N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

წარსულის ექო და მომავლის ხედვა: პარიზის მაღალი მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

იანვარი 30, 2026
A A
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის სამყაროსთვის “Haute Couture” კვირეული შემოქმედებითი დღესასწაულია, სადაც დიზაინერებს ეძლევათ შანსი, საკუთარ უსაზღვრო წარმოსახვას, ფარულ ოცნებებსა თუ ქვეცნობიერის ფანტაზიებს ფრთები შეასხან. მაღალი მოდის კვირეული ცალსახად აჩვენებს, რომ მოდა პირდაპირ და უწყვეტ კავშირშია ისტორიასთან, ხელოვნებასა თუ კულტურასთან- აქ წარმოდგენილი თითოეული ლუქი კი უნიკალური ოსტატობისა და ავთენტური ხედვის შედეგია.


რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 2026 წლის პარიზის მაღალი მოდის კვირეული აღმოჩნდა. წელს ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელმა მოდის სახლებმა უნაკლო კოლექციები წარმოგვიდგინეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რომ ადამიანის შემოქმედებით უნარს საზღვრები არ გააჩნია.

Schiaparelli

კვირეული ტრადიციულად Schiaparelli-ს ჩვენებით გაიხსნა, სადაც კიდევ ერთხელ ვიხილეთ დანიელ როუზბერის უნიკალური ხედვით გაცოცხლებული ისტორია. ამჯერად მისი შთაგონების წყარო სიქსტეს კაპელის ფრესკები გახდა, რამაც მიქელანჯელოს მხატვრული ხედვა სამოსის ენაზე წაგვაკითხა. სკულპტურული სილუეტები, ფერთა შთამბეჭდავი პალიტრა და ექსკლუზიური ფაქტურები როუზბერის უცვლელი ხელწერაა, თუმცა უახლეს კოლექციაზე მუშაობისას დიზაინერის მთავარი ფოკუსი უშუალოდ შემოქმედებით პროცესზე გადავიდა და სწორედ ამ ემოციურმა სიღრმემ აქცია შოუ უნიკალურ სანახაობად.


Dior

პარიზში Dior-ის მოდის სახლისთვის სადებიუტო “Haute Couture” კოლექცია წარადგინა ჯონათან ანდერსონმა და ალბათ ყველა დაგვეთანხმებით, რომ თითოეულ სილუეტში იკითხებოდა კავშირი წარსულთან- ეს იყო ერთგვარი რეტროსპექტივა გალიანოსეულ ეპოქაში. ანდერსონმა, რომლის გამორჩეული ხედვაც ჯერ კიდევ პირველივე ნამუშევრებმა დაადასტურა, ამჯერად საკუთარი ხელწერა კიდევ უფრო დახვეწილ და ინოვაციურ ჭრილში წარმოაჩინა. სადებიუტო კოლექციამ აჩვენა, რომ დიზაინერს შეუძლია იდეალურად დააბალანსოს მოდის სახლის მდიდარი მემკვიდრეობა და საკუთარი, სრულიად უნიკალური შემოქმედებითი ესთეტიკა.


Chanel

როდესაც პარიზის მაღალი მოდის კვირეულის საუკეთესო დებიუტებზე ვსაუბრობთ, პირველი ასოციაცია უდაოდ მეთიუ ბლაზის Chanel-ია. დიზაინერი ყოველჯერზე ამტკიცებს, რომ მოდის სახლი საიმედო ხელშია: ბლაზი იმ იშვიათ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ბრენდის „დნმ“-ის სიღრმისეული შესწავლა და მისი სრულიად ახალი, თანამედროვე პერსპექტივით წარმოჩენა შეუძლიათ. მისი ყოველი ჩვენება შემოქმედებითი დღესასწაულია და გამონაკლისი არც “ოტ კუტიურ” კოლექცია აღმოჩნდა – ნამუშევარი, რომელიც ერთი მხრივ სრულყოფილად ინარჩუნებდა მოდის სახლის უნიკალურ იდენტობას, მეორე მხრივ კი მკაფიოდ გვაჩვენებდა მის „ახალ სულს“- მარტივად რომ ვთქვათ, დიზაინერმა მოახერხა და შექმნა სამოსი რომელშიც თითოეულ დეტალი საკუთარი სიმბოლური დატვირთვით გამოირჩეოდა.


Armani Privé

მაღალი მოდის კვირეულის დაწყებისთანავე, საზოგადოების ინტერესის ეპიცენტრში Armani Privé მოექცა. ლეგენდარული ჯორჯო არმანის გარდაცვალების შემდეგ, მოდის სახლი განსაკუთრებულ სენსიტიურობასა და ნოსტალგიასთან ასოცირდება – იმ განუმეორებელ ესთეტიკასთან, რომლის ხსენებაზეც გონებაში მხოლოდ ერთი სახელი, დიდი მაესტრო ამოტივტივდება. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ წარმოდგენილ კოლექციაში თავიდან ბოლომდე იკითხებოდა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი დიზაინერის ხელწერა. სილვანა არმანიმ შეძლო და სრულყოფილად შეინარჩუნა ბრენდისთვის დამახასიათებელი არისტოკრატული სიმშვიდე და ის უნიკალური ფაქტურები, რომლებიც, კვლავინდებურად, არმანისეული ოსტატობით „სუნთქავდნენ“.


Valentino

განსაკუთრებული ემოციური მუხტით იყო გაჯერებული ალესანდრო მიკელეს სადებიუტო კოლექცია Valentino-ს მოდის სახლისთვის. დიზაინერი მაყურებლის წინაშე ვალენტინო გარავანის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში წარსდგა და თუკი ინდუსტრიაში არსებობს ცნება „მემკვიდრეობისადმი პატივისცემა“, მიკელემ ამ ფრაზას სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინა. მან მოდის სახლის დამახასიათებელი ელეგანტურობა წარმოუდგენელი სიზუსტით მოარგო საკუთარ სიურრეალისტურ ხედვას. ეს იყო სანახაობა, რომლის თითოეული დეტალი გარავანის უკვდავ შემოქმედებაზე მოგვითხრობდა, ალესანდრომ კი დაამტკიცა, რომ ის არა უბრალოდ მორიგი კრეატიული დირექტორი, არამედ ამ დიდი ისტორიის ღირსეული გამგრძელებელია.


Elie Saab

პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 70-იანი წლების მაროკოს გლამურით შთაგონებული კოლექცია წარადგინა Elie Saab-მა. პოდიუმზე ვიხილეთ კრისტალის დეტალებით გაფორმებული კაბები, მეტალის ელემენტები, საოცარი ფერთა პალიტრა, რომელშიც ცალსახად დომინირებდა ოქროსფერის სხვადასხვა ტონალობა. შოუს მუსიკალურად აფორმებდა ორკესტრი, რომელმაც აუდიტორიას როკ-ჰიტების კლასიკური ვერსიები შესთავაზეს- უახლესი კოლექციით დიზაინერმა კვლავ გვაჩვენა, რომ მას ერთდროულად შეუძლია იყოს ტრადიციულიც და სიახლეზე ორიენტირებულიც.

Tags: Chanel 2026Dior 2026Valentinoმაღალი მოდის კვირეულიოტ კუტიური
წინა პოსტი

ქართული ხასიათი და ეკრანული ეშხი: ლეგენდარული მამაკაცი მსახიობების პორტრეტები

შემდეგი პოსტი

ნუკი ჭაბუკიანის პროფესიული ტრაექტორია

შემდეგი პოსტი
ნუკი ჭაბუკიანის პროფესიული ტრაექტორია

ნუკი ჭაბუკიანის პროფესიული ტრაექტორია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN