უამრავი ადამიანისთვის შემოდგომა ასოცირდება “სტილის რევოლუციასთან” და ეს ეხება არა მხოლოდ ფერთა პალიტრას ან სამოსს, არამედ ისეთ ვიზუალურ მახასიათებელს, როგორიცაა თმის სტილი. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვარცხნილობას იდეალურად შეუძლია გამოხატოს ადამიანის განწყობა თუ ხასიათი და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ შემოდგომა/ზამთრი თმის სტილის ცვლილებასთან ასოცირდება. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მიმდინარე სეზონის ყველაზე ტრენდულ ვარცხნილობებს, რომლებიც იდეალურად ერგება, როგორც შემოდგომის, ასვე ზამთრის ხასიათს.

სველი ეფექტი
ჩამონათვალს აუცილებლად დავიწყებთ თმის სველი ეფექტით, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია არ კარგავს აქტუალობას. ეს სტილი განსაკუთრებულად უხდება კლასიკურ სამოსს და საღამოს კაბებს, ამიტომ თუ უახლოეს მომავალში თქვენს კალენდარში ოფიციალური შეხვედრა, ან რაიმე ღონისძიებაა აუცილებლად სცადეთ სველი ეფექტი და დაგვერწმუნეთ, რომ გარშემო ყველა აღფრთოვანებული დარჩება.

აწეული თმა
ამ სეზონზე განსაკუთრებულად აქტუალური აწეული თმა. მსგავსი ვარცხნილობა ნამდვილად ითვლება ელეგანტურობის სიმბოლოდ, თუმცა მისი ახალი ვარიაციები ასევე იდეალურად ერგება ყოველდღიურ სტილს. ასეთი ვარცხნილობა სახის ნაკვთებს და კისრის ხაზს ყველაზე უკეთ გამოყოფს. აწეული თმა შეგიძლიათ ატაროთ, როგორც ყოველდღიურ რუტინაში, ასევე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

ბუნებრივი ხვეულები
ბუნებრივად ხვეულ ქალბატონებს განსაკუთრებულად გაუმართლათ 2025 წლის შემოდგომა/ზამთარში, რადგან თმის ასეთი სტილი წელს გამორჩეულად ტრენდულია. მოცულობითი ხვეული თმა შემოდგომის ლუქებს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს და საერთო ჯამში იდიალურად გამოხატავს სეზონის ხასიათს.

90-იანი წლებით შთაგონებული კარე (90’s Bob)
ალბათ კარე ის სტილია, რომელიც ნებისმიერ სეზონს გამორჩეულად უხდება და გამონაკლისი არც 2025 წლის შემოდგომა/ზამთარი აღმოჩნდა. მოკლე, საშუალო, სწორი, ტალღოვანი და ხვეული კარე ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ უნივერსალურ ვარცხნილობად- მარტივი, მაგრამ დახვეწილი.
2025 წელს განსაკუთრებულად აქტუალურია 90-იანი წლებით შთაგონებული კარე, რომელიც აერთიანებს ნოსტალგიურ შარმს და თანამედროვე ელეგანტურობას. ეს ვარცხნილობა იდეალურია ოვალურ, მრგვალ და ოთხკუთხედ სახის ფორმებზე და ქმნის დახვეწილ, მაგრამ თამამ სტილს, რომელიც ნამდვილად ერგება შემოდგომა/ზამთრის ლუქებს.

მოკლე პიქსი
ალბათ ეს სია მოკლე პიქსის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ვარცხნილობა ყველა ასაკს და სტილს უხდება. პიქსი იდეალურად გამოკვეთს სახის ნაკვთებს. ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა უნივერსალური და ერგება როგორც ყოველდღიურ, ისე კლასიკურ ლუქებს.


