთავარი აქცენტი კი წითელ ფერზე გაკეთდა, რომელიც აზერბაიჯანულ კულტურაში ქორეინების სიმბოლოდ ითვლება.


Blumarine

მილანის მოდის კვირეულზე Blumarine-ის 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა დევიდ კომამ. სამოსში ბნელი რომანტიზმი და გოთიკური სილუეტები სანაპიროს ესთეტიკამ შეცვალა- გამჭვირვალე ტიული, მაქმანი, ჰაეროვანი ქსოვილები და სერფინგის კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალები. სილუეტებთან ერთად, განსხვავება ვიხილეთ ფერთა პალიტრაშიც, ამჯერად ბრენდისთვის დამახასიათებელი მუქი ტონალობები ღია პასტელურმა ფერებმა ჩაანაცვლა. ვარდისფერ, ცისფერ, თეთრ, იისფერ და მწვანე ტონებთან ერთად კოლექციაში ცალსახად დომინირებდა ყვავილებიანი პრინტები.


Gucci

Gucci უახლეს კოლექციაში დემნამ მოდის სახლის განსხვავებული ეპოქები გააერთიანა: 90-იანი წლების იტალიური ელეგანტურობა, კლასიკური Gucci და დიზაინერისთვის დამახასიათებელი თამამი ესთეტიკა. კოლექციაში განსაკუთრებული ყურადღება პრეპი სტილის ლუქებმა მიიქცია, რომლებშიც გაერთიანდა: ბომბერები, რაგბის მაისურები, დაბალწელიანი ჯინსები და მასიური ქამრები. მამაკაცის ხაზში დიზაინერმა წინა პლანზე 80-90-იანი წლების Gucci-ს ესთეტიკა წამოწია.


Moschino

ლორის მესინამ და სიმონე რიცომ Moschino-სთვის სადებიუტო კოლექცია პარკინგის სახურავზე წარადგინეს, სადაც მოდელების საპირისპირო მიმართულებით ასობით ადამიანი გადაადგილდებოდა. ამით დიზაინერბმა აჩვენეს, რომ სამოსი მხოლოდ პოდიუმისთვის კი არა, რეალური ადამიანებისთვისაც არსებობს. კოლექციაში ბრენდისთვის დამახასიათბელი ესთეტიკა თანამედროვე ინტერპრეტაციით ვიხილეთ- იუმორით დატვირთული დეტალები, გრაფიკული პრინტები, თამამი ფერები და სხეულის ფორმების მიხედვით შექმნილი სილუეტები.


Ferragamo

მაქსიმილიან დევისის Ferragamo-ს კოლექციის ამოსავალი წერტილი სალვატორე ფერაგამოს 1947 წლის Invisible Sandal გახდა. მისი სიურრეალისტური ფორმა დიზაინერმა ლი მილერისა და მენ რეის ფოტოგრაფიულ ექსპერიმენტებს დაუკავშირა. 1940-იანი წლების სილუეტებიდან კოლექციაში განსაკუთრებით გამოიკვეთა წელის აქცენტი, ფართო შარვლები, ორმაგი ქამრები და სამხედრო ფორმებისგან შთაგონებული დეტალები. გამჭვირვალე აბრეშუმისა და მატყლის სინთეზი, რეზინის ტექსტურები და ქვიშის მოძრაობით შთაგონებული ფორმები კოლექციას განსაკუთრებულ სიურრეალისტურ ხასიათს სძენდა.


Dolce & Gabbana

Stravaganza Siciliana – ასე უწოდეს დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ olce & Gabbana-ს ახალი კოლექციას, რომლის მთავარი იდეა ინდივიდუალური სტილის გაცოცხლებაა. დიზაინერებმა შთაგონება სხვადასხვა ეპოქის სიცილიური გარდერობებიდან აიღეს და მათ თანამედროვე ელემენტბი შეუხამეს- კოლექციაში თეთრი ხელნაკეთი ქვედაბოლო შავი მაქმანის ბიუსჰალტერთან, კლასიკური ტვიდი მსუბუქ თეთრეულთან, ხოლო ვინტაჟური აბრეშუმის სამოსი oversized ჯინსებთან გაერთიანდა.


Bottega Veneta

ლუიზ ტროტერმა Bottega Veneta-ს ახალი კოლექცია სეზონებს შორის გარდამავალ პერიოდს მიუძღვნა. დიზაინერმა ზამთრის თბილი სამოსი გაზაფხულისა და ზაფხულის მსუბუქ დეტალებს შეუხამა. კოლექცია მკვეთრი მხრებით და მოცულობითი პალტოებითა დაიწყო, რის შემდეგაც ვიხილეთ მსუბუქი და ფერადი სილუეტები. იასამნისფერი, ღია ყვითელი და ლურჯი ტონები სამოსს გაზაფხულის განწყობას მატებდა, ხოლო ხელნაკეთი მაქმანი და Bottega Veneta-სთვის დამახასიათებელი intrecciato ტექნიკა ზაფხულის ატმოსფეროს ქმნიდა.


Giorgio Armani

Giorgio Armani-ს ახალ კოლექციაში კლასიკური ელეგანტურობა თანამედროვე დეტალებს ერწყმის. ნეიტრალური ტონები და მკაფიო სტრუქტურული ფორმები კოლექციის მთავარ მიმართულებას ქმნის. ლუქებს მეტალის დეტალები და ბრჭყვიალა ქსოვილები ემატება, რაც კლასიკურ სამოსს კიდევ უფრო თანამედროვე და საღამოს ხასიათს სძენს. Armani-სთვის ნაცნობი მინიმალისტური სტილი 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში კიდევ უფრო გამოკვეთილი ფორმებით არის წარმოდგენილი.

Tags: Giorgio ArmaniGucciგაზაფხული/ზაფხული 2027მილანის მოდის კვირეული 2026
წინა პოსტი

DESIGN STUDIO- ფუფუნების ახალი შუქურა თბილისში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN