N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

2026 წლის გაზაფხულის ტრენდული აქსესუარები, რომლებიც თქვენს გარდერობს გაახალისებს

მარტი 26, 2026
A A
2026 წლის გაზაფხულის ტრენდული აქსესუარები, რომლებიც თქვენს გარდერობს გაახალისებს
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ზამთრის დასრულებასთან ერთად თითოეული ჩვენგანი აქტიურად იწყებს ფიქრს გარდერობის განახლებაზე. მზიანი დღეების დადგომასთან ერთად, სტილის მთავარი აქცენტები ვეღარ ფოკუსირდება მასიურ პალტოებსა თუ ქურთუკებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ის ფორმულა, რომელიც საგაზაფხულო სამოსს გამორჩეულ ელფერს შესძენს. ამ დავალებას კი იდეალურად უმკლავდებიან აქსესუარები- განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ხშირად ვირჩევთ მარტივ და მინიმალისტურ სტილს, თუმცა გვსურს, რომ ნებისმიერი კომბინაცია საინტერესოდ გამოიყურებოდეს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ტრენდულ აქსესუარებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ამშვენებდეს თქვენი გაზაფხულის გარდერობს.


ეპოქსიდის სამკაულები

ბევრისთვის ეპოქსიდის მასიური სამკაულები “ბოჰო” სტილთან ასოცირდება, თუმცა 2026 წელს ეს ტენდენცია იცვლება. წელს ისინი უფრო დახვეწილი, სკულპტურული ფორმებით გვევლინებიან და საუკეთესო ბალანსს ქმნის ყოველდღიურ, სადა სამოსთან.


კეპი და ბერეტი

ქუდების მოყვარულებს გაგიმართლათ – 2026 წლის გაზაფხული ამ აქსესუარის ნამდვილი რენესანსია. მოდის ინდუსტრია ორ რადიკალურად განსხვავებულ, თუმცა თანაბრად ეფექტურ არჩევანს გვთავაზობს: კეპი, რომელიც საოცარი სიზუსტით ერგება ოვერსაიზ შარვლებსა და კლასიკურ პიჯაკებს, და ბერეტი, რომელსაც თქვენს იმიჯში ნამდვილი რეტრო ესთეტიკა შემოაქვს.


ყაისნაღით ნაქსოვი ქუდი

თუ აქამდე მიგაჩნდათ, რომ ქუდები არ გიხდებათ, დაგვერწმუნეთ – ყაისნაღით ნაქსოვი მოდელები თქვენს შეხედულებას რადიკალურად შეცვლის. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი თმა ხუჭუჭაა, სწორი თუ ტალღოვანი, ეს აქსესუარი ნებისმიერ ვარცხნილობასა და სტილს ორგანულად ერწყმის.


ქამარი მეტალის დეტალებით

საინტერესოა კიდევ რა არის გარდერობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – რა თქმა უნდა, ქამარი. თუ გასული სეზონები მასიური მოდელების იყო, 2026 წლის გაზაფხულზე მთავარი აქცენტი მინიმალიზმზე კეთდება. ქამარი, რომელიც აერთიანებს ოქროსფერ ან ვერცხლისფერ დეტალებს, საუკეთესო არჩევანია თქვენი საყვარელი შარვლებისთვის.


შარფი მაქმანის კანტით

მაქმანი წელს ყველგანაა: მაისურებზე, შარვლებზე, ჩანთებზე… თუმცა, სეზონის მთავარი აღმოჩენა წელზე შემოხვეული მაქმანებიანი შარფია, რომელიც საოცარ კონტრასტს ქმნის როგორც უხეშ ჯინსებთან, ისე მკაცრ, სტრუქტურულ პიჯაკებთან და ამასთანავე იდეალურად ერგება კლასიკურ შარვლებს.


Y2K მზის სათვალე

მოდა რომ ბრუნავს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მიმდინარე სეზონზე 2000-იანი წლების ნოსტალგია ყველაზე მკაფიოდ მზის სათვალეებში აისახა. მეტალის თხელი ჩარჩოები და ფერადი მინები კვლავ აქტუალურია და მზიანი დღეებისთვის შეუცვლელ აქსესუარს წარმოადგენს.


დიდი ზომის ჩარჩო

Y2K სტილის პარალელურად, ტრენდების სათავეში მასიური ჩარჩოებიცაა, რომლებიც ჰოლივუდის “ოქროს ხანის” გლამურთან ასოცირდება. გარდა იმისა, რომ მსგავსი სათვალე თქვენს ლუქს მომენტალურად მატებს ელეგანტურობას, ის უბრალო თეთრ მაისურსა და ჯინსსაც კი განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.


ნეიტრალური ტონალობის ჩანთები

ჩანთების მოყვარულებისთვისაც გვაქვს სიახლე – მიმდინარე სეზონი სრულად ნეიტრალურ პალიტრას ეკუთვნის. თეთრი, კრემისფერი და სპილოსძვლისფერი ჩანთები 2026 წლის ნამდვილი “Must-have” აქსესუარებია. მსგავსი ტონალობები თანაბრად ერწყმის როგორც მუქ, ისე ღია ფერებს, რაც მათ საოცრად პრაქტიკულს ხდის.


დაწნული ტყავის ჩანთა

BOTTEGA VENETA-ს ესთეტიკა წელს ყველგან მკაფიოდ იგრძნობა, თუმცა მიმდინარე სეზონის მთავარი ეპიცენტრი ბრენდისგან ინსპირირებული დაწნული ტყავის ჩანთებია. ერთი შეხედვით ისინი კლასიკური ლუქებისთვისა შექმნილი, თუმცა რეალობაა ისაა რომ დაწნული ჩანთები მინიმალისტურ სტილს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს, რომელიც იდეალურად ერგება გაზაფხულის განწყობას.


საბოლოო ჯამში კი, 2026 წლის გაზაფხული ის პერიოდია, რომელშიც კლასიკური ელეგანტურობა თამამ და ამავდროულად ნოსტალგიურ ელემენტებს ხვდება, აქსესუარები კი თვითგამოხატვის საუკეთესო ინსტრუმენტებად გვევლინება.

Tags: 2026 გაზაფხული2026 წლის გაზაფხულის ტრენდებიაქსესუარებიშარფები
წინა პოსტი

აკნე ზრდასრულ ასაკში: კომპლექსური გამოწვევა და Caudalie-ის Vinopure ხაზი, როგორც გამოსავალი

შემდეგი პოსტი

თაკო ჩხეიძეს გაზაფხული: სეზონის შთაგონება და რჩევები N13-ის მთავარი რედაქტორისგან

შემდეგი პოსტი
თაკო ჩხეიძეს გაზაფხული: სეზონის შთაგონება და რჩევები N13-ის მთავარი რედაქტორისგან

თაკო ჩხეიძეს გაზაფხული: სეზონის შთაგონება და რჩევები N13-ის მთავარი რედაქტორისგან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN