N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

დაიწყე ახალი სასწავლო წელი თავდაჯერებულად- რჩეული პროდუქტები PSP-სგან 

სექტემბერი 4, 2025
A A
დაიწყე ახალი სასწავლო წელი თავდაჯერებულად- რჩეული პროდუქტები PSP-სგან 
336
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ახალი სასწავლო წელი ყოველთვის ახალ თავგადასავლებთან, გამოწვევებთან და ემოციებთან ასოცირდება. ეს არის პერიოდი, როდესაც ხვდები რომ შენი ხედვები და ინტერესები იცვლება. იზრდები და ყოველდღიურ საჭიროებებს სრულიად განსხვავებულად აფასებ. თუ დაწყებით კლასებში მთავარი პრიორიტეტი მეგობრებთან თამში იყო, მოზარდობაში საკუთარი თავის გარშემო იწყებ ტრიალს, ცდილობ განათლებაში შენი მაქსიმალური რესურსი ჩადო, თუმცა ამის გარდა უფრო დიდ ყურადღებას აქცევ იმას, თუ როგორ გამოიყურები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ PSP-ს რჩეული პროდუქტების სია, რომელიც თქვენი სკოლის ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს გახდის.


თქვენი აზრით რა არის პროდუქტი, რომელიც მუდამ თან უნდა გქონდეთ? ეს ანტიბაქტერიული გელია, რომელიც მყისიერად ებრძვის ბაქტერიებს და მუდმივად სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს. PSP გვთავაზობს Lea-ს ანტიბაქტერიულ გელს, რომლის კომპაქტური შეფუთვა თქვენი სკოლის ჩანთაში მარტივად მოთავსდება.


იმისათვის რომ ანტიბაქტერიულმა გელმა, ან წყალმა ხელები არ გამოგიშროთ, არ დაგავიწყდეთ თქვენს ჩანთაში ხელის კრემის ჩადება. Heathcote & Ivory ხელისა და ფრჩხილის კრემი ლავანდის არომატით თქვენს კანს აუცილებლად დაიცავს სიმშრალისგან.


ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სკოლაში ფიზიკური აქტივობის გაკვეთილები სახალისო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა ასეთი აქტიური დღეებისთვის აუცილებლად გვჭირდება მხარდამჭერი, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავის შეგრძნებას და რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი ვიდრე- SVR SPIRAL დეოდორანტი სპრეი?


გაინტერესებთ რა გეხმარებათ სწრაფად და მარტივად სისუფთავის დაცვაში? რა თქმა უნდა, ეს სველი ხელსახოცია. Dodie-ს სველი ხელსახოცი კი საუკეთესო არჩევანია, რადგან არ შეიცავს პარაბენებს, ალკოჰოლს და ფენოქსიეთანოლს.


იმ შემთხვევაში თუ ცხიმიანი თმის პრობლემა გაქვთ- მაშინ აუცილებლად გაეცანით Rituals-ის მშრალ შამპუნს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის შეუცვლელ თანამგზავრად იქცევა.


პროდუქტი, რომელიც მუდმივად თან უნდა ატაროთ- სავარცხელია, სკოლისთვის კი ისეთი სავარცხელი გვჭირდება, რომელიც ერთდროულად კომპაქტური და ხარისხიანია. ამისთვის PSP Janeke-ის ბრენდს გვთავაზობს, რომელიც იდეალურია თმის მოვლის ყოველდღიური რუტინისთვის.


და რით შეიძლება დავასრულოთ ჩვენი სტატია თუ არა დეკორატატიული კოსმეტიკით, რომელიც მოზარდ გოგონებს განსაკუთრებულად უყვართ. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ჩანთაში მუდმივად არის ადგილი ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ტუჩის გლოსი, ტუში, სუნამო და ა.შ. მაშინ აუცილებლად გაეცანით პროდუქტებს, რომელიც იდეალურია თქვენი ყოველდღიურობისთვის.


ესენსის ფერის შემცვლელი მბზინავი ტუჩის საცხი – Superman Juicy აერთიანებს ულტრა-პრიალა ეფექტს და ხილის სურნელს. გლოსი მარტივი გამოსაყენებელია, მისი არაწებოვანი ტექსტურა უპრობლემოდ სრიალებს კანზე და ტოვებს მშვენიერი კენკრის ელფერს.


ესენსის ტუჩის ზეთი- hydra kiss გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით და ჟოჟობას ზეთით, რაც ხელს უწყობს ტუჩის ინტენსურ დატენიანებას. ზეთი ტუჩებს ბუნებრივ ელფერს ანიჭებს და შეესაბამება კანის ნებისმიერ ტონს.


კოსმეტიკის მოყვარული გოგონებისთვის გამორჩეულად საყვარელი პროდუქტი ტუშია, ესენსის წყალგამძლე ტუში- Get Big Lashes კი ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება. პროდუქტი ოფთალმოლოგების მიერაა შემოწმებული, აქვს მსუბუქი ტექსტურა და მისი გამოყენება თვალისთვის საზიანო არაა.


დაბოლოს, სუნამო რომელიც დანახვისთანავე შეგიყვარდებათ- Milton Pop Art. შავი მოცხარის, მსხლის, ირისის და ჟასმინის არომატების იდეალური კომბინაცია- ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენს ჩანთაში.

Tags: Back to schoolთავის მოვლაპსპ
წინა პოსტი

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ვენეციის 82-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე 

შემდეგი პოსტი

“Back to Office” სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან

შემდეგი პოსტი
“Back to Office” სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან

"Back to Office" სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN