ქალბატონებისთვის საქორწილო კაბა უბრალოდ სამოსი არ არის- ის ისტორიაა, რომელიც არასდროს გვავიწყდება, ზღაპარი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, წლებით ადრე ფორმირდება გონებაში და შემდეგ მის გადმოტანას ვცდილობთ რეალობაში.
სწორედ ამიტომ ძალიან კარგი სიახლით გიბრუნდებით, რომელიც ყველაზე მნშვნელოვანი კაბის არჩევის პროცესს ნამდვილ ზღაპრად აქცევს. სულ მალე, თბილისში, ლისი ივენთ ჰოლში, ექსკლუზიურად იხსნება ახალი შოურუმი, სადაც მომავალ დედოფლებს საშუალება ექნებათ მოირგონ Elie Saab-ის და Pronovias -ის უნიკალური საქორწილო კაბები.
Elie Saab და Pronovias გვთავაზობს გამორჩეული ქსოვილების, ელეგანტური სილუეტების და ხელით შექმნილი დეტალების სინთეზის. თეთრ კაბებში გადმოცემული მარადიული კლასიკა,რომელიც იდეალურ კომბინაციას ქმნის თანამედროვე ხედვებთან ძალიან მალე საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.
მაღალი მოდის სტანდარტებით შექმნილი Elie Saab -ის საქორწილო კაბები აერთიანებს აღმოსავლურ ოსტატობას და ევროპულ ელეგანტურობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაფორმებულია ხელით ამოქარგული დეტალებით, მარგალიტებით და ბრჭყვიალა ელემენტებით. თითოეული საქორწილო კაბა ხელოვნების ნიმუშია, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. ამიტომ თუ ქორწილისთვის იდეალურთან ერთად, უნიკალურ თეთრ კაბას ეძებთ, რა შეიძლება იყოს Elie Saab-ზე უკეთესი?
ესპანური ბრენდი- Pronovias უკვე წლებია საქორწილო კაბების ჯადოსნურ კოლექციას ქმნის . Pronovias თითოეული სილუეტი უნაკლო სიზუსტით იქმნება და სხეულს იდეალურად ერგება. მოშიშვლებული ზურგით, მაქმანებით და მარგალიტებით გაწყობილი დეტალებით, მსუბუქი ტიულის ელემენტებით, ნაქარგებით და კრისტალებით გაფორმებული კაბები თქვენს დღეს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის.
სულ მალე კი, ლისი ივენთ ჰოლში საშუალება გექნებათ ექსკლუზიურად მოირგოთ მსოფლიოში აღიარებული, Bridal Couture -ის უნიკალური ნიმუშები, ამიტომ თუ ჯერ კიდევ ქორწილის დაგეგმვის პროცესში ხართ, ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია თქვენს დღეს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის.