N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

Untamed Heroine: Max Mara-ს 2025 წლის შემოდგმა/ზამთრის კოლექცია

ნოემბერი 12, 2025
A A
Untamed Heroine: Max Mara-ს 2025 წლის შემოდგმა/ზამთრის კოლექცია
371
გაზიარება
2.9k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

„Reason sits firm and holds the reins, and she will not let the feelings burst away and hurry to her wild chasms.“
Charlotte Brontë, Jane Eyre, 1847

„I wish I were a girl again, half-savage and hardy, and free.“
Emily Brontë, Wuthering Heights, 1847

გონება და გრძნობა. დისციპლინა და ვნება. ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ იპოვოს ბალანსი- Max Mara წარმოგიდგენთ ახალ კოლექციას “Untamed Heroine”, რომელიც შთაგონებულია ბრონტეს დების უკვდავი რომანტიზმითა და იმ ქალის ბუნებით, რომელიც ძალას საკუთარ გრძნობებში პოულობს.


კოლექცია ასახავს ქალის შინაგან ბრძოლას გონებასა და გულს შორის და იმ ბალანსს, რომელიც მას აძლევს უნარს იყოს შეუდრეკელი, მაგრამ არ დაკარგოს ქალური სინაზე. კოლექციის მთავარი გმირი თავდაჯერებული, ინტელექტუალური და ელეგანტური ქალია, რომლის მკაცრი თვითკონტროლი წარმატების საფუძველია, თუმცა მის გულში მუდამ არის ძლიერი სიყვარულის, თავისუფლებისა და მძაფრი შეგრძნებების სურვილი.


Max Mara ამ დუალობას გარდაქმნის მატერიად, რომელშიც კლასიკური ფორმები ერწყმის ნეოგოთიკურ ელეგანტურობასა და ურბანულ სიმტკიცეს. ჯეინ ეარის თავშეკავებული ქცევა და ქეთრინ ერნშოუს დაუმორჩილებელი ვნება თანამედროვე ფორმებში ერთიანდება- ქალის სილუეტებში, რომლებიც ხაზს უსვამს ძლიერ ინდივიდუალურობას.


კოლექციაში რედინგოტი, სხეულზე მორგებული და მოცულობითი სილუეტები და ტყავის დეტალები ახალ სიცოცხლეს იძენს. ტვიდის ქსოვილები, ნაზი ნაკეცებით გაფორმებული შარვლები და ფართო მხრიანი პიჯაკები ქმნიან თანამედროვე ქალის აბჯარს – რომელშიც ინტელექტი და ვნება თანაბრად თანაარსებობენ. Max Mara-ს ექსკლუზიური ფერები აღწერს იორქშირის ქვისა და ცის ატმოსფეროს – ტონალობათა ნაზად ცვლადი სპექტრი, რომელიც ასახავს ბრონტეს სამყაროს პოეტურ სიღრმეს. საღამოს ლუქებში კი შავი ხავერდი ანიჭებს კოლექციას დრამატიზმს და ქალურობას.


ახალი კოლექციის პრეზენტაცია Max Mara-ს ბუტიკში, შოთა რუსთაველის 23 ნომერში გაიმართა- მოდისა და ლიტერატურის შერწყმით შექმნილ ატმოსფეროში სტუმრებმა აღმოაჩინეს Untamed Heroine-ის ისტორია. შოურუმის სივრცე გარდაიქმნა ბრონტეს რომანების სამყაროდ – რბილი განათება, ბუნებრივი ქსოვილების ტექსტურები, ქარიშხლიანი იორქშირის ფერთა პალიტრა და მუსიკა, რომელიც იმავე ემოციურ ინტენსივობას გადმოსცემდა, რასაც კოლექცია.


ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ახალი მოდელები, დაეგემოვნებინათ საუცხოო კოქტეილები და ჩართულიყვნენ შემოქმედებით პროცესში, რომელშიც “Untamed Heroine” ინსპირაციით, სხვადასხვა მატერიითა თუ ფორმით კოლაჟ-არტისტი მათ თვალწინ ქმნიდა უნიკალურ ნამუშევრებს.


ღონისძიებას ესწრებოდნენ Max Mara-ს მეგობრები, მედიის წარმომადგენლები, მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები და ბრენდის ერთგული კლიენტები. საღამო იქცა ერთგვარ დიალოგად მოდასა და ლიტერატურას შორის – რომელშიც იყო საუბრები იმაზე, თუ როგორ იძენს ქალის შინაგანი ძალა ფორმას, ქსოვილსა და სილუეტში.


Untamed Heroine ქალის მანიფესტია – თავისუფალი, ინტელექტუალური და გულწრფელი. ეს კოლექცია აერთიანებს ყველაფერს იმ ქალისთვის, რომელიც არ ემორჩილება სტერეოტიპებს და საკუთარ გზას თავად განსაზღვრავს.


ბრენდის უახლესი კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია Max Mara თბილისის ბუტიკში. აღმოაჩინეთ რომანტიკული სიმტკიცე, ბრონტეს სულისკვეთებით შთაგონებული სტილი და მოდის ახალი ინტერპრეტაცია – მხოლოდ Max Mara-ში.

Tags: Max MaraUntamed Heroineშემოდგომა/ზამთარი 2025
წინა პოსტი

ვინტაჟის რენესანსი და საარქივო კოლექციების თანამედროვე ინტერპრეტაციები 

შემდეგი პოსტი

“A Weekend with Giuliva Heritage”- კაფსულა კოლექცია Weekend Max Mara-სგან 

შემდეგი პოსტი
“A Weekend with Giuliva Heritage”- კაფსულა კოლექცია Weekend Max Mara-სგან 

"A Weekend with Giuliva Heritage"- კაფსულა კოლექცია Weekend Max Mara-სგან 

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN