N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

თბილისური ოდისეა: მარჩელო მასტროიანის თბილისური კადრები იური მეჩითოვის ობიექტივში

ივნისი 20, 2026
A A
თბილისური ოდისეა: მარჩელო მასტროიანის თბილისური კადრები იური მეჩითოვის ობიექტივში
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა, იტალიის საელჩოსთან პარტნიორობით, უმასპინძლა ფოტოგამოფენას- „მარჩელო“. ექსპოზიცია, რომლის კურატორიც ლიკა მამაცაშვილია, ეძღვნება იტალიური კინოს ლეგენდის, მარჩელო მასტროიანის ისტორიულ ვიზიტს საქართველოში. აუდიტორიას საარქივო მასალებისგან შემდგარი გამოფენის ნახვა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში 30 ივნისამდე შეეძლებათ.



1988 წლის მარტში მარჩელო მასტროიანის სამდღიანი მოგზაურობა საქართველოში ადგილობრივი კულტურული სფეროს, მედიისა და დოკუმენტალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. პროექტი სახელწოდებით „ასე მხოლოდ იტალიაში მხვდებიან“ აერთიანებს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს. დოკუმენტური ფოტოკოლექცია ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერს მსახიობის გადაადგილებასა და შეხვედრებს თბილისში, მცხეთასა და გორში.



ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ფოტომასალაში მკაფიოდ იკვეთება კინემატოგრაფიული ესთეტიკა, მასტროიანის საფირმო, დახვეწილი სტილი და მე-20 საუკუნის იტალიური კინოსთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა. კადრები ასევე ასახავს მსახიობის კომუნიკაციას ქართული კინოსამყაროს წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. ექსპოზიციის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს მასტროიანის სტუმრობა რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახლში.



გამოფენა „მარჩელო“ არ არის მხოლოდ წარსულის დოკუმენტური ქრონიკა, ეს იშვიათი კულტურული დიალოგის ვიზუალური ანალიზია, სადაც ევროპული კინემატოგრაფიული ესთეტიკა და მე-20 საუკუნის ქართული ბოჰემური კონტექსტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. იური მეჩითოვის კადრები მნახველს სთავაზობს როგორც ისტორიულ რეალობას, ასევე მოდისა და კინოს სამყაროს იმ მუდმივ ელეგანტურობას, რომელიც დროს უძლებს.


Tags: გამოფენაიური მეჩითოვიმარჩელო მასტროიანისახვითი ხელოვნების მუზეუმი
წინა პოსტი

5 იდეალური პროდუქტი ზაფხულის მსუბუქი მაკიაჟისთვის

შემდეგი პოსტი

სტილი, როგორც თვითგამოხატვა – ირმა ჭიკაძის საზაფხულო ესთეტიკა

შემდეგი პოსტი
სტილი, როგორც თვითგამოხატვა – ირმა ჭიკაძის საზაფხულო ესთეტიკა

სტილი, როგორც თვითგამოხატვა - ირმა ჭიკაძის საზაფხულო ესთეტიკა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN